"ევროლიგის" კენჭისყრა

გუშინ ბარსელონაში გაირკვა მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდის მეტოქეები 2011-2012 წლების "ევროლიგის" გათამაშებაში...


მადრიდელები "ცე" ჯგუფში მოხვდნენ და მათ შემდეგი მოწინააღმდეგები ეყოლებათ: თელავივის "მაკაბი"(ისრაელი), ბელგრადის "პარტიზანი"(სერბეთი), ანანდოლუს "ეფესი" (თურქეთი), "არმანი ჯინს მილანი"(იტალია) და კიდევ დაემატება 1 გუნდი საკვალიპიკაციო ეტაპიდან. ჯგუფში მოსახვედრად იბრძოლებენ: "ასველ ლიონ ვილურბანე", "გრაველინესი", "ლიეტუვოს რიტასი", "ბუდუკნოსტი", "პაოკი", "გალათასარაი", "ციბონა" და "ჩოლეტ ბასკეთი".

მადრიდელები პირველ შეხვედრას 19 ან 20 ოქტომბერს გამართავენ სტუმრად საკვალიპიკაციო ეტაპიდან გასულ გუნდთან. ბოლო შეხვედრაც გავლითი ექნებათ თურქეთში "ეფესთან" 21 ან 22 დეკემბერს.

"ევროლიგის" კენჭისყრა


კენჭისყრის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა,პაბლო ლასომ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესი ამოცანა იქნება ჯგუფიდან გასვლა, რადგან თანაბარი ძალის გუნდები არიან. ჩვენ გაგვიჭირდება ყველა მათგანთან თამაში, განსაკუთრებით "არმანი ჯინს მილანთან". როგორც ჩანს, სხვა ჯგუფებთან შედარებით, ჩვენი ყველაზე ძლიერია. "პარტიზანი", "მაკაბი" და "ეფესი" - ეს კლუბები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. ყველა გუნდი მაქსიმალურად ეცდება,რომ პლეიოფს მიაღწიოს. ანალოგიურს გავაკეთებთ ჩენც. პირველივე მატჩიდანვე შევუდგებით თავდაუზოგავ მუშაობას და შედეგსაც მივაღწევთ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)