''ჩვენ ვაშენებთ გუნდს, რომელიც 10 წელზეა გათვლილი'' – ჟოზე მოურინიო

გთავაზობთ სრულ ინტერვიუს

'რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა ინტერვიუ მისცა მადრიდის ტელევიზიას და ისაუბრა სამეფო გუნდზე.
''წლევანდელი ჩემი მიზანია ისეთი გუნდის შექმნა, რომლითაც გულშემატკივრები იამაყებენ''– ჟოზე მოურინიო.


როგორ გაატარეთ შვებულება ?
– 15 დღიანი შვებულება მქონდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი დრო გავატარე
თქვენ გვიან გახვედით შვებულებაში მიუხედავად ამისა კმაყოფილიც ჩანხართ მადრიდში მუშაობით, რითაა გამოწვეული ეს ?
– დასვენებაზე მეტად მე გუნდთან ერთად მუშაობა მსურდა. მე უდიდესი გამოცდილება მივიღე ''რეალის'' პრეზიდენტთან მუშაობით, ასევე ძალიან მომწონს ანხელ სანჩესი,ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს და უსიტყვოდ ვუგებთ. რაც შეეხება ფლორენტინო პერესს, მას წარმოუდგენლად სწორი ხედვა აქვს მომავალთან დაკავშირებით, რაც ძალიან მახარებს.ჩვენ ძალიამ მოგვწონს ერთად მუშაობა და 24 საათი ვფიქრობთ კლუბის განვითარებაზე.
''ჩვენ ვაშენებთ გუნდს, რომელიც 10 წელზეა გათვლილი''  – ჟოზე მოურინიო


ეს სეზონი ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან თქენ ჩაუყარეთ ახალი გუნდის მშენებლობას საფუძველი და ერთი წელიც სრულდება.
– ყოველი სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევქმენით სწრაფად პროგრესირებადი სტრუქტურა, ყოველი ადამინაი ვინც ჩევენთან მუშაობს უზომოდ კმაყოფილია ამით. ჩვენი წარმატების საიდუმლო ჩვენს ურთიერთგაგებაშია. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანი გახდება მნიშვნელოვანი ფიგურა მომავალი ''რეალისა'' ?
– მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთან მუშაობს. პირადად მე ვიყავი ინიციატორი მისი ახალ თანამდებობაზე დანიშვნისა. მას აქვს უდიდესი გამოცდილება და უამრავ რჩევას გვაძლევს, თუმცა ბევრი რამ სასწავლიცა აქვს. ერთია იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლი და მეორე იყო კარგი სპორტული დირექტორი. მისი შემართება და სულისკვეთება მთელს გუნდს აღაფრთოვანებს.
კმაყოფილი ხართ შენაძენებით?
– ჩვენ ძალიან კარგი და დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს. კოენტრაო 23 წლისაა, მასზე ერთი წლით დიდია კალეხონი, ხოლო შაჰინი მათზე პატარაა, რაც შეეხება ვარანეს ის უბრალოდ ბავშვია, რომელზეც დიდ მოლოდინს ვამყარებთ.
ეს ის შემადგენლობაა, რომელიც თქვენ გსურდათ, რომ გაგეწვრთნათ ?
– მე კმაყოფილი ვარ მათით, თანაც ჯერ იგუაინი და დი მარია არ შეგვმატებია, მე მათზე დიდ იმედებს ვამყარებ, ისინი რეალის მომავალი ვარსკვლავები არიან. მე ყველა მომწონს და ყველას საჭიროდ მივიჩნევ. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვაშენებთ მომავლის გუნდს, თუმცა დამიჯერეთ ჩვენ კიდევ ერთი ფორვარდი გვჭირდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, თუ რამხელა პროგრესი განიცადეს დი მარიამ, ოზილმა და ხედირამ
– ხალხა შეიძლება ბევრი ისაუბროს იმის შესახებ, თუ რამხელა ფულები იქნა დახარჯული ფლორენტინო პერესის მიერ,თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჩადებული ინვესტიცია უზომოდ დიდ მოგებას მოუტანს გუნდს, თუნდაც რომ ავღნიშნოთ ოზილისა და დი მარიას მაგალითი. მათ გადმოსვლის დღეს ისიც კი არ იცოდნენ რა იყო დიდი ფეხბურთი, დღეს კი გუნდისთვის ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელებად ითვლებიან. თუნდაც ავიღოთ კრიშტიანოს მაგალითი, გუნდს მისი გაყიდვა, რომ სდომოდა უდიდეს ფინანსურ მოგებას ნახავდა.
როგორი იქნება წინასასეზონო მომზადება ?
– მე შტატებში ჩამოვედი, რათა გავაძლიერო გუნდი და გავხადო საუკეთესო. ნამდვილად არ მინდა აქ, რომ ვინმეს 15–0 მოვუგო, მე მსურს შევეჭიდოთ ძლიერ, კონკურენტუნარიან გუნდებს,რათა გავიუმჯობესოთ ფორმა. სწორედ ასეთად მივიჩნევ ''გალაქსის''. მათ უკვე ჩაატარეს 15–16 მატჩი და კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. ასევე ''ჩივას გვადალახარა'' და ''ფილადელფია. ჩვენ ისეთ ფორმაში უნდა შეხვდეთ სეზონის დასაწყისს, როგორშიც ჩვენ ვიყავით წინა სეზონის დასასრულს.
რას იტყვით იმის შესახებ, რომ 1985 წლის შემდეგ პირველადაა გუნდში 3 კანტერას აღზრდილი მეკარე ?
– ისინი არა სამი, არამედ ოთხნი არიან, რაც უნიკალურია. მე არ მეგულება გუნდი სადაც 3 ან 4 მეკარე იყოს მისივე აღზრდილი. ისინი ასევე წარმოადგენენ სამ სხვადასხვა თაობას.
ეს სეზონი მნიშნველოვანი იქნება კანტერასათვის, თქვენ დიდ ყურადღებას უთმობთ მათ, ეს გამოჩნდა როგორც წინა სეზონში, ასევე ახლა წინასასეზონო სამზადისისას
– დიახ ეს ძალიან რთული საკითხია. ჩვენს წინაშე დასმულია ორი საკითხი. მოვახდინოთ ახალი ფეხბურთელების ევოლუცია და ამასთანავე განვავითაროთ კანტერა. ისინი 2 დივიზიონში გადავიდნენ, რაც ძალიან კარგია მათი განვითარებისათვის. მოგეხსენებათ, მატეოსი, ხუანფრანი, სარაბია და ხუან კარლოსი უკვე პირველ დივიზიონში გადავიდნენ.
ისინი უკვე მზად არიან ''ლა ლიგაში'' სათამაშოდ. ხალხი ცდება, როცა ფიქრობს, თითქოსდა ჩვენ ვიშორებთ ამ ფეხბურთელებს. ჩვენ მათ არენდით ვუშვებთ და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დავიბრუნებთ უკვე გამოცდილ დაღვინებულ ფეხბურთელებს. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა. გარდა ამისა ჩვენ ვაწინაურევთ ფეხბურთელებს და ისინი მთავარი გუნდის შემადგენელი ნაწილი ხდებიან. მაგ: მორატა, ნაჩო, ხოსელუ და კასადო მომავალი წლიდან ძირითად გუნდში ითამაშებენ.
შემადგენლობა საკმაოდ ახალგაზრდაა, მათი საშუალო ასაკია 24.8
– დიახ ეს სიმართლეა, მათი შემხედვარე ჩვენც ვახალგაზრდავდებით. ეს ხომ მომავლის გუნდია. ჩვენ გვსურს მოვიგოთ ყველაფერი.
''ჩვენ ვაშენებთ გუნდს, რომელიც 10 წელზეა გათვლილი''  – ჟოზე მოურინიო

