"ვილიარეალი" 1-3 მადრიდის "რეალი"

კრისტიანო რონალდო, ორი არაჩვეულებრივად გატანილი ჯარიმით, გაუთანაბრდა ზარასა და უგო სანჩესის ისტორიულ რეკორდს


კრისტიანო რონალდო, "ვილიარეალთან" გატანილი ორი ჯარიმის წყალობით, გაუთანაბრდა ზარასა და უგო სანჩესის 38 გოლიან რეკორდს ერთ სეზონში. მას ამის დამხობის შანსი ექნება "ალმერიასთან". პორტუგალიელის შესანიშნავი სვლა სეზონში, მას ამ წლის ოქროს ბუცის მოგების ფავორიტს ხდის. რონალდოს გოლები დაეხმარა მადრიდის "რეალს" მოეპოვებინა ზედიზედ მეექვსე საგარეო გამარჯვება.

"ვილიარეალი" 1-3 მადრიდის "რეალი"


ჟოზე მაურინიომ ძირითადში კაკა და ბენზემა დააყენა, ხოლო ოზილი და დი მარია სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მადრიდის "რეალი" აკონტროლებდა ბურთს და "ვილიარეალს" იძულებულს ხდიდა თავის ნახევარზე დარჩენილიყო. მარსელო მარცხენა ფლანგს მეტოქეთათვის საშიშს ხდიდა და მან გამხსნელი გოლის გატანაც კი შესძლო (16').

"ვილიარეალი" 1-3 მადრიდის "რეალი"


თეთრებმა მეორე გოლი ხუთი წუთის შემდეგ გაიტანეს: კაკა წააქციეს საჯარიმოს გარეთ, დაინიშნა ჯარიმა და რონალდომ ის არაჩვეულებრივ გოლად აქცია.

"ვილიარეალი" 1-3 მადრიდის "რეალი"


მეორე ნახევარში შეიცვალა რაღაცეები. "ვილიარეალი" წინ წამოიწია შეტევაზე და დიდი პერიოდის განმავლობაში აკონტროლებდა კიდევაც ბურთს. ამან გამოიწვია მათი ერთადერთი გოლი იმ თამაშში, რომელიც გაიტანა კანიმ, როსისა და ბრუნოს შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ (51'). მატჩი უფრო ინტენსიური გახდა, მადრიდის "რეალი" კონტრშეტევებზე თამაშობდა, ხოლო "ვილიარეალი" ცდილობდა, კანისა და როსის დახმარებით, გამთანაბრებელის გატანას. თუმცა, რამოსი, პეპე და კარვალიო მყარად იდგნენ დაცვაში და არ აძლევდნენ ადგილობრივებს გოლის გატანის საშუალებას.

"ვილიარეალი" 1-3 მადრიდის "რეალი"


კიდევ იყო დრო კრისტიანო რონალდოსთვის ჯარიმის გასატანად. ჯარიმა 92-ე წუთზე დაინიშნა, რამაც მოახერხებინა მას გათანაბრებოდა უგო სანჩესისა და ზარას ისტორიულ რეკორდს.

"ვილიარეალი" 1-3 მადრიდის "რეალი"


წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 16 მაი 2011
  • 3094
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)