მადრიდის "რეალის" ტური შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში

მადრიდის "რეალი" კიდევ გამოიყენებს ლოს ანჯელესის, კალიფორნიის კამპუსს 2011/12-ის წინა სეზონისთვის. გუნდი იქ იქნება 11-დან 24 ივლისამდე. თეთრები 13 დღის გამავლობაში მეგობრულებს ითამაშებენ ლოს ანჯელესის "გალაქსისთან" (რომელსაც ყოფილი მადრიდისტა დევიდ ბექჰემი უძღვება), მექსიკურ მხარე "ჩივას გუადალახარასთან" სან დიეგოში, და "ფილადელფია უნიონთან" ფილადელფიაში. თამაშები ჩატარდება შესაბამისად 16, 20 და 23 ივლისში. გუნდი იმგზავრებს ჩინეთში 31 ივლისს სადაც ისინი გამართავენ მატჩს "გუანგჟოუ ევერგრანდთან" (რომელიც ეს-ესაა გადავიდა ჩინეთის სუპერ ლიგაში) და "ტიანჟინ ტედასთან". ეს მატჩები 3 და 6 აგვისტოს გაიმართება.


მოთამაშეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას 11 ივლისს, ლოს ანჯელესში წასვლამდე, სადაც ისინი ლოს ანჯელესის, კალიფორნიის კამპუსში დაბინავდებიან, რომელიც იკვეხნის 173 შენობითა და 170 ჰექტარით, ორი საფეხბურთო მოედნით , ბეისბოლის მინდვრით, კალათბურთის არენითა და სპორტული დარბაზით. აქ მოემზადებიან ისინი სამი მეგობრულის ჩასატარებლად შტატებში, პირველი იქნება ლოს ანჯელესის "გალაქსისთან".

მადრიდის "რეალის" ტური შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში


მადრიდის "რეალი" სან დიეგოს პირველად ესტუმრება 20 ივლისს, მექსიკური მხარის "ჩივას გუადალახარასთან" შესარკინებლად "ქუალქომის" სტადიონზე, რომელიც 71,924 ადამიანს იტევს.

მადრიდის "რეალის" ტური შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში


მათი ბოლო მატჩი ჩატარდება ფილადელფიაში "ფილადელფია უნიონთან" "ლინკოლნ ფინანშიალის" სტადიონზე, რომელიც შვიდი წლისაა და ამერიკული ნაციონალური საფეხბურთო ლიგის "ფილადელფია იგლსის" საშინაო მოედანია.

მადრიდის "რეალის" ტური შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში


მადრიდის "რეალი" გერმანაიასა და ინგლისს ეწვევა
მადრიდის "რეალს" ჩაუტარებია მეგობრულები ფრანკფურტში, დორტმუნდსა და მიუნხენში ბოლო სამ წინა სეზონში. წელს ისინი ითამაშებენ ახლახან დაწინაურებულ "ჰერტასთან" ბერლინის "ოლიმპიკის" სტადიონზე.

მადრიდის "რეალის" ტური შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში


თეთრების ბოლო გაჩერება კონტინენტზე იქნება ლეიკესტერი. ბოლოს მათ მეგობრული გაერთიანებულ სამეფოში ჩაატარეს ზაფხულში 2008 წელს, "არსენალისა" და "ჰამბურგის" წინააღმდეგ ემირატების თასზე.

მადრიდის "რეალის" ტური შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში


უკან ჩინეთში
მადრიდის "რეალი" ჩინეთში იყო 2003-სა და 2005-ში, და დაბრუნდება აზიურ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ზაფხულში, მეგობრულების ჩასატარებლად. პირველი თამაში გაიმართება ჩინეთის სუპერ ლიგაში ახალგადმოსულ გუანგჟოუს "ევერგრანდთან" 3 აგვისტოს გოანგჟოუს "ტაიანეს" სტადიონზე.

მადრიდის "რეალის" ტური შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში


მათი მეორე მეგობრული გაიმართება სამი დღის შემდეგ ლიგის მეექვსე ადგილოსან "ტიანჟინ ტედასთან" "უოთერ დროპ ოლიმპიკის" სტადიონზე.

მადრიდის "რეალის" ტური შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში


მადრიდის "რეალის" ტური შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში


წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 7 ივნისი 2011
  • 3097
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)