საგანგაშო სიტუაცია მადრიდულ კანტერაში

საფეხბურთო ექსპერტებისა თუ სპეციალისტების აზრით, მადრიდულ კანტერაში საკმაოდ საგანგაშო სიტუაცია.


ალბათ, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში, რომელიც ტრიუმფალურად გამოდის ჩემპიონატზე, მადრიდელები არ ირიცხებიან.ამას ემატება, ”კასტილიას” ჩარჩენა სეგუნდა ბ-ში, ”რეალ მადრიდ ც”-ს ფიასკო, ”ხუვენილ ა”-ს გამოთიშვა თასიდან, ”ხუვენილ ც”-ს მარცხი 17 წლამდელთა საკლუბო ჩემპიონატზე და ”ალევინის” გავარდნა ნაციონალური ჩემპიონატიდან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული სეზონის ბოლოს, მადრიდული ფაბრიკის 13 გუნდიდან, რვამ პირველ ადგილზე დაასრულა ჩემპიონატები, თუმცა ზემოდ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სიტუაცია საგანგაშოა.

რაც შეეხება ”ალევინს,” მადრიდისტები 2000 წლიდან მოყოლებული ვერ ახერხებენ ჩემპიონობას ნაციონალურ პირველობაზე.მათ ჩემპიონობის შანს ხან ”ბარსელონა,” ხან კიდევ ”სევილია”ჩრდილავს.

და ბოლოს ისევ ნაკრების თემას დავუბრუნდები, ესპანეთის 20 წლამდელთა გუნდის ბოლო შეკრებაზე მხოლოდ ერთი მადრიდისტა იმყოფებოდა (”ბარსადან” ოთხი ახალგაზრდა), ხოლო 19 წლამდელების ბოლო შეკრებაზე კი ადგილი ოთხ მადრიდელს მოეძებნა (”ბარსადან” ხუთი ახალგაზრდა).

აღნიშნული ვითარება, იმაზე მეტყველებს, რომ კანტერას ბოსები, რამონ მარტინესი და ალბერტო ჰილარდესი, საკუთარ პოსტებს დაემშვიდობებიან. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)