კოენტრაო:"ბავშვობაში წარმოვიდგენდი, თითქოს "რეალში" ვთამაშობდი"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა Realmadrid.com-სა და RealmadridTV -სთან ინტერვიუ ჩაწერა...


შენ ყოველთვის აღნიშნავდი იმას, რომ "რეალში" გინდოდა თამაში. ეს იმას ნიშნავს,რომ შენ ოცნება აიხდინე.

დიახ,ეს სიმართლეა. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს "რეალში" თამაშზე. მე ეს ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა,როცა ბავში ვიყავი. ეს იყო ჩემი ოცნება,რომელიც ახლა ამიხდა. მე იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრების ნდობას მოვიპოვებ და მე მათ დავუმტკიცებ,რომ აქ სათამაშოდ სრულიად მზად ვარ.

რა შედის კონტრაქტის პირობებში

სიამრთლე გითხრათ, ამაზე საერთოდაც არ მიფიქრია,რადგან ძალიან ვნერვიულობდი. იყო პრეზიდენტთან ერთად და კონტრაქტს აწერდე ხელს - ეს ოცნების ახდენაა.

ხარ თუ არა აღფრთოვანებული იმით,რომ მოურინიოსთან ერთად იწყებ მუშაობას?

რა თქმა უნდა კი. იგი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და ეს ოფიციალურადაცაა დადასტურებული. მე სიამაყეს მგვრის ის ფაქტი,რომ მეძლევა შანსი ვიმუშავო მასთან ერთად.

გუნდში დიდი კონკურენცია და შენც მოგიწევს ამ ამბებში ჩართვა. ეს ერთმხრივ კარგია, ამ დროს ფეხბურთელი ვითარდება...

ეს ძალიან კარგია, განსაკუთრებით მადრიდის "რეალში". გყავდეს კონკურენტად ისეთი მაღალი დონის მოთამაშე,როგორიც მარსელოა, ძალიან კარგია. მე თავდაუზოგავად ვიშრომებ,რომ ვითამაშო, ანალოგიურს გააკეთებს ისიც. ალბათ ჩვენი კონკურენცია ყოველ კვირაში შედგება და წესით ეს გუნდს სასიკეთოდ უნდა წაადგეს.

შენ გაეცანი "ლა ლიგას", როცა "სარაგოსაში" ასპარეზობდი. რას იტყვი ამაზე?

ეს არის ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი. აქ ბევრი სოლიდური გუნდია. ერთი სული მაქვს,როდის ვითამაშებ "რეალის" მაისურით და მოვიგებ მატჩს კლუბთან ერთად,რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში.

აქ რამდენიმე პორტუგალიელი ფეხბურთელია,რომელნიც ნაკრებში თამაშობენ და ალბათ ადაპტაციის გავლა არ უნდა გაგიჭირდეს.

დიახ, მე მჯერა,რომ მათ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლიათ. ძალზედ წამადგება ის ფაქტი,რომ აქ მეგობრები მყავს, ისინი ბევრ რამეში დამეხმარებიან.მე ახლა ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. "ბენფიკაც" მნიშვნელოვანი კლუბია ჩემთვის, მაგრამ მას თავისი ადგილი უკავია.

ვისთან ერთად თამაში იქნება შენთვის აღმაფრთოვანებელი?

მე აღფრთოვანებული დავრჩები ნებისმიერ ფეხბურთელთან ერთად თამაშით. გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან და მე მინდა,რომ მოედანზე მათთან ერთად ვითამაშო.

რისი მოტანა შეგიძლია "რეალისთვის"?

მე მივიჩნევ თავს ისეთ ფეხბურთელად,რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს. მე ვეცდები ყველაფერი გავაკეთო ჩემი გუნდის დასახმარებლად. ეს არის ჩემი საუკეთესო მხარე, შემიძლია სირბილი და გოლის გატანაც...

შენ სხვა გუნდებიდანაც გქონდა შემოთავაზება. რატომ აირჩიეთ "რეალი"?

მე ბევრი შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ მე ან "რეალში" წავიდოდი, ანდა "ბენფიკაში" დავრჩებოდი. მე არ მსურდა კლუბი დამტეოვებინა რომელიმე სხვა გუნდის გამო.

რა არის შენი ოცნება ამ სეზონში?

მინდა მოვიგო ყველა ჩემპიონატი, რომელშიც კი ვიასპარეზებთ.


realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)