მადრიდს ჰაიტის პრეზიდენტი სტუმრობს

ჰაიტის პრეზიდენტი, მიშელ მარტელი მადრიდში იმყოფება. ის უკვე შეხვდა ფლორენტინო პერესს...


როგორც მოგეხსენაბათ, 18 თვის წინ ჰაიტში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის შედეგადაც მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ისედაც დუხჭირი ჰაიტი მთლად გაღარიბდა. მათ დასახმარებლად მთელი მსოფლიო დაირაზმა. სხვებს არ ჩამორჩა მადრიდის "რეალის" ფონდი. მათი თაოსნობით მადრიდში უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე საქველმოქმედო ვახშამი, კონცერტი და ესა თუ ის აქცია ჩატარდა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხა მთლიანად ირიცხებოდა ჰაიტელთა დახმარების ფონდში.

დღეს მადრიდში ჰაიტის პრეზიდენტი, მიშელ მარტელი ჩავიდა და "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა და პირადად გადაუხადა მას მადლობა. მათი შეხვედრა "ბერნაბეუზე" მოხდა. გარდა პერესისა და მარტელისა, მათთან ერთად იყვნენ ფონდის ვიცე პრეზიდენტი ენრიკე სანჩესი და ჰაიტის ელჩი ესპანეთში იოლეტე აზორჩარლესი. ფლორენტინოს კაბინეტიდან გამოსულებმა თასების მუზეუმში გადაინაცვლეს. მარტელმა პერესისგან საჩუქარიც მიიღო - მადრიდის "რეალის" მაისური მისი სახელით.

"მე მინდა გიამბოთ ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ. მოხვდე ისეთ სტადიონზე, რომელსაც მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით ადევნებდი თვალს და ოცნებობდი იქ მოხვედრაზე - ეს უკვე სიამაყის მომგვრელია. "რეალი" არამარტო მადრიდს, არამედ მთელ მსოფლიოს ეკუთვნის. აქ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მე აღფრთოვანებული დავრჩი გუნდითაც და ფონდითაც. ასევე მინდა გიამბოთ "რეალის" აქტიურობაზე ჩვენს დასახმარებლად წამოწყებულ კამპანიაში. "ბლანკოსი" აქტიურადაა ჩართული ამ კეთილ საქმეში. თქვენ იცით,რომ აქ რამდენიმე დღის წინათ საქველმოქმედო ვახშამიც მოეწყო. ეს ძალიან კარგია, მით უფრო,რომ ყოველივე ეს ჰაიტელ ხალხს რწმენას მატებს. ხალხს ეძლევა იმედი,რომ მომავალში სკოლაში გაუშვებენ ბავშვებს და უკეთესი მომავალი ექნებათ. მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო როგორც მადრიდელ ხალხს, ასევე ფონდის თითოეულ წევრს. ჰაიტელი ხალხი ამ სიკეთეს არასდროს დაივიწყებს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)