ლეგენდები ერთმანეთს შეხვდნენ

მადრიდის ”რეალის” ორი მეგოლე, ორი ლიდერი და ორი შესანიშნავი ფეხბურთელი - სწორედ ამ სიტყვებით შესაძლებელია მოვიხსენიოთ უგო სანჩესი და კრიშტიანო რონალდო. პირველი მათგანი უკვე შესულია სამეფო კლუბის ისტორიაში, ხოლო მეორე კი სულ მალე შევა. კრიშტიანო მეორე სეზონია თეთრ ფორმას ატარებს და მას უკვე 84 გოლი დაუგროვდა, რაც შთამბეჭდავი შედეგია...


”ყოველთვის ვამბობდი, რომ, თუ ვინმე ჩემს შედეგს გაიმეორებდა, ეს იქნებოდა მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი. კრიშტიანოს წარმატებას ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ ის ჩემს რეკორდს მოხსნის” - აცხადებს უგო სანჩესი.

”ჩემი გოლები, გუნდის დამსახურებაა და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. იოზილი, ალონსო, ბენზემა, დი მარია, იგუაინი და კაკა შესანიშნავი გუნდელები არიან და მათ გვერძე თამაში ძალიან მსიამოვნებს” - ამბობს რონალდო.

”იმ დროს, მეც საკმაოდ კარგი თანაგუნდელები მყავდა და მათ გვერძე თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა” - უგო ეუბნება კრიშტიანოს.

”ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამდენ გოლს გაიტანს მთლიანად გუნდი სეზონის ბოლოს. ”ალმერიასთან” შევეცდებით გავიტანოთ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია, რათა სეზონი ლამაზად დავასრულოთ - აცხადებს რონალდო.

ნათქვამია, რომ ფორვარდი, მის მიერ ყველა გატანილ გოლს იმახსოვრებს. ორი გენიალური ფეხბურთელი ამ გამონათქვამს ეთანხმება: ”ძალიან კარგად მახსოვს ჩემი 38-ივე გოლი და ისიც მახსენდება, თუ როგორ ვცდილობდი ზარას რეკორდის მოხსნას” - იძახის სანჩესი. ”წელს, უამრავი გოლი გავიტანე, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ”ვილიარეალთან” შესრულებული ჰეტ-ტრიკი, რომლის წყალობითაც, გუნდმა დიდი გამარჯვება მოიპოვა” - ამატებს პორტუგალიელი.

”კრიშტიანოსნაირი, სისწრაფე და ძალა, რომ მქონოდა, ორჯერ მეტს გავიტანდი” - ამბობს სანჩესი. ”ის ულამაზესად ასრულებდა დარტყმებს და იყო ძალიან ელასტიური.” - აცხადებს რონალდო.

”პორტუგალიელი საოცარი ფეხბურთელია. ამდენი გოლი ერთ სეზონში, ეს ხომ განუმეორებელი შედეგია. ის მუდამ მაოცებდა და ახლა მითუმეტეს. მე მინდა, მას წარმატება და ბევრი ტიტული ვუსურვო მადრიდის ”რეალის” მაისურით” - ასრულებს სანჩესი.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)