მიგელ პარდესამ ნური შაჰინზე ისაუბრა

მოგეხსენებათ, ნური შაჰინი უკვე მადრიდის "რეალის" კუთვნილებაა, სულ ცოტა ხანში ახალწვეული "ბლანკოსსთან" 6 წლიან კონტრაქტს მოაეწერს ხელს. გუნდის სპორტულმა დირექტორმა, მიგელ პარდესამ განხორციელებული ტრანსფერი შეაფასა...


"ნური შაჰინი ძალიან კარგი ახალგაზრდაა, რომლის პერსპექტივას ყველა ხედავს, იგი სამეფო კლუბისთვის მნიშვნელოვანი დანამატი იქნება, რადგან ამ ფეხბურთელს აშკარად აქვს პროგრესირებს საშუალება და დარწმუნებული ვარ მას დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია."

"ვცდილობთ ერთ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავდეს და ყველა მუშაობდეს იმისთვის, რომ გუნდის სასტარტოში მოიპოვოს ადგილი, ჯანსაღი კონკურენცია რა თქმა უნდა გუნდის სიძლიერეზე მოქმედებს, ჩვენ დავეხმარებით ნურის სწრაფად ადაპტირებაში."

"ახალწვეულს ნახევარდაცვის ნებისმიერ რგოლში შეუძლია ასპარეზობა, შარშანდელ სეზონში მან "ბორუსიისთვის" ბევრი რამ გააკეთა სხვადასხვა პოზიციიდან, იგი უნივერსალია. შეუძლია გარემარბობა, ასევე მშვენივრად თამაშობს გამთამაშებლის პოზიციაზე."

"ტაქტიკას გუნდის მწვრთნელი წყვეტს, ამიტომ სწორედ ჟოზე მოურინიომ იცის თუ სად უნდა მოუძებნოს შაჰინს ადგილი. პორტუგალიელი სპეციალისტი დიდი ხანი ინტერესდებოდა ამ ფეხბურთელით და დარწმუნებული ვარ მას კარგად გამოიყენებს. ნურის გადმოსვლაში ჟოზემ დიდი როლი ითამაშა." dle 10.1

  • Hala
  • 9 მაი 2011
  • 2705
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)