რატომ არ მიგიციათ ინტერვიუ ამდენი ხნის განმავლობაში ?

– ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. იმდენი ადამინი საუბრობს ჩემზე,რომ ისინი უკვე ჩემს მაგივრადაც ლაპარაკობენ, ამიტომ საქმის კეთებას ვამჯობინებ ზედმეტ ლაპარაკს
თქვენ ფიქრობთ უკვე ესპანეთის სუპერ თასზე ?
– არა. მე მხოლოდ წინასასეზონო პერიოდი მადარდებს. ხოლო სუპერ თასზე აგვისტოში ვიფიქრებთ. ჩვენ კონცენტრირებული ვართ ვარჯიშზე და თამაშის გაუმჯობესებაზე.

უცნაური ხომ არ არის თქვენთვის 23:00 საათზე თამაში ?
– არა. ჩემთვის მთავაარია თამაში გამოვიდეს კარგი.
მიმდინარე წლის ერთ–ერთი მიზანი იქნება ჩემპიონთა ლიგის მოგება თქვენ კი მოგიწევთ დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე თამაშის გამოტოვება, 28– ში კი მიმგზავრებით ნიონში, უკვე ჩამოყალიბებული ხართ რითი უნდა იმართლოთ თავი ?
– არა ჯერ არა. მე ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს და იმედია გადაწყვეტილებაც სამართლიანი იქნება. თუ ასე არ მოხდა მაშინ ამ მატჩებზე ჩემი შემცვლელი კარანკა იქნება ჩემს მაგივრად და იგი დამოძღვრავს გუნდს.
ვინ გენატრებოდათ ყველაზე მეტად გუდნიდან შვებულების პერიოდში ?
– მე მანოლინი მენატრებოდა(აღჭურვილობის მენეჯერი), მისი ყურება ღიმილს მგვრის.
თქვენი კაპიტანი კასილასი გენატრებოდათ ?
– მე მას ხშირად ვნახულობდი. ამბავი,რომელიც შეთხზეს თითქოსდა მე კაპიტნის გამოცვლას ვაპირებდი დიდი სისულელეა, უბრალოდ ამ ადამინებს საქმე არ ჰქონდა რაზე დაეწერათ. კასილასი ყოველთვის ''რეალის''უცვლელი კაპიტანი იქნება
''ჩვენ ვაშენებთ გუნდს, რომელიც 10 წელზეა გათვლილი''  – ჟოზე მოურინიო
ჩვენ ბევერლი ჰილსზე ვიმყოფებით, ეს არის ადგილი, სადაც ვარსკვლავები ცხოვრობენ. ვისთან შეხვედრას ისურვებდით ?
– ვისურვებდი ალ პაჩინოსთან შეხვედრას.
საკუთარ თავს აიგივებთ მეგა ვარსკვლავებთან ?
– არა, არასდროს.
და ბოლოს, რა იქნება თქვენი მთავარი მიზანი მომდევნო სეზონში ?
– ჩემი მთავარი მიზანი იქნება გულშემატკივრის გულების გახარება. ჩვენ შევძელით ეს გასულ სეზონში, თუმცა წელს მსურს ახალი მწვერვალების დაპყრობა და სრულყოფილი გუნდის შექმნა, სადაც ფეხბურთელები, მწვრთნელები და გულშემატკივრები ერთ მთლიანობად გადაიქცევიან




www.realmadrid.com dle 10.1

  • Neymmar
  • 12 ივლისი 2011
  • 2662
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)