კარანკას წინასამატჩო პრესკონფერენცია

ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა, აიტორ კარანკამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ შეხვედრასა და ნური შაჰინზე ისაუბრა, რომელიც გუშინ ოფიციალურად გახდა სამეფო კლუბის წევრი...


"ნური შაჰინის თამაში ძალიან ელეგანტურია, ასეთი ფეხბურთელი აუცილებლად მოგვიტანს წარმატებას, დარწმუნებული ვარ მისი ტრანსფერი გაამართლებს. მომავალი სეზონისთვის ჩვენ უკვე ვემზადებით და გვჭირდება მისნაირი ახალგაზრდები."

"მადრიდული პოლიტიკა უცვლელია, თუ კიდევ შედგება ტრანსფერი, ეს ისევ ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოჩენას ნიშნავს. ფლორენტინო პერესმა შარშან მესუთ ოზილი, სამი ხედირა და ანხელ დი მარია შეიძინა, ამ ფეხბურთელების ასაკი რა თქმა უნდა ძალიან პატარაა, მაგრამ თითოეულ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ნური 23 წლის არის, დარწმუნებული ვარ მისი გუნდთან ადაპტირება დიდ ხანს არ გასტანს და სამეფო კლუბს მისი სახით ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფიგურა ეყოლება."

"ამ სეზონში მადრიდულმა გიგანტმა ძალიან ბევრ მატჩში მოახერხა უამრავი გოლის გატანა, ამის მთავარი შემოქმედი კი პორტუგალიელი შეგირდი, კრიშტიანო რონალდო იყო, მიმდინარე დაპირისპირებებში კრიშტიანომ დიდი დახმარება გაუწია გუნდს, მას უკვე ძალიან ბევრი გოლი დაუგროვდა და იმედი მაქვს, რომ "პიჩიჩის" მფლობელი სწორედ მოურინიოს თანამემამულე გახდება. მნიშვნელოვანია გუნდის წარმატება, მაგრამ როდესაც ჩვენი კოლექტივის რომელიმე წევრი პრიზად ამხელა ჯილდოს იღებს , რა თქმა უნდა სასიხარულოა."

"ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ მეტოქეს და ვცდილობთ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, სეზონი ჯერ არ დასრულებულა."

"სეზონის პირველ ნახევარში გუნდი ბრწყინვალედ ასპარეზობდა და საშინაო არენაზე გოლების მაქსიმალური რაოდენობა გაჰქონდა, მას შემდეგ დრო გავიდა და ფეხბურთელებმაც უკეთესად გაუგეს ერთმანეთს, მაგრამ ფიზიკურმა დაღლამ ბევრ რამეზე იმოქმედა. "ხეტაფესთან" არც ისე იოლი შეხვედრა გველის, დარწმუნებული ვარ შეგირდები ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც საჭიროა." dle 10.1

  • Hala
  • 10 მაი 2011
  • 2191
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)