"იუვე" "რეალს" ორმაგ კონკურენციას გაუწევს

იტალიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ტურინის იუვენტუსი ამ ზაფხულს სერიოზულ ცვლილებებს და გაძლიერებას გეგმავს. იტალიელთა მთავარი მიზანი კუნ აგუეროს ან გონსალო იგუაინის შეძენა იქნება...


"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა "რეალს" ორ ფრონტზე ებრძვის. იტალიელებს კუნ აგუეროს შეძენა ძალიან სურთ, მაგრამ ამასთანავე ინტერესს გამოხატავენ პიპიტას მიმართ, რომელიც "ბლანკოსის" მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლება.

ასევე აღსანიშნავია, რომ სერხიო აგუეროს შეძენით ფლორენტინო პერესიც არის დაინტერესებული. გამოდის, რომ არგენტინელი ფორვარდის შეძენისთვის ამ ზაფხულს მხოლოდ "რეალი" არ იბრძოლებს, მისი კონკურენტი ჩელსისთან ერთად ტურინული გრანდიც იქნება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ კუნი "ბლანკოსში" ამოყოფს თავს, მაშინ გონსალოს შეძენა ტურინელებს 30-35 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

"მარკას" ინფორმაციით, გუნდს ბენზემა ან იგუაინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ აგუერო თეთრ ფორმას მოირგებს. ეს ზაფხული აშკარად ცხელი, რომ იქნება ყველა დარწმუნებულია, რადგან სატრანსფერო ფანჯარამ მხოლოდ ახლა აიღო სტარტი, პრესა კი მრავალი ჭორითაა აჭრელებული. dle 10.1

  • Hala
  • 1 ივნისი 2011
  • 2071
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)