ზიზუმ რეალს ვარანე ურჩია

ფრანგული "L'Equipe" გვარწმუნებს, რომ ზინედინ ზიდანმა სამეფო კლუბს ლანსის მცველის რაფაელ ვარანეს შეძენა შესთავაზა. მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, მისით უკვე რამდენიმე ევროპული გუნდი მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდება, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 10 მლნ. ევროა.


The Mirror-ის ცნობით 18 წლის ცენტრალური მცველი მეცხრამეტე ადგილს იკავებს პრემიერ ლიგაში ყველაზე სასურველ ტრანსფერებს შორის. განსაკუთრებით კი მის შეძენას წითელი ეშმაკები ლამობენ, მას უკვე ჰქონდა დებიუტი საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრების რიგებში. მისი ტრანსფერის ალბათობას ისიც ამაღლებს, რომ მისი გუნდი ლანსი, საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, თავად ფეხბურთელს კი არ სურს მეორე ლიგაში თამაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანჩესტერმა ლანსს უკვე შესთავაზა 10,5 მლნ. ევრო, თუმცა ეს ყოველივე ჯერ ჭორია. ფეხბურთელს უკავშირებენ შემდეგ კლუბებს: მადრიდის რეალი, ბარსელონა, მანესტერ იუნაიტედი, არსენალი, ბავარია, მალაგა, ბორუსია, ლილი, ლიონი და პსჟ.

ვარანეს დახასიათებისას თვალში საცემია მისი ფიზიკური მონაცემები, იგი 191 სმ არის და 85 კგ-ს იწონის. მან საფრანგეთის ჩემპიონატში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა. მიუხედავად იმისა რომ მისმა გუნდმა მხოლოდ 58 გოლი გაუშვა (მეორე მაჩვენებელი საფრანგეთის ჩეპიონატში), მაინც ბოლოს წინა ადგილი დაიკავა და გამოემშვიდობა უმაღლეს დივიზიონს. ლანსის მწვრთნელმა კი ასე დაახასიათა ფეხბურთელი: "მაოცებს მისი ცივსისხლიანობა და მოწიფულობა."

ზინედინ ზედანმა პერესს შესთავაზა გამოისყიდოს ფეხბურთელის კონტრაქტი და დატოვოს რომელიმე ფრანგულ კლუბში 1 წლით არენდის სახით. dle 10.1

  • SunSay
  • 18 ივნისი 2011
  • 1887
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)