მორიენტესი: ურთულესი მეტოქე გვყავს

ფერნანდო მორიენტესმა განაცხადა, რომ მადრიდის რეალის სახით მარსელის ოლიმპიკს ურთულესი მეტოქე ჰყავს და ,,ბლანკოსსთან” 1 ქულის აღებაც კი ძალიან კარგი შედეგი იქნება ფრანგული კლუბისთვის...


,,რეალი ძალიან ძლიერი გუნდია, ამ ზაფხულს ეს კლუბი გაცილებით გაძლიერდა, მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან რონალდო, კაკა და რაული. უბრალოდ ამ ტრიოს გვარებს , რომ გაიგებთ მიხვდებით რაოდენ ძლიერი გუნდი ჰყავს ესპანეთის დედაქალაქს, მე რეალი ძალიან მიყვარს და მათ წინააღმდეგ თამაში არასდროს მსიამოვნებს, ვინაიდან სწორედ ამ გუნდმა ჩამომაყალიბა ფეხბურთელად და მომგვარა უდიდესი სიხარული”.

,,არც ისე იოლ ჯგუფში მოვხვდით, ციურიხი, რეალი, მილანი. სამივე ანგარიშგასაწევი ძალაა, ძალიან სამწუხაროა, რომ იტალიელებთან წავაგეთ, ჩვენ უბრალოდ ბედმა არ გაგვიღიმა, შევქმენით უამრავი მომენტი მაგრამ ვერ შევძელით გოლის გატანა, საპასუხოდ კი ფილიპო ინძაგის მეორე გოლიც მივიღეთ. იმედი არცერთ ფეხბურთელს არ დაუკარგავს, ჩვენ იმედი გვაქვს იმისა, რომ გავუწევთ კონკურენციას მილანელებს, რაც შეეხება რეალს, აქ უკვე ძალიან გაგვიჭირდება, თუ მოვახერხებთ 1/8 ფინალში გასვლას, ეს იქნება უდიდესი წარმატება” - განაცხადა ფერნანდომ. dle 10.1

  • Hala
  • 22 სექტემბერი 2009
  • 2167
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)