კრისტიანო - გოლების მეფე

მადრიდისტა თავდამსხმელი პირველი მოთამაშეა ლა ლიგის ისტორიაში ვინც გაიტანა სამი ან მეტი გოლი ექვსჯერ ერთ სეზონში


კრისტიანო რონალდოს ჰეთ-ტრიკი ხეტაფეს წინააღმდეგ იყო მეოთხე - ამ სეზონში და მეხუთე მას შემდეგ რაც მადრიდის "რეალს" შეუერთდა. თავდამსხმელმა წელს შვიდჯერ შესძლო დუბლის შესრულება. ის პირველი მოთამაშეა ლა ლიგის ისტორიაში ვინც გაიტანა სამი ან მეტი გოლი ექვსჯერ ერთ სეზონში. აქამდე ამ რეკორდს რომარიო და ლანგარა ლიდერობდნენ.

კრისტიანო - გოლების მეფე


წლეულს, რონალდომ 52 მატჩი ითამაშა (32 ლა ლიგაში, 12 ჩემპიონთა ლიგაში და 8 თასში) და 26 მათგანში კარის ბადე შეარხია, საშუალოდ იგი ორ მატჩში ერთ გოლს იტანდა. მაგრამ CR7 ამაზე არ გაჩერებულა. ფაქტიურად პირიქით. 26 მატჩიდან 13-ში მან 3 ან მეტი გოლი გაიტანა.

კრისტიანო - გოლების მეფე


მადრიდისტა თავდამსხმელმა ამ სეზონში 49 გოლის გატანა შეძლო და 82-ის გატანა მას მერე რაც ესპანეთის დედაქალაქში მოვიდა 2009-ის ზაფხულს. ბოლო ორ სეზონში მან ოცდაორჯერ მოახერხა ერთზე მეტი გოლის გატანა თამაშში (15-ჯერ დუბლი, 5-ჯერ ჰეთ-ტრიკი და 2-ჯერ პოკერი). მან მადრიდის "რეალში" ნათამაშები 87 მატჩიდან 49-ში გაიტანა (56.3%).

235 გატანილი გოლით, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, რონი თავისი მეორე ოქროს ბუცის და პირველი პიჩიჩის (ლა ლიგის საუკეთესო გოლეადორი) მოპოვების ზღვარზეა. ასევე მას შეუძლია მოხსნას სეზონში გატანილი 38-გოლიანი რეკორდი, რომელიც ზარასა და უგო სანჩესის სახელზეა...

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 13 მაი 2011
  • 3545
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)