"...–ების დიდების დარბაზი..."

მოკლედ, სეზონი დასრულდა... დიდი წვალებისა და ჯახირობის შემდეგ ამქვეყნიური "მადრიდის რეალი" მეორე ადგილზეა ხელში სამეფო თასით, არაამქვეყნიური "ბარსელონა" პირველ ადგილზე ხელში ჩემპიონთა ლიგის თასით...ინგლისში პირველი "მანჩესტერია" , იტალიაში "მილანი", საფრანგეთში "ლილი", გერმანიაში მფრინავი "დორტმუნდი", ჰოლანდიაში დიდებადაკარგული "აიაქსი", საქართველოში "ზესტაფონი" (მაინც ჩვენია და მაგიტომ იყოს აქ)... "ჭე" კლასის ქვეყნები , რა თქმა უნდა, არ გვაინტერსებს....


სტატიის სათაურიდან გამომდინარე იფიქრებთ, რომ ეხლა მე ფეხბურთელთა შეფასებებს დავიწყებდი მათ მიერ ჩატარებული სეზონის მიხედვით და შევადგენდი ე.წ. სეზონის ნაკრებს, მაგრამ , როგორც ერთი ჩვენი კოლმეურნეობის თავჯდომარე (სახელი და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) იტყცის ხოლმე: "ნურას უკაცრავად"...

მოკლე აღწერას წაიკითხავთ და საერთოდ დაიბნევით , ან გაგიმყარდებათ ის აზრი, რომ მე ევროპის ტოპ გუნდების მიერ ჩატარებულ სეზონს და ფეხბურთელებს მიმოვიხილავ, მაგრამ აქაც ჩვენი ხელმოცარილი ... თუმცა არ მინდა, თორემ ნამეტანი პოლიტიკური გამოვიდა... ასეა თუ ისე, გთავაზობთ საყვარელთა და ცოლთა დიდების დარბაზს...

1. ჯულია "თაუნი" კითეიენი"

დაიბადა 1961 წლის 5 აგვისტოს–გახლავთ ამერიკელი მსახიობი და ტელესახე. ის ცნობილი გახდა 1980–იან წლებში. როცა როკ–ჯგუფ Whitesnake–ს რამოდენიმე ვიდეორგოლში შეასრულა გარკვეული როლი. ის ჩნდება ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერაში "Here I Go Again". კითეინი 1989-1991 წლებში დაოჯახებულ იყო ზემოთხსენებული ჯგუფის სოლისტ დევიდ კოვერდეილზე. 2006 წელს ის დააპატიმრეს ნარკოტიკის მოხმარებისა და შენახვის ბრალდებით.

"...–ების დიდების დარბაზი..."


2. ანა ბენსონი

"...–ების დიდების დარბაზი..."


დაიბადა 1976 წლის 12 თებერვალს–გახლავთ ამერიკელი მოდელი და MLB–ს (ბეისბოლის მთავარი ლიგა) პიჩერის კრის ბენსონის ყოფილი ცოლი. ბენსონი ცნობილია მისი ხასიათით, სკანდალური განცხადებებითა და "ბეისბოლის ცოლის" სტატუსით. მან ერთ–ერთი ყვითელი პრესის ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას და მისი ქმარი კრისი დაკავებული იყვნენ სექსით Three Rivers Stadium–ის ავტოსადგომზე და სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ ანალოგიური რამ ყველა ბეისბოლის სტადიონზე გაეკეთებინათ. 2004 წელს ის დაასახელეს "ყველაზე სექსუალურ ბეისბოლისტის მეუღლედ".

3. ირინა შაიკი

"...–ების დიდების დარბაზი..."


გაგიკვირდებათ ალბათ რა უნდა ამ მეტად ახალგაზრდა ქალს ამ სიაში, ამის ორი მიზეზი არსებობს:

1. ზაფხული მოდის

2. ის უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ხვდება ცნობილ მექალთანე (ზოგიერთებში "ქათამად" წოდებულ) კრიშტიანო რონალდუს, ეს მართლაც რომ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

4. სარა კარბონერო

"...–ების დიდების დარბაზი..."


