კრისტიანო: "მსურს გუნდში ათ წელზე მეტი დავრჩე"

კრისტიანო რონალდომ, რომელიც ლისაბონში იმყოფება Cadena Cope-სთან ჩაწერა ინტერვიუ.


მსურს "რეალთან"ერთად მოვიგო ჩემპიონთა ლიგა მეათედ კლუბის ისტორიაში. ჩემმა თანაგუნდელებმა კარგად იციან მადრიდელების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედია, როდესაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ ჩვენს მიმართ კრიტიკა შეწყდება. ადრე თუ გვიან, ჩემპიონთა ლიგის თასი, რეალის მუზეუმს კვლავ დაამშვენებს.

მომავალ სეზონში ჩვენი გუდისგან უფრო მეტს ელიან. მოურინიოს გაწვრთნილი გუნდები მეორე სეზონში უფრო კარგად გამოიყურებიან ვიდრე პირველში. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ინტერის მაგალითი.
პირველ რიგში მინდა ჩემს გუნდელებს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ შემდეგ სეზონში ყველა ტიტული მოვიგოთ.

მოურინიომ, სადაც იმუშავა ყველგან უმაღლესი შედეგები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟოზემ კლუბები ბევრჯერ გამოიცვალა, იგი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მას აქვს დიდი პოტენციალი მე მოხარული ვარ მის გვერდით, რომ მიწევს მუშაობა. იმედი მაქვს, რომ მოურისნიოსთან კიდევ დიდი ხანი ვიმუშავებ.

ვფიქრობ, მომავალ წელს ტაკტიკური ცვლილებები გველის. ეს ჩვენი მწვრთნელის საქმეა, ამ მხრივ
ის ნამდვილი პროფესიონალია.

მე აქედან წასვლას არ ვაპირებ, რეალი ერთადერთი მიზეზის გამო ავირჩიე და ეს მიზეზი არის " ბარსელონა". ვაპირებ აქ ათ სეზონზე მეტი გავატარო. როდესაც მანჩესტერში ვთამაშობდი ბევრ კლუბში შემეძლო გადავსულიყავი, მათ შორის ბარსელონაშიც, მაგრამ მე "რეალი" ავირჩიე და ამით ავისრულე ჩემი ოცნება. ჩემთვის ფული არაფერს ნიშნავს."

მე მხარს ვუჭერ ახალ ფეხბურთელებს. კალეხონმა იცის ესპანური ჩემპიონატი. ხოლო თურქ და გერმანელ ფეხბურთელებს დიდი მენტალიტეტი აქვთ.
ადებაიორი ბრწყივალე ფეხბურთელი, ადამიანი და თანაგუნდელია. ის და მარსელო სულ მხიარულად არიან.

კუნ აგუერო და ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. კუნი ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელია, ნეიმარს კი უდიდესი ტალანტი გაჩნია ის აუცილებლად გახდება დიდი ფეხბურთელი.კოენტრაოსთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს იგი მრავალფეროვანი მოთამაშეა თუ რეალი მას იყიდის ნამდვილად არ წააგებს. თუმცა ეს მოუს გადასაწყვეტია. ვინ უფრო საჭიროა გუნდში.

წყარო:RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)