კოენტრაო: "ბენფიკას" მხოლოდ "რეალისთვის" დავტოვებ"

ფაბიო კოენტრაომ, გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ "რეალში" ვითამაშებო...


იცით, რომ მადრიდის "რეალი" თქვენით არის დაინტერესებული. რა შეგრძნება გეუფლებათ, როცა იცით, რომ ასეთ გუნდს თქვენი შეძენა სურს?

"ჩემით მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაინტერესდა. მე ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ჯერ შეთანხმებული არაფერი არ არის. კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ. "ბენფიკას" მხოლოდ მადრიდის "რეალის" გამო თუ დავტოვებ"/

თქვენიც სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებული. თქვენ კი მხოლოდ მადრიდში თამაში გსურთ. რატომ?

"ბლანკოსები" სხვა ყველა გუნდებისგან გამოირჩევა. პირველ რიგში მათ ჰყავთ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო. ასევე იქ თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. "ბლანკოსში" ჩემი თანამემამულეებიც არიან. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მათ გვერდით ვითამაშებ. მე "რეალში" თამაშისთვის მზად ვარ. იმედი მაქვს კლუბები შეთანხმდებიან და მალე მადრიდისტა გავხდები."

"თქვენ მარცხენა მცველი ხართ, მაგრამ შეტევებში ძალიან აქტიურად ერთვებით და კარგადაც თამაშობთ. უფრო რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს კომფორტულად?

"მართალია მე მცველი ვარ, მაგრამ შეტევებზე თამაში ძალიან მიყვარს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მწვრთნელი რა პოზიციაზე დამაყენებს. ჩემთვის მთავარია ფეხბურთის თამაში და გუნდის დახმარება."

ესაუბრეთ თქვენს თანამემამულე მადრიდისტებს თქვენი თქვენი ტრანსფერის თაობაზე?


"დიახ. მე კრისტიანოს, პეპეს და კარვალიოს ვესაუბრე. მათთაც ძალიან უნდათ რომ მომავალი წლიდან თეთრს ფორმაში გამოწყობილმა ვითამაშო. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ჯერ შეთანხმებული არაფერი არ არის."

გგონიათ, რომ შეძლებთ მარსელოსთვის კონკურენციის გაწევას, რომელმაც წელს შესანიშნავი სეზონი ჩაატარა?!


"მე ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. ვიცი რომ მარსელო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ეს არ მადარდებს. ახლა მთავარია პრეზიდენტებმა შეთანხმებას მიაღწიონ. "

"ბენფიკა" თქვენ ტრანსფერში 30 მილიონ ევროს ითხოვს. გგონიათ, რომ ღირხართ ეს თანხა?

"ეს უფრო კლუბების საქმეა. ალბათ ბენფიკამ ჩემი ტრანსფერით დიდი თანხა უნდა მიიღოს, რადგან ამ კლუბში 2 ბრწყინვალე წელი გავატარე. მე ამ კლუბის მადლობელი ვარ. აქ ძალიან თბილად მექცევიან."

ისაუბრეთ უკვე ჟოზე მოურინიოსთან?

"არა, ჟოზესთან ჯერჯერობით არ მისაუბრია."

ინფორმაციის წყარო marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)