კალეხონი მადრიდში ბრუნდება

როგორც უკვე გაუწყეთ, სამეფო კლუბმა საკუთარ რიგებში ხოსე კალეხონი დააბრუნა.


ხოსე მარია კალეხონი, 1987 წლის 11 თებერვალს დაიბადა, ქალაქ მოტრილში (გრანადა).ის მადრიდის ”რეალის” აკადემიაში 2002 წელს ჩაირიცხა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში სინჯავდა ძალებს.

2006/2007 წ.წ. სეზონში, კალეხონი ”რეალ მადრიდ ც”-ში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, ხოლო 2007/2008 წლებში, მან ”კასტილიასაც” გაუგო გემო.აღნიშნულ სეზონში შედგა მისი დებიუტი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებშიც.

2008 წლის ზაფხულში, ხოსე მარია ”ესპანიოლში” გადაბარგდა, სადაც 97 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.თავიდან, კალეხონი ”სთრაიქერის” პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა მოგვიანებით ”ვინგერის” ამპლუაში ”დააწინაურეს.”ხოსე გამოირჩევა სისწრაფითა და დრიბლინგით.აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მის წინააღმდეგ ხშირად არღვევენ თამაშის წესებს.

მოკლედ, კალეხონი ”რეალის” მესამე ახალწვეულია.წარმატებები ვუსურვოთ მას!
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (328)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)