ჩემი გვარია - ბლანკო. მე სამუდამოდ ასეთი დავრჩები.

ამასწინად , რაულზე ვეძებდი რაღაცებს და შემთხვევით წავაწყდი ამ ინტერვიუს, ეს ინტერვიუ ჩაწერილია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ განმეორებით მატჩამდე ( რეალი ბარსელონა ) .. შეიძლება ბევრმა იცით , მაგრამ მაინც ყველა შებრძანდით სრულიად წაკითხვაში და ნახეთ როგორ ისაუბრა რაულმა მადრიდის "რეალზე"


მზე დილიდანვე ანათებს, თითქოს ამ ქალაქის გადაწვა სურს, მაგრამ დღეს, მზეს ეს არ დასჭირდება - ქალაქი თავისით გადაიბუგება - ვნებით.

მადრიდი ამ მატჩზე უკვე რამდენიმე დღე ფიქრობს, მაგრამ დღეს, დაძაბულობა თავის პიკს აღწევს. გულშემატკივრების შეძახილები, უამრავი სკანდალი და მილიონობით ადამიანის ლოდინი, ქმნიან განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელსაც მოიცავს სტადიონი და ყველა ის, ვინც ამ მატჩს ელოდება. მე ვემზადები თამაშისთვის, ვიკრავ თასმებს, ხოლო ფიქრებით უკვე დიდი ხანია სტადიონზე ვარ.

რადიოში ისმის კომენტატორების საუბარი. ისინი განიხილავენ მატჩს. თითოეულ მათგანს თავისი აზრი გააჩნია. არ მსიამოვნებს, როცა რეალის მიმართ, პესიმისტურად საუბრობენ, თუმცა ეს ეხლა არ არის მნიშვნელოვანი. წინ 90 წუთია და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.

მიხარია, რომ გუნდს კარვალიო დაუბრუნდა საოცარია, თუ როგორ მოერგო კარვალიო გუნდს. იმედი მაქვს, დღეს რიკარდო ბოლომდე დაიხარჯება და არავის მისცემს ნებას, რომ კასილასს დაემუქრონ.

შევედი შვილის ოთახში და მას ვაკოცე.. გამოვედი.. ვხვდები, რომ.. უკვე დროა..

სამწუხაროა, რომ გუნდს ვერ დაეხმარება სერხიო. ის “თეთრებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია. - გამოვედი სახლიდან - ამ ბოლო დროს, ვნერვიულობ მის გამო, მატჩების დროს რამოსი ძალზე აღელვებული ჩანს. მთავარია, ემოციებისგან არ გადაიწვას ისე, როგორც გადაიწვა ნათურა ჩემს ეზოში, როცა პატარა ვიყავი, თუმცა სწორედ ამის შემდეგ ვისწავლე დახუჭული თვალებით გოლის გატანა. მიხარია, რომ გასულ წელთან შედარებით სერხიომ გამოასწორა თამაში. ეს გუნდს ძალიან დაეხმარება. “ბლანკოსს” ყოველ წელს ახალი ფეხბურთელი ემატება, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ყალიბდებიან შეუცვლელ ფიგურებად. იმის მიუხედავად, რომ რამოსი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მცველია, იმედი მაქვს ჟოზე სერხიოსაც მოუძებნის ღირსეულ შემცვლელს.
ვფიქრობ იმის შესახებ, თუ როგორ აკლია გუნდს იერო. როცა გუნდს პრობლემები უჩნდება, ყოველთვის მოდის ფიქრები ფერნანდოზე. როგორ ფიქრობთ, იეროს დროს არ გვექმნებოდა პრობლემები? რა თქმა უნდა გვექმნებოდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვიყავით, რადგან მოედანზე ფერნანდო იყო, ესეიგი აუცილებლად მივაღწევდით მიზანს.
ვფიქრობ, იმ ბიჭებზე, რომლებიც დღეს მოედანზე გამოვლენ. ეჭვი მეპარება იმაში, რომ მადრიდისტები ისეთივე ვნებით გულშემატკივრობდნენ მათ, როგორც ეს იყო ჩვენ დროს.

