კასილასი: "ჩვენს თამაშს 10-დან 8 ქულას დავუწერდი"

იკერ კასილასმა დღეს საკუთარი Facebook–ის გვერდის და ოფიციალური ვებ–გვერდის პრეზენტაცია გამართა. გოლკიპერმა ორივე მათგანზე გაამახვილა ყურადღება და ასევე ისაუბრა "მადრიდის რეალის" მიერ ჩატარებულ სეზონზე.


იკერ კასილასს მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ყავს. მის facebook–ის გვერდზე 1,638,320 მომხმარებელია დარეგისტრირებული (უფრო სწორად ზემოთხსენებული Like–ები აქვს მის გვერდს). ეს მას მერე, რაც მან ამის შესახებ გააკეთა განაცხადი: "მინდა ჩემი ოფიციალური ვებ–გვერდი მქონდეს, სადაც გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება დაათვალიერონ ჩემი უახლესი სურათები და შეიტყონ სხვადასხვა ამბები ჩემი პირადი ცხოვრებიდან"–განაცხადა გოლკიპერმა. "ეს ურთიერობისთვის კარგი საშუალებაა. ამ სფეროში დიდი გამოცდილება არ მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ხალხს ეს წამოწყება მოეწონება. იმედი მაქვს ისინი საკუთარ მოსაზრებებს გამიზიარებენ."

კასილასი: "ჩვენს თამაშს 10-დან 8 ქულას დავუწერდი"


კასილასმა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოახდინა საკუთარი ოფიციალური ვებ–გვერდის პრეზენტაციაც ( კასილასის ოფიციალური ვებ–გვერდი იკერ კასილასის ვებ–გვერდი Facebook–ზე ), რომელიც დაკავშრებულია "მადრიდის რეალთან": "ჩემი სახელი ყოველთვის უკავშირდებოდა "მადრიდის რეალს". მადლობა ამ კლუბს ყველაფრისთვის, რაც მან ჩემი ბავშვონიდან მოყოლებული ჩემთვის გააკეთა."

"მიმდინარე სეზონში ჩვენს თამაშს კარგ შეფასებას მივცემდი. თუ მიმდინარე სეზონის დასაწყისში მეტყოდნენ, რომ სეზონის ბოლოს კოპა დელ რეის თასს ავწევდი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვითამაშებდი და ლა ლიგას მეორე ადგილზე დავასრულებდით, ძალიან გამიკვირდებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის უფრო მეტი გვინდა, ამიტომაც ეს მოგვცემს ძალას მომდევნო სეზონისთვის. ჩვენს მიმდინარე სეზონს კი 10 ბალიანი შეფასების სისტემით 8 ქულას დავუწერდი."

კასილასი: "ჩვენს თამაშს 10-დან 8 ქულას დავუწერდი"


" "მადრიდის რეალი" კოპა დელ რეის თასის მოგებას 18 წლის მანძილზე ვერ ახერხებდა. ეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ტიტულია. ხალხმა ეს ტიტული უნდა დააფასოს , ვინაიდან მის მოსაპოვებლად ფინალში მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესი კლუბი დავამარცხეთ. ჩვენ ასპარეზობას წინა ორი ფინალისტიც გამოვთიშეთ, ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგ–ზოგიერთები ცდილობენ ამ მონაპოვარის დაკნინებას, ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა."

კასილასი: "ჩვენს თამაშს 10-დან 8 ქულას დავუწერდი"


"ხალხს, რომელიც არ იცნობს მოურინიოს შეიძლება საკუთარი აზრი ქონდეს, მაგრამ მე აგერ უკვე ერთი წელია, რაც მასთან მიწევს მუშაობა და არავინ ჩემზე უკეთ არ იცის, თუ რას წარმოადგენს ის. მე მუდამ დავიცავ და დავუდგები გვერდით ჩემს მწვრთნელს."

კასილასი: "ჩვენს თამაშს 10-დან 8 ქულას დავუწერდი"


"ის განწყობა და ე.წ. "აგრესია" , რომელიც "ბარსელონას" ფეხბურთელების წინააღმდეგ გვქონდა სავსებით ნორმალურია, ვინაიდან 20 დღეში ოთხი კლასიკო ვითამაშეთ. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს და განვაგრძოთ წინსვლა."

" "მანჩესტერ იუნაიტედი და "ბარსელონა" დიდი კლუბებია და ფინალში რა მოხდება ამას ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს. იმედი მაქვს სანახაობრივი თამაში იქნება."

წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)