რეალ მადრიდ კასტილია. სეზონი 2010/11

60 წლის განმავლობაში La Fabrica Blanca-ში ათობით ათასმა ახალგაზრდამ მოსინჯა საკუთარი ძალები და გახდა მადრიდის რეალის ახალგაზრდული აკადემიის "კურსდამთავრებული". პიველი "ფაბრიკანტიდან" აურელიო კამპი სერანოდან დაწყებული, ფრან რიკოთი და კომპანიით დამთავრებული. ამ პერიოდში კასტილიამ გამოუშვა 140 ფეხბურთელი, რომელმაც ფეხი მოიკიდა ძირითად გუნდში. უკანასკნელი 30 წლის განმავლობში კი 10'000-ზე მეტმა მსურველმა დაამთავრა La Fabrica Blanca, მადრიდის რეალის პირველ გუნდში მოხვედრის სურვილის გამო.


ახლა ამ ბიჭებისათვის, ყველა პირობა შეიქმნა, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ, თუმცა ყოველთვის ამგვარად საქმე არ ყოფილა. ადრე "სიუდად დეპორტივაზე" ფაბრიკისათვის მხოლოდ 3 სტადიონი იყო გამოყოფილი, ორი გრუნტოვაანი და ერთი ბალახიანი საფარით, აგრეთვე ხშირად იქმნებოდა მოედნების განათების პრობლემა. ეს ყველაფერი გრძელდებოდა მანამდე, სანამ ვისენტე დელ ბოსკემ არ გასცა ბრძანება აეშენებინათ უფრო მეტი და ხარისხიანი მოედანი კასტილიელებისათვის.

როდესაც სტივ მაკმანამანი მადრიდის რეალში გადმოვიდა 1999 წელს, მისი პირველი სიტყვა იყო "დაობებული". "ეს არის მადრიდის რეალის გასახდელი?" გაფიქრა ბრიტანელმა ნახევარმცველმა. ხოლო მიჩელს კასტილიაში გატარებული პერიოდიდან ახსოვს ბუცების პირამიდა. "13 წლის ვიყავი. ბუცების ზომები კი იყო 41, 42 და 43. შესაბამისად იყო 3 პირამიდა და ვფიქრობდით, რომ ყოველი პირამიდა ბუცის ზომას შეესაბამებოდა, ჩვენ საკუთარ ზომას ვეუბნებოდით და წესით მოთხოვნილი ბუცი უნდა მიგვეღო, მაგრამ საბოლოოდ გულდაწყვეტილნი დავრჩით, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ერთ თამაშში 41 ზომის გვეცვა, ხოლო მეორეში 43, ეს პირამიდები კი სრული ფორმალურად იყო დალაგებული."

ახლა "სიუდად დეპირტივა" აღარ არსებობს, იგი სტადიონების ახალმა და უფრო მოდერნიზებულმა კომპლექსმა შეცვალა, თუმცა თავად პირველი გუნდის ინტერესი კასტილიელების მიმართ საგრძნობლად შემცირებულია. წელს კასტილიას ბოლო პერიოდში ყველაზე ნიჭიერი თაობა ჰყავდა, მიუხედავად ამისა ძნელად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი გახდება ძირითადი გუნდის ფეხბურთელი.

სეზონი 2010/11

გასული სეზონი მადრიდის რეალისთვის მხოლოდ მოურინიოს მოსვლით, რონალდოსა და ოზილის ბრწინვლაე თამაშით არ აღინიშნა. ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ კასტილიელებიც მოექცნენ, რადგან რამდენიმე ასაკობრივმა გუნდმა თავი გამოიჩინა, როგორც გუნდური თამაშით ასევე ინდივიდუალისტი ფეხბურთელების ყოლით. ამას გარდა მთავარ გუნდში შედგა 10 კანტერანოს დებიუტი. ესენი არიან: ადანი, მატეოსი, ხუან კარლოსი, სარაბია, მორატა, ნაჩო ფერნანდესი, ალექს ფერნანდესი, ხესუსი, ხოსელუ და მეხიასი.

ფაბრიკის 13 გუნდიდან 8-მ თავის ასაკობრივ ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა. მათგან ყველაზე უფროსებმა კასტილიელებმა კი სეგუნდა B-ს მეორე წრე ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და კრიტიკოსთა ქება დაიმსახურეს, მიუხედავად ამისა მაინც ვერ მოახერხეს სეგუნდაში გადასვლა. ხუველირ ა-მ კვლავ მოიგო ჩემპიონატი და გავიდა კოპა დე კამპეონეს ფინალში, ხუველირ С-მ გააღწია საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, სადაც ბარსელონასთან დამარხდნენ პენლებში.

