პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი

მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდს ახალი მწვრთნელი დაენიშნა. პაბლო ლასომ კონტრაქტს ხელი მოაწერა. ამ სტატიაში გთავაზობთ ვეტერანი კალათბურთელების კომენტარებს, ასევე ლასოს განცხადებასაც, კონტრაქტის ნიუანსებსა და მცირე ბიოგრაფიულ ცნობებს...


მაშ ასე, როგორც ზემოთ ვახსენე, გუშინ მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდს ოფიციალურად დაენიშნა ახალი მწვრთნელი, პაბლო ლასო. პრეზენტაციამდე "რეალის" ვეტერნაბემა და ლეგენდარულმა კალათბურთელებმა შეხვედრა მოაწყვეს, სადაც მათ კომენტარები გააკეთეს ახალ მწვრთნელზე:

პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი


ჩეჩუ ბირიუკოვი:

"დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებას მიაღწევს აქ. შეიძლება ის არ არის ისეთი გამოცდილი, როგორიც სხვა მწვრთნელები არიან ესპანეთში,მაგრამ ახლაგაზრდა მწვრთნელებსაც უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის შანსი. ის აბსოლუტურად მზადაა, გაწვრთნას "რეალი". დიდი სურვილი მაქვს გუნდი ისეთ სტილში ათამაშოს, როგორსაც "რეალი" მისი ასპარეზობის დროს თამაშობდა. სწორედ ასეთი ფილოსოფიაა საჭირო. ასევე აუცილებელი გუნდში კრეატიულობა და სისწრაფე. გუნდში უამრავი ტალანტია,უბრალოდ მათ ორგანიზება ჭირდებათ. ლასოს სადაც უმუშავნია, ყველგან ორგანიზებულად უძღვებოდა გუნდს და აქაც ასე გაგრძელდება."

პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი


ვისენტე პანიაგუა:

"ლასო აბსოლუტურად მზადაა "რეალის" გასაწვრთნელად. მას აქვს ის უპირატესობა,რომ მას წარსულში ნათამაშები აქვს ამ კლუბში. ჩვენ შესანიშნავი კალათბურთელები გვყავს და მათგან ძალიან კარგი გუნდის გაკეთება შეიძლება.ახლა კლუბის წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალურ დონეზე. წარმატებაც მაშინ მოვა, თუკი ლასო "რეალის" მწვრთნელი იქნება. გულშემატკივარი გუნდს ყოველთვის დაუჭერს მხარს, თუ ისინი კარგად გაირჯებიან."

პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი


ვისენტე რამოსი:

"მე მჯერა,რომ ეს დიდებული კონტრაქტია,რადგან ლასო ახალგაზრდაა, აქვს ნათამაშები "რეალში" და იცის კლუბის ფილოსოფია. გულშემატკივრები და კლუბი უნდა გაერთიანდეს და გვერდში უნდა დადგნენ მას, რათა შეიქმნას ახალი ერა "რეალის" ისტორიაში. მე ყოველთვის ვადევნებდი ჯერ ლასოს თამაშს და შემდეგ მის გაწვრთნილი გუნდების თამაშს და მინდა ვთქვა,რომ მან აქ მოხვედრა დაიმსახურა. იგი გუნდის ხერხემალი გახდება."

პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი


კლიფორდ ლუიკი:

"ლასომ უკვე აჩვენა მისი პროფესიონალიზმი, აჩენა ის თუ როგორი კარგი მწვრთნელი და ტაქტიკოსია. იგი სრულად აკმაყოფილებს კლუბის მოთხოვნებს. მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და წარმატებებს ვუსურვებ. ბოლო წლებში "რეალი" ვეღარ აღწევს სასურველ შედეგს, მაგრამ ახლა მას სათავაშეი ლასო უდგას და მჯერა,რომ ის ამას გააკეთებს."

პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი



29 ივნისს, მადრიდის დროით 18:00 საათზე "ბერნაბეუს" საკონფერენციო დარბაზში პაბლო ლასომ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეხვედრას დირექტორთა საბჭო სრული შემადგენლობით ესწრებოდა: გენერალური დირექტორი - ხუან კარლოს სანჩეს ლაზარო, საპატიო პრეზიდენტი - ემილიანო როდრიგესი, ტექნიკური დირექტორი - ალბერტო ჰერეროსი, ტექნიკური მრჩეველი - კლიფორდ ლუიკი და საბჭოს წევრი - გუმერსინდო სანტამარია.

პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი


კონტრაქტის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა მუზეუმში გადაინაცვლეს, თასები და ჯილდოები დაათვალიერეს და სურათები გადაიღეს.

პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი


ამის შემდეგ ლასომ "ბერნაბეუს" საკალათბურთო სექციის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა..

პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი


პაბლო ლასო:

"მე უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ "რეალს" გავწრთნიდი, სიმართლე გითხრათ ამისთვის მზად არც ვიყავი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. მე ვიმედოვნებ,რომ აქ ხანგრძლივი წარმატებული სამწვრთნელო კარიერა მექნება. ძალიან ბევრი სამუშაო გვქავს,რომ შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ ძალიან კარგი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და ვფიქრობ არ გაგვიჭირდება."

"ჩვენ ყველა ჩემპიონატზე ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. მართალია ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. ჩვენი შემადგენლობა ძალიან ძლიერია და გვაძლევს იმის საშუალებას,რომ დავამრცხოთ ნებისმიერი გუნდი. ამისათვის საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობა. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიქნებით გულშემატკივრებთან და ვანახებთ მათ, თუ რაოდენ ძლიერია "რეალი".შრომა და გამარჯვება დაგვეხმარება,რომ სასურველ შედეგსა და წარმატებას მივაღწიოთ."

პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი


"მე ახლოს ვიცნობ "რეალის" გულშემატკივრებს და მინდა გითხრათ,რომ მათ ერთგვარი შიში აქვთ. მაგრამ ეს ძალიან კარგია,რადგან ეს იმას ნიშნავს,რომ მათთვის "რეალი" მნიშვნელოვანია. მე მჯერა,რომ ყოველთვის გვექნება მათი მხარდაჭერა."

"ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები დაცვაში და სწრაფები შეტევაში. გვყავს ისეთი კალათბურთელები, რომელთაც აშკარად შეწევთ ძალა მსგავსად ითამაშონ. კლუბის ხელმძღვანელობა დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს და ცალკე უდიდეს სტიმულს გვმატებს."


ბიოგრაფიული ცნობები


პაბლო ლასო ბიურუნი დაიბადა ვიტორიაში 1967 წლის 13 ოქტომბერს. კალათბურთის თამაში მან ადრეულ ასაკში დაიწყო. მისი პირველი სერიოზული კლუბი "კახა ალავა" იყო. ამ კლუბში მან 11 წელი დაჰყო. 1995 წელს მადრიდის "რეალში" გადმოვიდა. პაბლომ მადრიდელთა რიგებში სამი შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. 1998 წელს მან გუნდი დატოვა და 2002 წლამდე 4 კლუბი გამოიცვალა. აღნიშნულ წელს კი კარიერა დაასრულა, სამაგიეროდ 1 წელში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

პაბლო ლასო - "რეალის" ახალი მწვრთნელი


როგორც კალათბურთელმა, ლასომ ესპანეთის ნაკრებში 61 მატჩი ჩაატარა, საერთო ჯამში კი 623 ოფიციალური მატჩში მიიღო მონაწილეობა 19 წელიწადში. 1994-1995 წლებში მან "კოპა დელ რეი" მოიგო "კახა ალავასთან" ერთად. 2 წლის შემდეგ კი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ევროპის თასების თასი აღმართა. 1989 წელს კი ლასოს მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული 21 წლამდელ ესპანეთის ნაკრებთან ერთად.


სტატია მომზადებულია realmadrid.com-ზე დაყრდნობით
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)