მოკლედ, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერსა და სარას შორის მომხდარი "ინციდენტის" შედეგ ის დაასახელეს FHM–ის ყველაზე სექსუალური რეპორტიურად მსოფლიოში. შესაბამისად ეს უკანასკნელიც იმსახურებს ამ სიაში ყოფნას.

5. შერილ კოული

"...–ების დიდების დარბაზი..."


ბრიტანელი მომღერალი, რამდენიმე სიმღერის ტექსტის ავტორი, მოცეკვავე და მოდელი შერილ კოული დაიბდა 1983 წლის 30 ივნისს. ის გახლდათ ინგლისელი ფეხბურთელი ეშლი კოულის ცოლი. ეს ორი "გვრიტი" ერთმანეთს მას შედეგ გაცილდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეშლი კოული მეუღლეს ერთდროულად ხუთ სხვადასხვა (!) ქალთან ღალატობდა.

6. ადრიანა ლიმა

"...–ების დიდების დარბაზი..."


ადრიანა ლიმა, დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს. ის გახლავთ ბრაზილიელი მოდელი. 200 წლიდან ცნობილია, როგორც "ვიქტორია სეკრეტის" ანგელოზი. 15 წლის ასაკში ლიმა გახდა ფორდის "ბრაზილიის სუპერმოდელის" გამარჯვებული და იმავე წელს ფორდის "მსოფლიოს სუპერმოდელის" კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. გახლავთ სერბი კალათბურთელი მარკო ჯარიჩის მეუღლე. ლიმა თავის კოლეგებში იმით გამოირჩევა, რომ მეუღლედ არც თუ ისე ცნობილი სპორტსმენი ყავს.

7. ევა ლონგორია

"...–ების დიდების დარბაზი..."


ევა ლონგორია დაიბადა 1975 წლის 15 მარტს. გახლავთ ამერიკელი მსახიობი. ყველაზე ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შეასრულა მთავარი როლი (მის გმირს გაბრიელ სოლისი ერქვა) სერიალში "სასოწარკვთილი დიასახლისები", 2006 წელს ზემოთხსენებულ სერიალში შესრულებული კომედიური როლისთვის ევამ ოქროს გლობუსი დაიმსახურა.

ახლო წარსულში ლონგორია გახლდათ "სპურსის" კალათბურთელი ტონი პარკერის მეუღლე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ორი წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

8. კიმ კარდაშიანი

"...–ების დიდების დარბაზი..."


კიმ კარდაშიანი დაიბადა 1980 წლის 21 ოქტომბერს, ცნობილი ამერიკელი ტელესახე, მოდელი და მსახიობი. სხვადასხვა პერიოდში ხვდებოდა სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს , მათ შორის იყო "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ.

9. ვიქტორია ბექემი

"...–ების დიდების დარბაზი..."


10. ჟიზელ ბიუნდჰენი

"...–ების დიდების დარბაზი..."


ჟიზელ კაროლინ ბიუნდჰენი დაიბადა 1980 წლის 20 ივლისს. ის გახლავთ ბრაზილიელი მოდელი, მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი.
2000-2006 წლებში ის გახდლათ "ვიქტორია სეკრეტის" მოდელი. 2004 წლიდან ჟიზელი არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი და გასართობ ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარ ქალბატონებს შორის მე–60 ადგილი უჭირავს 150 მლნ. დოლარიანი ქონებით. კლაუდია შიფერი და ნაომი ქემბელი აცხადებდნენ , რომ ჟიზელი მართლაც რომ ერთადერთი "სუპერმოდელია". 2000-2005 წლებში ჟიზელს ახლო ურთიერთობა ქონდა ლეონარდო დიკაბრიოსთან. 2009 წელს ცოლად გაყვა "ნიუ ენგლანდ პათრიოთის" ე.წ. "ქუოთერბეკ" ტომ ბრედის.

და ბოლოს , იმისთვის რომ ძაან შორს არ წახვიდეთ მოუსმინეთ ამ მართლაც რომ ჰიტ სიმღერას და დატკბით მისი ვიდეოკლიპის ცქერით..


dle 10.1

  • shvela
  • 1 ივნისი 2011
  • 5636
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)