წარმატებებს ფონად წარუმატებლობა სდევდა, კასტილიამ ვერ მოახერახა სეგუნდაში გადასვლა, ხოლო რეალ მადრიდ C-მ ვერ მოახერხა სეგუნდა B-ში გადასვლა. ხუველირ ა კი გახდა რეგიონალური ტურნირის ჩემპიონი, მაგრამ წააგო კოპა კამპეონეს ფინალი ბარსელონელ თანატოლებთან. ინფანტილ ა-მაც კატალონიელებთან იწვნია მარცხი. ხოლო ხუველირ ც-ს მარცხი მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე აღვნიშნეთ.

[კასტილია]

მადრიდის რეალის მეორე გუნდმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, კანტერანოებს მენენდესი წვრთნიდა, თუმცა ნახევარი წლის შემდეგ, საშინელი შედეგების გამო ასტურიელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხელმძღვანელობამ ეს პოსტი ალბერტო ტორალს ჩააბარეს, რომელიც ხუველირ ა-ს წვრთნიდა და ამ გუნდთან ერთად წინა სეზონში თითქმის ყველა ტურნირი მოიგო.

ბომბარდირები
მორატა - 14
ხოსელუ - 14
სარაბია - 12
ფრან რიკო - 5
კასადო, დენისი, ხუან კარლოსი, ხუანფრანი - 3

ტორიალის დებიუტი ალდფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე შედგა და შეგირდებმა ახალი მწვრთნელი არ დააღალატეს მათ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 სძლიეს მეტოქეს. ალბერტოს ტაქტიკური მონახაზი არ შეუცვლია, არც ძირითად შემადგენლობაში ყოფილა სერიოზული ცვლილებები, უბრალოდ ის ენდობოდა თავის "მოსწავლეებს", ისინი კი ნდობას უმართლებდნენ "მასწავლებელს". კასტილია მატჩს მატჩზე იგებდა და გულშემატკივრები უფრო აქტიურად ესწრებოდნენ ახალგაზრდების თამაშებს. კასტილია თამაშობდა თამამ, ლაღ, შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს. ბიჭები თავდაუზოგავად შრომობდნენ და 100 %ით იხარჯებოდნენ მოედანზე. 19 მატჩში რეალ მადრიდ B-მ 14 შეხვედრა მოიგო, 5 - ფრედ დაასრულა და არც ერთი არ წაუგია. ახალგაზრდული გუნდისათვის ასეთი სტაბილურობა ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია ტორალის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა და კლუბი უკეთესობისაკენ შეიცვალა.

ასისტენტები
ხუან კარლოსი - 6
ხუანფრანი - 5
კარვახალი - 3

დენისი, მორატა, ხოსელუ, გარსია-ნობლეხასი - 1
კასტილია სეგუნდა B-ს ყველაზე „გმტანი“ გუნდია, ბიჭებმა 73 გოლის გატანა მოახერხეს, აქედან 52 ტორალის მწვრთნელობისას, მანამდე კი მხოლოდ 21 ბურთის შეგდება მოახერხეს. მეორე წრეში კანტერანოებმა 47 ქულა დააგროვეს, პირველში კი - 24. ამრიგად მადრიდის რეალის ფილიალმა მესამე ადგილზე დასრულა ჩემპიონატი და გადათმაშების გზით უნდა მოხვედრილიყვნენ სეგუნდაში, თუმცა ისინი მოწინააღმდეგესთან დამარცხდნენ და აგერ უკვე მეხუთე წელია ვერ ახერხებენ დაწინაურებას.

წუთები
ნაჩო - 2803
ხუანანი - 2770
ხუან კარლოსი - 2748
ფრან რიკო - 2655
ხუანფრანი - 2622
კარვახალი - 2620
სარაბია - 2617

კასტილიელების ბრწყინვალე ასპარეზობა არ გამოპარვიათ გულშემატკივრებს და მათ მხარდასაჭერად სტადიონზე სიარული დაიწყეს, ალფრედო დისტეფანოს არენა დიდი არ არის, ამიტომ მისი შევსება ქომაგებისათვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ხოლო საკვალიფიკაციო შეხვედრა გუნდმა ბერნაბეუზე გამართა და 45’104 ფანი მოვიდა ბიჭების თამაშის სანახავად. 2005 წლის გამოშვება იგივე შედეგით ვერ დაიკვეხნის, რადგან მათ საქომაგოდ მხოლოდ 27’000 ადამიანი მივიდა, თუმცა მაშინ რეალის ფილიალმა მოახერხა სეგუნდაში გადასვლა.
ბერნაბეუზე ალკოიანოსთან მადრიდისტებმა სადავეები ხელთ იგდეს და უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ მეტოქეებმა ორჯერ შეუტიეს კონტრ შეტევაზე და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. მატჩი მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. გასვილთ შეხვედრში კასტილიელებმა 2:2 ითამაშეს (გოლები მორატამ და ფრან რიკომ გაიტანეს).

