სანტოსი თანახმაა ნეიმარის გაშვებაზე

ბრაზილიური სანტოსი თავგამოდებით ცდილობდა ფეხბურთელის შენარჩუნებას, თუმცა მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ამიტომ გუნდი თანახმაა ფორვარდი 45 მილიონად გაყიდოს.


სულ ხუთი კლუბი აცხადებს სურვილს ფეხბურთელის გადაბირებაზე, ესენი არიან: რეალი, ბარსელონა, ჩელსი, მანჩესტერ სიტი და მახაჩალას ანჟი. სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ფეხბურთელსა და სამეფო კლუბს შორის უკვე შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობებზე და მხოლოდ სანტოსის თანხმობა იყო საჭირო, თუმცა ეს მოსაზრება უარყო როგორც ფეხბურთელმა, ასევე მისმა ამჟამინდელმა გუნდმა.

რიბერიო (სანტოსის პრეზიდენტი) თავდამსხმელის შენარჩუნებას ყველა ხერხით ცდილობდა და იძახდა, რომ ნეიმარი გახდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიის დაუტოვებლად. მიუხედავად ამისა ფორვარდს ძალიან სურს ევროპაში თამაში. მას სანტოსთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, ამიტომაც არის მისი ფასი ძალიან მაღალი. კლუბის დატოვების კიდევ ერთი კანდიდატია განსო, რომლის შეძენაც ინტერს და მილანს სურთ.

რიბერიომ ESPN-სთან სუბრისას გნაცხადა: "ძალიან გვინდა ნეიმარის შენარჩუნება, მაგრამ არის თანხა, რომლის სანაცვლოდაც ჩვენ მზად ვართ შეველიოთ მას. ამჟამად ევროპის ხუთმა გუნდმა შემოგვთავაზა ეს თანხა და გვთხოვეს ფეხბურთელთან გასაუბრების უფლება მიგვეცა, ჩვენ მათი სურვილი დავაკმაყოფილეთ."

"გასულ სეზონში ჩელსი უარით გავისტუმრეთ, რადგან ისინი პირველად ფეხბურთელს გაესაუბრნენ და შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან ტრანსფერის "გასაჩარხად", ახლა კი მათ შეუძლიათ ისაუბრონ ფეხბურთელთან. როგორც მოგახსენეთ ლონდონელების გარდა კიდევ 4 გუნდია ნეიმარის სამსახურით დაინტერესებული, ფეხბურთელის გადასაწყვეტია სად სურს კარიერის გაგრძელება." dle 10.1

  • SunSay
  • 28 ივნისი 2011
  • 2693
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)