ნეიმარს აგენტმა "რეალსა" და "სანტოსს" შორის გარიგება უკვე შედგაო

როგორც ნეიმარის აგენტი, ვაგნერ რიბეირო იტყობინება, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ "სანტოსთან" მისი კლიენტის ფასთან დაკავშირებული საკითხები უკვე მოაგვარა...


"ნეიმარს უნდა გაეკეთებინა არჩევანი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის. და მან არჩევანი უკვე გააკეთა. "სანტოსის" პრეზიდენტი ჟუნიორს უკვე ესაუბრა და მას საკითხი დაუსვა - ანუ უნდა წასულიყო ან უნდა დარჩენილიყო. მინდა გითხრათ,რომ ეკონომიკური საკითხები უკვე მოგვარებულია "რეალსა" და "სანტოსს" შორის. მე ვესაუბრე "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას და ისინი მზად არიან გადაიხადონ 45 მილიონი. ამ შემთხვევაში, "სანტოსი" ნეიმარს უპრობლემოდ დათმობს. ასევე მინდა დავამატო,რომ "ბარსელონა" უფრო სარფიან გარიგებას სთავაზობდა "სანტოსის" ხელმძღვანელობას. ისინი მზად იყვნენ ნეიმარი 45 მილიონად შეეძინათ და 1 წლით დაეტოვებინათ კლუბში. ცხადია ეს თავად ფეხბურთელსაც სურდა, მაგრამ საბოლოოდ უარი განაცხადა." - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი, ვაგნერ რიბეირო. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)