მეთორმეტე მოთამაშე
დენისი - 24 შემოსვლა სათადარიგოდან
ხოსელუ - 15
მერჩანი - 13
კრისტიანი - 11

ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან სარაბია, მორატა, ხოსელუ, ხუანდრანი და ხუან კარლოსი, ფეხბურთის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას ანიჭებენ, თავიანთი ბრწყინვალე ასპარეზობით. ისინი წარმოადგენდნენ მადრიდელთა შემტევ არტილერიას. ხოლო დაცვაზე ზრუნავდნენ საყრდენები: ფრან რიკო და ალექს ფერნანდესი. დაცვაში კი ბრწყინავდნენ ნაჩო ფერნანდესი და კარვახალი. მეკარეები მეხიასი და ხესუს ფერნანდესი კი თავდაჯერებულობას მატებდნენ თანაგუნდელებს, თავიანთი სტაბილური და საიმედო თამაშით. რაც შეეხება კასადოს, რომელიც მანამდე რიო B-ში თამაშობდა, ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტდა, თუმცა მაინც მოახერხა იმ დნაკლისის შევსება, რომელიც მარკოს ალონსოს დაკარგვამ გამოიწვია.
კასტილიაში წელს შედგა რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელის დებიუტი, მათ შორის გამოირჩევიან: ხესე, ოსკარ პლანო და გარსია ნობლეხასი.

ყველაზე ხშირად ცვლიდნენ
ხუან კარლოსი - 19
ხუანფრანი - 18
ალექს ფერნანდესი - 17
სარაბია - 13
ხოსელუ - 10

ნათელია ამ ფეხბურთელების შენარჩუნება კასტილიას გაუჭირდება. პირველ რიგში გუნდს ისინი დატოვებენ, ვისაც კონტრაქტი ეწურება გუნდთან. ესენი არიან: ხუანანი (უკვე წავიდა), ლუის ერნანდესი, რუბენ რამოსი და რაულ გონი. არენდიდან დაბრუნდებიან: კრისტიანი, რაულ რუისი, სამორა და ხავი. ბოლო უკანასკნელის განათხოვრება არც ისე წარმატებული გაამოდგა, მათ შვედეთის ჩემპიონატში მეთორმეტე ადგილი დაიკავეს. ერთადერთი ვისაც შეუძლია გუნდს სერიოზული ძალა შემატოს ეს კრისტიანი რის, რომელმაც ვალენსია B-ში ითამაშა და 14 შეხვედრაში 11 ბურთის შეგდება მოახერხა. მისი გუნდი კი სეგუნდა B-ში დაწინაურდა. თუმცა ფეხბურთელიუკვე 22 წლისაა და შესაძლოა სხვა გუნდის ძებნა დაიწყოს.

სარაბია, მორატა, ხუანფრანი, ხუან კარლოსი და ფრან რიკო, კასტილიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები არიან და მათი გადაბირება ლა ლიგას გუნდებს სურთ, თავად ფეხბურთელებსაც არ სურთ ესპანეთის მესამე დივიზიონში ასპრეზობის გაგრძელება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათთვის პირველი გუნდის კარი მუდამ დაკეტილია.

ვინ დაემატება კასტილიას?

პირველ რიგში რეალ მადრიდ C-ში და ხუველირ A-ში წამოიზარდნენ ძალიან საინტერესო ფეხბურთელები, რომლებიც ნამდვილად გააძლიერებენ მადრიდის რეალის მეორე გუნდს. კასტილიამ უკვე შეიძინა გარსია-ნობლეხასი, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ატლეტიკო B-სთან, სადაც საგოლე გადაცემა შეასრულა. მესამე გუნდიდან დაწინაურების პირველი კანდიდატები არიან: ხესე და ოსკარ პლანო. მათ შესახებ უკვე არაერთხელ დაიწერა და სავრაუდოდ ისინი დაემატებიან რეალის სარეზერვო გუნდს. რაც შეეხება დარჩენებს, სავარაუდოდ კასტილიას შეემატებიან ნახევარმცველები: ალვარო ლოპესი და ანდი, ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელები: ლუკასი და ბრუნო (ბრაზილიელი). ხუველირ A-დან კი დაწინარუების კანდიდტები არიან: მეკარე - პაჩეკო, მცველი - დრეიკი, ნახევარმცველები: ომარი, კამალი და აგუსა, თავდამსხმელები: რუბენ სობრინო და ბარილი. ხუველირ B დან კი რეალ მადრიდ C-ში ან ხუველირ A-ში გადმოვა რაულ დე ტომასი, რომელმაც გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, იგი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა. dle 10.1

  • SunSay
  • 27 ივნისი 2011
  • 2465
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)