ვალდანო : "კრიშტიანო აღმაფრთოვანებელი მოთამაშეა"

სამეფო კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც შეაქო კრიშტიანო რონალდო. არგენტინელმა ასევე ახალწვეულ ნური შაჰინზეც გააკეთა კომენტარი...


"აღფრთოვანებული ვარ ჩვენი მოთამაშეების გარჯით, ეს იყო ბრწყინვალე ასპარეზობა და ნამდვილად დასაფასებელია, რომ ფეხბურთელები ასე იხარჯებიან. დღეს ვიხილეთ ნამდვილი პროფესიონალური თამაში."

"კრიშტიანო რონალდო საოცარი ფეხბურთელია, მისგან ნებისმიერ მომენტში უნდა ველოდოთ სიტუაციის გამწვავებას, პორტუგალიელმა მოთამაშემ ბოლო ორ თამაშში შვიდი გოლის გატანა მაოხერხა, რაც ესპანეთის პრიმერაში, არც ისე იოლი გასაკეთებელი საქმეა. რონალდო ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, რაც მისი წარმატების საწინდარია."

"ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ ნური შაჰინი მომავალ სეზონს სამეფო კლუბში გაატარებს, ამ ახალგაზრდამ დიდი დახმარება უნდა გაგვიწიოს, მე მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. ნური გამოემშვიდობება გერმანელ გულშემატკივრებს და ამის შემდეგ შემოუერთდება ჩვენს გუნდს." dle 10.1

  • Hala
  • 11 მაი 2011
  • 2233
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)