რეალის წარმომადგენლები ბრაზილიაში გაემგზავრნენ

სამეფო კლუბის დელეგაცია, ვიცე-პრეზიდენტ ფერნანდო ფერნანდესის ხელმძღვანელობით ბრაზილიაში გაემგზავრა. მათი მთავარი მიზანია სანტოსის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ნეიმარის კონტრაქტის განხილვა. გამომცემლობა AS-ის ინფორმაციით, თეთრებმა 45 მილიონი ევრო გადადეს ფეხბურთელის შესაძენად, თავად ფორვარდს კი წელიწადში 5 მილიონ ევროს პირდებიან ხელფასის სახით.


ესპანური ჟურნალი გვატყობინებს, რომ ბლანკოსის ოფიციალური პირები უკვე შეხვდნენ თავდამსხმელის აგენტ ვაგნერ რიბერიოს, რომელთანაც ნეიმარის ტრანსფერის პირობები გნიხილეს. მართალია სანტოსი აცხადებს, რომ ფეხბურთელი არ იყიდება, მაგრამ მეფეებს ნეიმარის შეძენა ევროპული სეზონის დაწყებამდე სურთ, ამიტომ ყველა დეტალის შეთანხმება უკვე დაიწყეს.

რიბერიომ განაცხადა, რომ მისი კლიენტისადმი ევროპული გრანდების ინტერესი გასაკვირი არ არის, თუმცა არ აპირებს რეალის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განხილული საკითხების შესახებ საუბარს. მადრიდის რეალს ეხმარება კლუბის ყოფილი ფეხბურთელი - რონალდოც, რომელიც სპორტული სააგენტო "9ine"-ის პრეზიდენტია. ფენომენი ახალგაზრდა ფორვარდის მეგობარი და მრჩეველია, ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნეიმარის შემდეგი კლუბი ბლანკოსი იქნება.

ფეხბურთელის მამა კი აცხადებს, რომ მის შვილს სურს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა, ამიტომ მისი სხვა გუნდში გადასვლა ძალიან რთული და დროში გაწელილ პროცესთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა თეთრები არ ეშვებიან ახალგაზრდა ვუნდერკინდს და მის შეძენას გამალებით ცდილობენ. dle 10.1

  • SunSay
  • 6 ივლისი 2011
  • 2780
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)