აგუერომ Nike Adidas-ზე გაცვალა, მორიგი გადადგმული ნაბიჯი "რეალისკენ"?

დღეს სერხიო აგუეროს 23 წელი უსრულდება. სრულიად შესაძლებელია, რომ არგენტინელი უკანასკნელად იხდის დაბადების დღეს მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელის რანგში. იგი კლუბისადმი სიყვარულს არ მალავს, რადგან ზუსტად "ატლეტიკომ" გაუნაღდა მას ბილეთი მსოფლიო ფეხბურთისაკენ და ამავდროულად მიანიჭა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის სახელწოდება. კუნი აღიარებს, რომ უფრო მეტი სურს. თავის დაბადების დღეზე აგუერომ, რომლის მომავალსაც პრესა უფრო და უფრო მიზანმიმართულად "სამეფო კლუბს" უკავშირებს, თავის თავს ოქროს ბურთის მოგება უსურვა.


ამ ყველაფრის გარდა, აგუერო თავის "ატლეტიკოს" დატოვების სურვილს ხსნის იმით, რომ მას სურს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზებისთვის ბრძოლა, რაც "ატლეტიკოში" თამაშისას ძალზე რთულია.

როგორც ჩანს, კუნი დარწმუნებულია რომ მის კარიერას როხიბლანკოსში ლოგიკური წერტილი დაესვა. მისი მიზანია-იბრძოლოს თანასწორად მესისთან, რონალდუსა და რუნისთან, ამისათვის კი მას სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი ჭირდება, რაც რომელიმე გრანდში გადასვლაა. ერთი სიტყვით, სამეფო კლუბი საკმაოდ ძლიერად პასუხობს არგენტინელი ფორვარდის მოლოდინს.

აგუერომ არაერთხელ აგრძნობინა "ატლეტიკოს" რომ ყველა ფრონტზე ბრძოლა სურს. მადრიდული კლუბის რიგებში კუნმა მხოლოდ ორ ტურნირზე იმარჯვა-ევროპის თასსა და ევროპის სუპერ თასზე, თუმცა ლა ლიგაში "ატლეტიკოს" საქმეები ტრადიციულად ცუდად მიზდის. ამ წელს გუნდმა მეშვიდე ადგილი დაიკავა და ვალდებულია ევროპის თასის საკვალიფიკაციო მატჩები ითამაშოს მომავალი სეზონის დასაწყისში.

კუნს სურს განაგრძოს მუშაობა იქ, სადაც ტიტულებისთვის ყოველ წელს იბრძვიან. აგუეროს გუნდის დატოვების სურვილი ძირითად თავად დიეგო არმანდო მარადონამ აღუძვრა.

"მე მას ოქროს ბურთით ხელში ვხედავ. კუნს სურს იყოს მეფე და მაგალითს ლეოსგან იღებს"-აღნიშნავს არგენტინის ნაკრების ლეგენდარული ათიანი.

ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ აგუერო, რომელიც ამ წუთისთვის ისვენებს ბუენოს-აირესში და ელის მოწვევას არგენტინის ნაკრებში, აღარ მოირგებს "ატლეტიკოს" ფორმას მომავალ წელს.

აგუეროს "რეალში" გადმოსვლის ჭორს უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ არგენტინელმა კონტრაქტი ადიდასთან გააფორმა, რომელთანაც "ბლანკოსი" უკვე 12 წელია თანამშრომლობს. Nike-ს ფირმის Adidas-ზე გაცვლა კიდევ უფრო რეალურად ხდის სერხიოს "გამადრიდელებას". თუმცა, ფეხბურთელის კონტრაქტი Nike-სთან ვერ შეუშლიდა ხელს აგუეროს "რეალში" გადასვლას. მაგალითისთვის გავიხსენოთ ის, რომ თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუ "მადრიდში" გადმოვიდა, მაგრამ ამავდროულად კომპანია Nike-ს სახე იყო.

კუნის კონტრაქტი ადიდასთან ძალაში რამოდენიმე კვირაში შევა, თუმცა, მოსალოდნელად, ამერიკის თასს არგენტინის ნაკრებში აგუერო Nike-ს ბუცებით ჩაატარებს. dle 10.1

  • n1ka
  • 2 ივნისი 2011
  • 2559
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)