რაფაელ ვარანე

გთავაზობთ მადრიდის "რეალის" ახლაწვეულის - რაფაელ ვარანეს ბიოგრაფიულ ცნობებს...


სრული სახელი - რაფაელ ვარანე

დაბადების თარიღი - 1993 წლის 25 აპრილი

დაბადების ადგილი - ლილი, საფრანგეთი

სიმაღლე - 191 სმ

სათამაშო პოზიცია - ცენტრალური მცველი

ამჟამინდელი კლუბი - მადრიდის "რეალი" (0 მატჩი, 0 გოლი)

ახლაგაზრდული კარიერა - "ჰელემესი" - 2000-2002

"ლენსი" (ასაკობრივი გუნდები) - 2002-2010

"ლენსი" - 2010-2011 (23 მატჩი, 2 გოლი)

საფრანგეთი U18 - 2010-2011 (2 მატჩი, 1 გოლი)

საფრანგეთი U21 - 2011-დღემდე (3 მატჩი, 0 გოლი)



რაფაელ ვარანე დაიბადა 1993 წლის 25 აპრილს ლილში. მისი დედა წარმოშობით მარტნიკუაისიდან არის(კუნძული კარიბის ზღვის აუზში), ხოლო მამამისი ლე მორნე-როჟედანაა. ორივე დასახლება სოფელია. ერთი სიტყვით, ვარანე ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა. 2000 წელს, 7 წლის ასაკში მშობლებმა ის ადგილობრივ კლუბ "ჰელემესში" მიიყვანეს და იქ რაფაელმა ორი წელი დაჰყო. 2002 წელს იგი "ლენსში" გადაიყვანეს და 2010 წლამდე ვარანემ მის ასაკობრივ გუნდებში ითამაშა. ის ჰაზარდთან და კონდოგბიასთან ერთად აღიზარდა, რომლებიც დღეს წამყვანი ფეხბურთელები არიან თავიანთი კლუბისა. 2009 წელს ვარანე 19 წლამდელთა "ლენსის" გუნდში აიყვანეს და თავი ყველას კარგი თამაშით დაამასოვრა. ამან შედეგიც გამოიღო და რაფაელი "ლენსის" პირველ გუნდში გადაიყვანეს.

2010 წლის ოქტმბერში ვარანე "ლენსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟან-გუი ვალემემ მიიწვია პირველ გუნდში სათამაშოდ. მისი დებიუტი 6 ნოემბერს შედგა "მონპელიესთან". მატჩამდე ერთი კვირით ადრე "ლენსის" ძირითადის მცველი ალაედინე იაჰია მძიმედ დაშავდა და მოულოდნელად ვალემემ გადაწყვიტა,რომ ვარანე თავიდანვე ძირითადში ყოფილიყო იაჰიას ნაცვლად. მან სრულად 90 წუთი დაჰყო მოედანზე და შესანიშნავადაც იასპარეზა. "ლენსმა" ის მატჩი 2-0 მოიგო. ამის შემდეგ, მის მსგავსად ვილემემ ორ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი, ჯერ "ლიონთან" და მერე "მარსელთან". 30 ნოემბერს კი ვარანე ისევ ძირითადში დააბრუნა "მეცთან"("ლენსმა" 4-1 იმარჯვა) და მას შემდეგ თითქმის ყველა მატჩში ათამაშებდა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ლენსმა" მწვრთნელი გამოიცვალა და მას ლასზლო ბოლონი ჩაუდგა სათავეში. ეს უკანასკნელიც ბრმად უცხადებდა ნდობას ვარანეს. სწორედ ზამთარში გააფორმა რაფელმა კონტრაქტი "ლენსთან" 2015 წლამდე. 8 მაისს მან პირველი გოლიც გაიტანა "კაენის" კარში. მისმა გოლმა "ლენსი" მარცისგან იხსნა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. შემდეგ გაუტანა "მონაკოსაც". ამ შემთხვევაშიც გაათანაბრა ვარანემ(1-1). 21 მაისს კი "არლესთან" მატჩში ვარანემ თავის გუნდს უკაპიტნა. სამწუხაროდ "ლენსი" 0-1 დარაცხდა.

2011 წლის 22 ივნისს, "ლენსის" პრეზიდენტმა გარვიას მარტელმა განაცხადა,რომ ვარანე "რეალში" გადავიდოდა. 3 დღეში რაფაელი მადრიდში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და 6 წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. მისი ფასი 10 მილიონი ევროა. აღსანიშნავია,რომ ეს ტრანსფერი ზინედინ ზიდანმა "გაჩარხა". იგი მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდებოდა ვარანეს თამაშს.

რაც შეეხბა მის სანაკრებო კარიერას, რაფაელს მხოლოდ საფრანგეთის ასაკობრივ გუნდებში აქვს ნათამაშები და მხოლოდ 5-ჯერ, მან ერთი გოლის გატანაც მოახერხა დანიის კარში ამხანაგურ მატჩში. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)