ისმის კითხვა- ”ვინ” ?

თითქმის ყოველ ზაფხულს ისმის კითხვა ”ვინ” ? ვინ შეიძლება გააძლიეროს მადრიდელთა წინახაზი? სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად გაჩნდა ახალი ვარიანტები.[b][/b]


1) სერხიო აგუერო

ისმის კითხვა- ”ვინ” ?


ამ ფეხბურთელის შეძენა ძალიან სურს ფლორენტინო პერესს. იმისათვის, აგუერომ თეთრი მაისური ”მოიზომოს” პირველი ნაბიჯი გადადგმულია, პერესი უკვე შეხვდა არგენტინელს. ფეხბურთელს მოსაფიქრებლად ცოტა დროს აძლევენ. ”ატლეტიკოს” მესვეურები კი აგუეროთი დაინტერესებულ კლუბებს 45 მილიონ ევროს თხოვენ დამატებით დღგ-ს ჩათვლით, იმიტომ რომ აგუეროს კონტრაკტი ჯერ არ დამთვარებია კლუბთან.


2) ალვარო ნეგრედო

ისმის კითხვა- ”ვინ” ?

ფორმალური მადრიდელი, ის ასპარეზობდა მადრიდის ”რეალში”, ალვაროს არ მისცეს თავის გამოჩენის საშუალება ”ბლანკოსის” რიგებში. ”სევილიასა” და ”ალმერიაში” კი მან შესანიშნავად გამოავლინა თავისი ნიჭი და იმდენი მოახერხა, რომ მისით დაინტერესდა ყოფილი კლუბი (”რეალი”). 2010-2011 წლების სეზონში მან უფრო მეტი გოლის გატანა მოახერხა, ვიდრე წინა სეზონებში. ესპანელის ყიდვა შესაძლებელია 17 მილიონ ევროდ.

3) ემანუელ ადებაიორი

ისმის კითხვა- ”ვინ” ?

კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ აქვს ნათქვამი დატოვებს თუ არა ტოგოელს მომავალ სეზონში. რათქმაუნდა ”მანჩესტერ სიტიმაც” შეამცირა მისი სატრანსფერო ფასი და ისევე როგორც ნეგრედოს შემთხვევაში, შავკანიანი მოთამაშის ფასიც 17 მილიონი ევრო გახდა. მანჩესტერული კლუბი კი არ აპირებს ემანუელს გადაუხადოს ის ხელფასი რომელიც მას კონტრაკტში უწერია (5 მილიონი ევრო წელიწადში).

4) კარლოს ტევესი

ისმის კითხვა- ”ვინ” ?

”აპაჩი” არ არის ბედნიერი ახლანდელ კლუბში და ღიად გამოთქვა სურვილი კლუბის დატოვების შესახებ. არგენტინელის ეს სიტყვები ეგრევე მოექცა ”რეალის” მესვეურთა ყურადღების ცენტრში,თუმცაღა მისი გადმობირება არც თუ ისე ცოტა თანხასთანაა დაკავშირებული-35 მილიონი ევროა ის თანხა, რომლის გადახდაც პერესს მოუწევს ტევესში. არგენტინელის შეასაძენად იტალიური გრანდები ”იუვენტუსი” და ”ინტერი” იბრძოლებენ. (”იუვენტუსის” გრანდებში შეყვანა არა მგონია სწორი იყოს!!! ავტ: ედი)

5) ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ისმის კითხვა- ”ვინ” ?

შვედი თავდამსხმელი, რომელმაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა ”მილანში”, ჯოზე მაურინიოს გემოვნებაში ჯდება, მათ ერთადაც მოუწიათ მუშაობა ”ინტერში”. ზლატანის შეძენის ოპერაცია რთულად რეალიზებადია, რადგან მისი ამჟამინდელი ”ლომბარდული” კლუბი არ აპირებს ფეხბურთელის გასხვისებას, მაგრამ ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი,რომ თუ დონ ჯოზემ ვინმეს თვალი-ის აუცილებლად გახდება მისი ”საკუთრება”.

6) ფერნანდო ლორენტე

ისმის კითხვა- ”ვინ” ?

არავისთვის არაა ახალი ამბავი ის, რომ ფლორენტინო პერესს ძალიან სურს ლორენტეს ხილვა სამეფო კლუბში ა ყველაფერს აკეთებს მის შესაძენად. ”ბილბაოში” ახლა დიდი საარჩევნო ციებ-ცხელება კლუბის პრეზიდენტთან დაკავშირებით და არავის ”ცალია” ლორენტესათვის. თუ ”რეალს” სურს გადმოიბიროს ეს ფეხბურთელი მას მოუწევს 36 მილიონი ევროს გადახდა ”ბილბაოს” ხელმძღვანელობისათვის.

და ამ ყველაფრის შემდეგ მე ვეკითხები მადრიდისტებს: ვინ მოახერხებს თავდასხმის ხაზის გაძლიერებას? (ავტ:ედი)


წყარო:defensacentral.com dle 10.1

  • edi
  • 25 მაი 2011
  • 3413
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)