წინასასეზონო მზადება სულ ცოტა ხანში აიღებს სტარტს

მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ფეხბურთელები ამჟამად შვებულებაში იმყოფებიან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, ეს მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებებთან ერთად კოპა ამერიკის მოგებას ცდილობენ. ჟოზე მოურინიო სულ რაღაც 10 დღეში წინასასეზონო მზადებას შეუდგება, "ბლანკოსს" მომავალი წლისთვის სერიოზული გეგმები აქვს...


პირველ გასვლით შეხვედრას "რეალი" გერმანიაში, დედაქალაქურ "ჰერტასთან" გამართავს, რომელიც გერმანიის მეორე დივიზიონშია დაქვეითებული, არადა არც ისე დიდი ხნის წინ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოდა. გერმანელი გულშემატკივარი სამეფო კლუბს დიდი აჟიოტაჟით დახვდება. ამხანაგურ შეხვედრას ორ დედაქალაქურ კლუბს შორის 74,500 ადამიანი დაესწრება, "ჰერტას" სტადიონის ყველა ბილეთი გაყიდულია.

"გერმანიის ჩემპიონატის პირველი შეხვედრის დროს 15,000 ბილეთზე მეტი არ იყიდება, ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, ჩვენ გვიხარია, რომ "ბლანკოსთან" შეხვედრის წინ დედაქალაქში ასეთი მზადებაა, ფანებს სურთ მადრიდის "რეალის" ღირსეულად მიღება, ის დღე ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იქნება" - განაცხადა ბერლინური გუნდის გენერალურმა მენეჯერმა."

23 ივლისს მადრიდული გრანდი "ფილადელფია უნიონს" დაუპირისპირდება, შეხვედრა "ლინკოლნ არენაზე" შედგება, მზადება უკვე დაწყებულია, მასპინძლებს სურთ, რომ "თეთრები" ძალიან თბილად და ორგანიზებულად მიიღონ. სმოლენსკის განცხადებით სამეფო კლუბი სულ სხვა განზომილებაა და მათი სტუმრობა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი პატივია, ასევე იგი შეეხო რიკარდო კაკას, რომელსაც ნამდვილი გენიოსი უწოდა.

"ჩვენ საქმე მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდთან გვაქვს, რომელშიც მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი ირიცხებოდა და ახლაც ასპარეზობს, რად ღირს იმ გვარების ჩამოთვლა მხოლოდ ახლა ვინც არის გუნდში.იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, რიკარდო კარვალიო, მესუთ ოზილი, კრიშტიანო რონალდო, კარიმ ბენზემა, რიკარდო კაკა, ხაბი ალონსო და კიდევ ბევრი სხვა, ამას ემატება მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც მუდმივად გვაოცებს" - აცხადებს ნიკ საკიევიჩი.

"მადრიდის რეალი - ეს არის კლუბი, რომელიც ყოველთვის შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს, რადგან აქ ყოველთვის მაღალი დონის მოთამაშეები ირიცხებოდნენ, გუნდის ტიტულები ყველაფერზე მეტყველებს, ჩვენ 30 ივლისს საფეხბურთო ზეიმი გველის" - აცხადებს "ლესტერ სიტის" ოფიციალური ვებ-გვერდი. dle 10.1

  • Hala
  • 4 ივლისი 2011
  • 2339
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)