რატომ ზინედინ ზიდანი?

ფრანგი ლეგენდა სულ ახლახანს მადრიდის "რეალის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა. რა კავშირი აქვს ამას მოუს გეგმებთან?


ზუსტად 5 წლის წინ, შაბათ დღეს, ზინედინ ზიდანმა თავისი ბოლო ოფიციალური მატჩი ჩაატარა ბერლინში. მთელი კარიერის განმავლობაში იგი მედიის ყურადღების ცენტრში იყო სხვადასხვა მიზეზების გამო. ჯერ იყო და 1998 წლის მუნდიალზე ტაფარელს (იმდროინდელი ბრაზილიის მეკარე) შესანიშნავი ორი თავური გაუტანა და საფრანგეთს ისტორიაში პირველად ააღებინა მსოფლიოს თასი, შემდეგ იყო სენსაციური ჩარჩენა ჯგუფში 2002 წელს, ასევე სენსაციური 2006 წლის მუნდიალის ფინალი, რომელიც ზიზუსა და მატერაცის დაპირისპირებად იქცა. იყო ბრწყინვალე კარიერა ჯერ "ბებერ ქალბატონში", ხოლო შემდეგ უბრწყინვალესი - მადრიდის "რეალში".

ახლა კი - 2011 წელს იგი მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორია. ზიდანმა "რეალში" 5 სეზონი გაატარა და გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული მოიპოვა. ამან შედეგი გამოიღო და მის ამ თანამდებობაზე დანიშვნამ არანაირი აჟიოტაჟი არ გამოიწვია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გაჩნდა ბევრი კითხვა, უფრო სწორად ვალდანოს შეცვლასთან.

მას შემდეგ,რაც ზინედინ ზიდანს კითხვა დაუსვეს, თუ რა ევალებოდა მას დაკავებულ თანამდებობაზე, მან შემდეგი პასუხი გასცა: "ვნახოთ, ჩვენ ამას ორშაბათს ვნახავთ". ეს პასუხი მითქმა-მოთქმას არ გამოიწვევდა,რომ არა ფაქტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. ხორხე ვალდანო პერესმა თანამდებობიდან დაითხოვა(მიზეზად მოუს საქმეებში ჩარევა დასახელდა) და თითქმის ერთი თვის განმავლობაში პოსტს ოფიციალურად არავინ იკავებდა("მოვალეობებს" ფორმალურად მიგელ პარდესა ასრულებდა). ამ დროს გამოჩნდა მოუ და სწორედ მან შეითავსა სპორტული დირექტორის პოსტი და უნდა აღინიშნოს,რომ შესანიშნავადაც გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოიყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელები, აგვარებდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის აკვირდებოდა კანტერის მუშაობას. ამის შემდგომ გაჩნდა კითხვა - ზიდანის მოსვლის შემდეგ გააგრძელებს იგივე საქმიანობას მოუ და იქნება თუ არა ზიდანი მისი გეგმის შემადგენელი ნაწილი, თუ ფრანგი ვალდანოს გზას დაადგება?

ზემოთ დასმულ კითხვაზე თავად ზიდანმა გასცა პასუხი: "აქ მოურინიო იღებს გადაწყვეტილებებს. რასაც ის იტყვის, იმას აკეთებს პერესი და ყველა." აქვე ისევ გაიმეორა:"ჯერ არ ვიცი მე რა დამევალება." ეს ყოველივე კი იმაზე მეტყველებს,რომ მოუს ზიდანის მოსვლით უფლებები არ შეეზღუდება.

აქ მოხდა კიდევ ერთი ფაქტი. რაფაელ ვარანე - ეს 18 წლის ფრანგი ფეხბურთელი სწორედ ზიდანის უშუალო ჩარევით მოხვდა "რეალში". ეს მაშინ მოხდა,როცა მიგელ პარდესა "ვითომ" სპორტული დირექტორი იყო. ზიზუ ამ ფეხბურთელს თავად აკვირდებოდა და ტრანსფერის ყველა საკითხი თავად მოაგვარა,როცა ეს პარდესას ევალებოდა. ეს იმაზე მეტყველებდა,რომ იგი მზადდებოდა "რეალის" სპორტული დირექტორის პოსტისთვის.

რაკი ვალდანო თანამდებობიდან მოიხსნა და ზიდანი ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად დასახელდა ამ პოსტისთვის, ჟოზე მოურინიომ გუნდში რადიკალური ცვლილებები განახორციელა. ამ ხნის განმავლობაში თვითონ მიიღო ყველა მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი გადაწყვეტილება. ამის შედეგად შეიძლება გამოვტანოთ დასკვნა,რომ პორტუგალიელი "რეალის" მწვრთნელი კი არა, არამედ "რეალის" მენეჯერია, ზიდანი კი იქნება სპორტული დირექტორი მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

როცა მოურინიო "რეალში" მოვიდა, მას დაუსვეს კითხვა, შეითავსებდა თუ არა სპორტული დირექტორის თანამდებობას, მან კი შემდეგნაირი პასუხი გასცა დასმულ კითხვას:"მე "ინტერში" ბრანკასთან("ინტერის" სპორტული დირექტორი) ერთად ვმუშაობდი და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა". ამ ფრაზიდან ყველამ სხვადსხვაგვარი აზრი გამოიტანა, მაგრამ ფაქტია, რომ ურთიერთობები ვალდანოსთან ვერ ააწყო. როგორც ჩანს, მსგავსი რამ ზიდანსა და მოუს შორის არ მოხდება. ამაზე ისიც მეტყველებს,რომ თითქმის ყველა სერიოზული მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მოუ ზიზსუთან ერთად დადიოდა და მათი გადაწყვეტილებები სულ ემთხვეოდა ხოლმე.

როგორც საფეხბურთო ექსპერტების კომენტარებიდან ირკვევა, ზიდანს არამარტო დირექტორის ფუნქცია ეკისრება, არამედ იგი იქნება კლუბის სახე. მოგეხსენაბათ, იგი მთლიანად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდაა და ამავე სამყაროში სიტყვა ეთქმის. ამას ჟოზეც ადასტურებს: "ზიდანი არის ფეხბურთისა და "რეალის" ლეგენდა, ის არის დამაკავშირებელი ხიდი "რეალსა" და საფეხბურთო სამყაროს შორის. ამით კი ის ბედნიერია."

როგორც ზემოთ ვახსენე, ზიდანი უკვე თვეების წინ მოიაზრებოდა მომავალ სპორტულ დირექტორად. ეს ტრანსფერების პოლიტიკაზეც აისახა. "რეალმა" არა მსოფლიო დონის ვარსკვლავებზე, არამედ ახლაგზრდა და პერსპექტიულ ტალანტებზე დაიწყო დაკვირვება სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში. ახლაგზრდა ფეხბურთელი, რომელიც ხორხემ "რეალში" მოიყვნა - პედრო ლეონია, რომელშიც იგი სასტიკად შეცდა. ამიტომ, ვალდანო ახლაგაზრდებზე დაკვირვებას აღარ აწარმოებდა. ამ შემთხვევაში ზიზუმ თავის თავზე აიღო ეს მოვალეობა.

ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი და ყველა ის გარემოება,რომელიც უძღოდა მის სპორტულ დირექტორად დანიშვნას, მეტყველებს იმაზე, რომ ვალდანოსგან განსხვავებით, ზიდანს სხვა მოვალეობები დაეკისრება და იგი ჟოზე მოურინიოს უშუალო ხელქვეითი იქნება.


მომზადებულია ბენ ჰაივარდის სტატიაზე დაყრდნობით...
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)