ეს ბიჭები - ჩვენგან ძალიან განსხვავდებიან. ისინი ერთმანეთზე უკეთესნი არიან. ეს კი, შესაძლებელია გუნდს სასიკეთოდ წაადგეს. ისინი იბრძვიან, მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი.

ჩქარი ნაბიჯებით ქუჩას მივყვები და ცენტრს ვუახლოვდები. შეხვედრის ადგილი უცვლელია, ხალხი უკვე საკმაოდ მოგროვდა, თუმცა სტადიონი ჯერ კიდევ ცარიელია. ვგრძნობ, თუ როგორ უახლოვდება მომღერალი და ხმაურიანი გულშემატკივრების ტალღა სტადიონს. მუსიკოსთა კოლონამ რაღაცნაირად ქომაგთა შორის შეღწევა მოახერხა. ისინი ყველას ხელს უშლიან.

ჩვენი ნახევარდაცვა ზოგჯერ, წააგავს აი ამ მუსიკოსებს. ისინი ზოგჯერ ერთმანეთსაც კი უშლიან. - გონებაში გამიელვა ფიქრმა კრიშტიანოზე. თითქოს ის ვერანაირად ვერ ახერხებს კონცენტრირებას მატჩზე, ან შესაძლებელია რონალდო ძალზე აღელვებულია და მას ცოტათი მაინც მოდუნება სჭირდება. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ თამაშობს პორტუგალიელი. სად არის ეს ყველაფერი? ის არ არის სულელი და კარგად იცის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩები, არა მარტო მისთვის, არამედ გუნდისთვისაც. ვფიქრობ, ნელნელა ის მადრიდისტად ყალიბდება. ეს შეუძლებელია მოხდეს, როცა გუნდს ყველაფერი კარგად მისდის. ასეთ რთულ სიტუაციაში კი კრიშტიანო აცნობიერებს ყველაფერს. ის ხდება, რა გუნდის მაისურსაც ატარებს. ნეტავ რონალდომ დღეს გაიტანოს, ან სარგებელი მოიტანოს გუნდისთვის, ისე როგორც მას შეეფერება. როცა კრიშტიანოს თამაში მისდის, ეს ენერგია მთელ გუნდზე გადადის, ფეხბურთელებს თითქოს ფრთები გამოსდით, ასეთ სიტუაციაში მათთვის შეუძლებელი არაფერია.

ყველაზე მეტად ახლა იკერს უჭირს. ვიმედოვნებ, ის გაუმკლავდება ამ პასუხისმგებლობას, ახლა მასზე ძალიან ბევრი რამა არის დამოკიდებული. ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის “რეალის” კაპიტნის სამკლავურს ატარებს, უამრავი "არ შეუძლია" და "უფლება არ აქვს" უნდა გადალახოს, მაგრამ ზოგჯერ, უნდა შეძლო და გაბედო. დღეს, ზუსტად ასეთი შემთხვევაა, ის სჭირდება გუნდს, არა როგორც ბრწყინვალე მეკარე, არამედ როგორც კაპიტანი. ისეთი ადამიანები, როგორიც იკერია, თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს გამარჯვებების მოპოვებაში ხარჯავენ, ან იმაზე ფიქრში, თუ როგორ მიაღწიონ ამას.

ჩვეულებისამებრ მივემართები გასახდელისკენ, მაგრამ უეცრად თავში მოდის რეალობის შეგრძნება - მახსენდება და ვხვდები, რომ დღეს, მე სტადიონზე ვერ გავალ.

ვიღიმი და მჯერა ჩემი გუნდის. როგორც მჯეროდა ყოველთვის. იმის მიუხედავად, რომ შალკეს ლურჯი ფორმა მაცვია. მის ქვეშ იმალება რეალის თეთრი მაისური. ჩემი გვარია - ბლანკო. მე სამუდამოდ ასეთი დავრჩები. dle 10.1

  • CampOO
  • 12 ივლისი 2011
  • 5063
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)