11 ივლისს კოენტრაო ვალდებებასზე

მოურინიო უკვე მეორე სეზონია ცდილობს კოენტრაოს შეძენას, მაგრამ ბენფიკა დიდ წინააღმდეგობას უწევს. თავად ფეხბურთელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მადრიდის რეალში გადაბარგება სურს. გამომცემლობა მარკა 1 კვირის წინ გვარწმუნებდა, რომ ფაბიო 1 ივლისს რეალის ფეხბურთელი გახდებოდა, ახლა ესპანურმა ჟურნალმა გამოაცხადა, რომ 11 ივლისს კოენტრაო სხვა მადრიდისტებთან ერთად შეიკრიბება ვალდებებასზე და მოირგებს თეთრ მაისურს.


მცველი სამეფო კლუბში თამაშზე ნამდვილად ოცნებობს და ყოველ დღე ელოდება ზარს, რომელიც მას სანუკვრი სურვილის ასრულებას ამცნობს, მაგრამ მანამდე რამდენიმე პრობლემა არის გადასაჭრელი. პირველ რიგში თეთრებმა უნდა გაუშვან ის ფეხბურთელები, რომლების გუნდს აღარ სჭირდება. აგრეთვე დედაქალაქელებმა უნდა შეათანხმონ ყველა დეტალი ბენფიკასთან, რათა საბოლოოდ დასრულდეს კოენტრაოს ტრანსფერი. მოურინიო კი ამ საქმეში, ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. მის სურვილზეა დამოკიდებული ყველაფერი. ახლა მთავარი მწვრთნელი შვებულებაშია და ოჯახთან ერთად ისვენებს. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ განსაკუთრებულის დაბრუნებისთანვე ფაბიო მადრიდში ამოყოფს თავს.

13 დღეში კოენტრაო ბენფიკასთან ერთად უნდა გაემგზავროს შვედეთში, ნიონთან მდებარე სოფელში, სადაც მოემზადებიან შემდეგი სეზონისათვის. ამ სატრანსფერო ფანჯარაზე რეალი აუცილებლად შეიძენს პორტუგალიელ მცველს, უბრალოდ მის ინტერესებში შედის გუნდს რაც შეიძლება მალე შეუერთდეს და სწორედ მადრიდულ გიგანტთან ერთად გაიაროს შეკრება აშშ-ში, რათა უფრო კარგად მოერგოს გუნდს და სეზონის დასაწყისში თავი კომფორტულად იგრძნოს.

გუშინ, რამდენიმე პორტუგალიურ ჟურნალში დაიწერა, რომ კოენტრაომ და ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა ერთმანეთთან იკამათეს, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურს. Correio da Manha-ს თუ დავუჯერებთ, ურთიერთობა ფაბიოსა და ხორხე ხესუს შორის ბოლო ვარჯიშზე დაიძაბა.

კოენტრაოს იმედი აქვს, მოურინიო ამ კვირაში ყველაფერს მოაგვარებს და იგი შეუერთდება სამეფო კლუბს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მდგომარეობა ბენფიკაში მწვრთნელთან პრობლემების გამო, საგრძნობლად შეიცვლება. dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2011
  • 2131
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (31)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)