დონოვანი:"ჩვენ ერთ-ერთ უდიდეს კლუბს დავუპირისპირდებით"

როგორც მოგეხსენაბათ, მადრიდის "რეალი" სულ მალე ტურნეს გამართავს შტატებში, სადაც დაუპირისპირდება ამერიკულ კლუბებს. მათ შორისაა "ლოს ანჯელეს გალაქსი".ამასთან დაკავშირებით "გალაქტიკოსების" ლიდერმა, ლანდონ დონოვანმა მცირე კომენტარი გააკეთა...


"ჩვენთვის წინასასეზონო მომზადება იქნება მშვენიერი,რადგან დავუპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კლუბს - მადრიდის "რეალს". ჩვენ შარშანაც გვქონდა მათთან შეხვედრა. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ იმ მატჩისგან, ვთამაშობდით ყოველგვარი წნეხის გარეშე." - განაცხადა დონოვანმა.

დონოვნმა კარიერა 2001 წელს ლევერკუზენის "ბაიერში" დაიწყო. პირველივე სეზონში მან 7 გოლი გაიტანა,ხოლო 10 გაატანინა. ლენდონი ამერიკული ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი 5-ჯერ დასახელდა "მლს"-ს საუკეთესო ფეხბურთელებში, ხოლო 3-ჯერ "გალაქსის" საუკეთესო ფეხბურთელად.

2002, 2005 და 2007 წლებში დონოვანმა "კონკაკაფის" მოგება შეძლო აშშ-ს ეროვნულ ნაკრებთან ერთად. 2010 წლის მუნდიალზე კი ფიფას ვერსიით მუნდიალის თერთმეტეულში მოხვდა. მან 4 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. იგი მისი გუნდის ბომბარდირი გახდა,ხოლო აღნიშნულ მუნდიალზე ამ მხრივ მეცხრე იყო.

realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)