კოენტრაო "რეალის" ფეხბურთელია

ფაბიო კოენტრაო მადრიდის "რეალის" მეხუთე შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე. მან ყურადღება თავისი კარგი თამაშით მიიქცია "ბენფიკასა" და პორტუგალიის ნაკრებში. მარცხენა ფლანგის მცველი ნაყოფიერად მოქმედებს ნახევარდაცვასა და თავდასხმაში. აქვს შესანიშნავი დარტყმა, დრიბლინგი და მოედნის ხედვა...


ფაბიო ალექსანდრე სილვა კოენტრაო დაიბადა 1988 წლის 11 მარტს ვილა დე კონდეში. პირველი სერიოზული გუნდი, სადაც მან ითამაშა იყო "რიო ავე". მისი დებიუტი პირველ დივიზიონში ჯერ კიდევ მაშინ შედგა,როცა ის 16 წლის იყო. მისმა ბრწყინვალე თამაშმა "ბენფიკას" ყურადღება მიიქცია. 2007 წელს ფაბიო დედაქალაქელთა გუნდში ჩაირიცხა. ამ ხნის განმავლობაში ფაბიო სამჯერ იყო განათხოვრებული იჯარით, ჯერ "ნასიონალში"(16 მატჩი, 4 გოლი), შემდეგ "სარაგოსაში"(1 მატჩი, 0 გოლი),ხოლო ბოლოს მშობლიურ "რიო ავეში"(16 მატჩი, 3 გოლი).

2009 წელს ფაბიო "ბენფიკაში" დაბრუნდა და პირველივე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო უკანასკნელ სეზონში პორტუგალიის თასი აღმართა. კოენტრაოს სულ "ბენფიკას" მაისურით 52 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი აქვს გატანილი.

2005 წლიდან მოყოლებული კოენტრაო პორტუგალიის ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. მისი ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2009 წელს შედგა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან. მას ჯერ მხოლოდ 15 მატჩი აქვს ჩატარებული. ფაბიო 2010 წლის მუნდიალზეც იმყოფებოდა.

ინდივიდუალური ტიტულები:

მეორე დივიზიონის წლის საუკეთესო განაპირა მცველი - 2006-2007

პორტუგალიის საუკეთესო განაპირა მცველი - 2009-2010

"ბენფიკას" საუკეთესო განაპირა მცველი - 2009

პორტუგალიის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2009 წლის ოქტომბერი, 2010 წლის მარტი, აპრილი და სექტემბერი.

"მადეირას" თასის საუკეთესო ფეხბურთელი - 2007



realmadrid.com

wikipedia.org
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)