კულიბალი უფასოდ

როგორც იცით, მადრიდის ”რეალმა” თვალი დაადგა 16 წლის კოტ დიუარელ ბომბარდირს, სულეიმან კულიბალს.


ამჟამად, ახალგაზრდა მეგოლე 17 წლამდელთა მუნდიალზე გამოდის და საკმაოდ წარმატებულადაც (3 თამაშში 8 გოლი).ის ასევე ირიცხება იტალიური ”სიენას” რიგებში - კონკრეტულად ასპარეზობს ”ალევინ სიენაში.”

აპენინელთა სპორტულმა დირექტორმა, კულიბალის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა: ”რეალი” ინტერესდება ფეხბურთელით, მაგრამ არ ვაპირებთ მის გაყიდვას.სულეიმანის მშობლები დაგვპირდნენ, რომ ბიჭი არსად არ გადავა და ჩემპიონატის დასრულებისთანავე ახალ კონტრაქტს გააფორმებს ჩვენთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მადრიდელები უფასოდ შეძლებენ მის წაყვანას.”

როგორც ინტერვიუდან ჩანს, ”სიენაში” საკმაოდ შეშინებულნი არიან ამ ფაქტის გამო, რამეთუ თუ ესპანელებმა მოთამაშე გადმოიბირეს, მათ კულიბალის ასაკის გამო არ მოუწევთ სატრანსფერო ღირებულების გადახდა.მაშასადამე, გამოდის რომ ”ბლანკოსს” თავდასხმელის შეძენა უფასოდ შეუძლია.აქვე იმასაც დავამატებ, რომ სამეფო კლუბი მხოლოდ იმ ხარჯების კომპენსირებას მოახდენს, რაც იტალიელებმა ფეხბურთელის აღზრდაში გაიღეს.

პ.ს. ჩემი აზრით, მადრიდელებმა დაუფიქრებლად უნდა გადმოიბირონ სულეიმან კულიბალი და ჩარიცხონ შესაბამის ასაკობრივ გუნდ ”ხუველინში.”

სტატია მომზადებულია ”რეალმადრიდ.რუ”-ზე დაყრდნობით. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)