კასილასის პრეს–კონფერენცია

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის კიპერმა იკერ კასილასმა გამართა პრეს–კონფერენცია, სადაც ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ კლუბმა შესანიშნავად დაიწყო.


ამ დღეებში ბევრი ილაპარაკეს კრიშტიანო რონალდუს საჯარიმო დარტყმებზე. სიმართლეა თუ არა, რომ ის ბურთები, რომლებსაც უეფა იყენებს ფეხბურთელს ეხმარება სტანდარტული მდგომარეობებიდან გოლის გატანაში?

ახალი ბურთები გოლკიპერისთვის ძალიან ცუდია, ვინაიდან ის ფეხბურთელს დიდ დახმარებას უწევს გოლის გატანის დროს. ეს ახალი ბურთები გოლკიპერს პრობლემებს უქმნის, მაგრამ ეს ცუდი არაა. ასე თუ ისე, ციურიხის წინააღმდეგ თამაშისას რონალდუს მიერ გატანილი გოლები ძნელად წარმოსადგენი იყო. მე ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებს არ აქვთ ნერვიულობის საფუძველი.

რა ძალით ურტყამს კრიშტიანო რონალდუ?

მას სხვადასხვანაირი დარტყმის სტილი აქვს, როცა ის ძლიერად ურტყამს, ხოლო ბურთი კი ამაზე რეაგირებს, მაშინ ასეთი დარტყმები საბოლოოდ გოლად იქცევა. გარედან ისე ჩანს, თითქოსდა გოლკიპერი შეცდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი დარტყმის სიძლიერეზეა დამოკიდებული, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალი ბურთები დარტყმებზე ძალიან მაგრად რეაგირებენ.

როგორ ემზადებით ხერესის წინააღმდეგ მატჩისთვის?

ისევერ როგორც ნებისმიერი სხვა თამაშისთვის. ჩვენ ყველა ეტაპზე გვსურს სამი ქულის აღება. ეს კვირა ძალიან დატვირთული იქნება ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ სახლში ვხვდებით ხერესს, ხოლო შემდეგ კი გასვლაზე ვეთამაშებით ვილიარეალს. ამ ორი თამაშის შემდეგ ჩვენ ტენერიფესთან გვიწევს შეხვედრა, რომელსაც სახლში გავმართავთ. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც ხერესი, ჩვენთვის ძალიან პრობლემატური იქნება, ამიტომ ადვილი თამაში არ გველის. ორივე თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

თქვენ კვლავ უშვებთ გოლებს სტანდარტული სიტუაციებიდან...

ჩვენ ერთი გოლი კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ, ხოლო მეორე კი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად გავუშვით. ჯერ მხოლოდ სამი თამაში ვითამაშეთ და რამე დასკვნის გაკეთება ნაადრევად მეჩვენება.

არის თუ არა კრიშტიანო რონალდუ ისეთივე კარგი, როგორიც რობერტო კარლოსი იყო?

ის ამ მხრივ ისეთივე კარგია, როგორც რობერტო კარლოსი. კაკასაც გაჰქონდა გოლები სტანდარტული დარტყმებიდან მილანში. რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოწინააღმდეგემ არის ის, რომ რონალდუ ნებისმიერი სტანდარტული საჯარიმოების შესრულებისას ძალიან სახიფათოა.

ეს შენი მეათე წელია კლუბის შემადგენლობაში? რას იტყვით არის თუ არა ეს უძლიერესი შემადგენლობ ამ ათი წლის გადასახედიდან?

ეს აბსოლიტურად ძლიერი კლუბია. დიდ კლუბებს დიდი შედეგები ესაჭიროებათ. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, მაშინ სეზონის ბოლოს გულშემატკივარი უძლიერესადაც დაგვასახელებს. შვიდი წლის წინ ჩვენ გვყავდა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ რონალდო, ბექჰემი, ზიდანი და ა.შ. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, ვინაიდან საკუთარი თავი უძლიერესი მხრიდან წარმოვაჩინეთ. ეხლაც კარგი შემადგენლობა გვყავს.

თუ თქვენ ვერ გააღწიეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, იქნება თუ არა ეს კლუბის კრახი?
ეს ძალიან ძნელი შეკითხვაა. ჩვენ ეხლა უფრო მეტ ზეწოლას განვიცდით, ვინაიდან ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე ტარდება, მაგრამ შეიძლება ყველაფერი როგორც გვინდა ისე არ მოხდეს. ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე კარგად თამაშზე უნდა ვიფიქროთ, უკვე ხუთი წელია რაც 1/8 ფინალს ვერ გავცდით.

ხაბი ალონსო დიდი დანაკარგია?

არაა ნორმალური ერთ წუთში ორი გოლის გაშვება. ხაბი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მაგრამ მის გარდა კლუბში კიდევ 24 ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია მისი შეცვლა, მაგ: გუტი, გაგო, დიარა თავისუფლად შეცვლიან მას იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ შეძლებს თამაშს.

არის თუ არა ბარსელონა მისაბაძი?

ჩვენ არ უნდა მივბაძოთ მათ, ისინი შესანიშნავად თამაშობდნენ და კარგ ფეხბურთსაც უჩვენებდნენ წინა სეზონში, ამიტომაც მოიგეს სამივე ტიტული, მაგრამ ჩვენთვის ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას საჭიროება გვიკარნახებს და თითოეულ ეტაპზე უნდა გავაუმჯობესოთ.საკმაოდ კარგი დასაწყისი გვქონდა და ასე უნდა გავაგრძელოთ.

რას იტყვით თქვენს ოპონენტებზე ჩემპიონთა ლიგაში?

რა თქმა უნდა ციურიხი ისეთივე ძლიერი არაა, როგორც მილანი და მარსელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც სასიამოვნოა მოგებით დაწყება.

ბოლო სეზონში მადრიდის რეალს არ გაჰქონდა ბევრი გოლი და არც თავად უშვებდა, როგორც ჩანს ამ სეზონში საპირისპირო რამ მოხდება.

წინათაც ვთქვი, რომ ჯერ რამის თქმა ძნელია. ჩვენ მოგებით დავიწყეთ და მიუხედავად ამისა ბევრი რამის გამოსწორება და ბევრ რამეზე მუშაობა მოგვიწევს, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინაა.

წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 17 სექტემბერი 2009
  • 3768
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (328)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)