ახალწვეულთაგან ყველაზე მეტი დრო კარვალიომ იასპარეზა

მაშ ასე. მადრიდის "რეალმა" შარშანდელი სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა. რიკარდო კარვალიო, ანხელ დი მარია, სამი ხედირა, მესუთ ოზილი, სერხიო კანალესი, პედრო ლეონი. სწორედ ეს მოთამაშეები გადმოვიდნენ გუნდში შარშან.


ახალწვეულთაგან ყველაზე მეტი დრო კარვალიომ იასპარეზა


რიკარდო კარვალიო არის ფეხბურთელი, რომელმაც იკერ კასილასის შემდეგ ყველაზე მეტი დრო დაჰყო მოედანზე. მიუხედავად არც ისე ახალგაზრდული ასაკისა (რა თქმა უნდა ფეხბურთისთვის) პორტუგალიელი მცველი ძალიან დიდ დროს ატარებს მოედანზე. ლა ლიგა უკვე დასასრულს უახლოვდება და ამ დროისთვის რიკარდოს 2711 წუთი აქვს მოედანზე დაყოფილი, ამ დროში მან 3-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.

ახალწვეულთაგან ყველაზე მეტი დრო კარვალიომ იასპარეზა


შემდეგ მოდის მესუთ ოზილი, რომელმაც ამ სეზონში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის გამთამაშებლის პოზიციაზე დაიმკვიდრა ადგილი. მის ანგარიშზე 2375 წუთი და 6 გოლია. გერმანელმა სულ 32 თამაში ჩაატარა.

ახალწვეულთაგან ყველაზე მეტი დრო კარვალიომ იასპარეზა


მესამე პოზიციას ანხელ დი მარია იკავებს. არგენტინელმა მოთამაშემ მესუთისგან განსხვავებით ერთით მეტი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ოზილს უფრო მეტი დრო იმიტომ აქვს ნათამაშები, რომ იგი ძირითადად სასტარტო შემადგენლობიდან იწყებდა თამაშს, ანხელს კი რამდენჯერმე სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა. არგენტინელმა მოთამაშემ მოედანზე 2286 წუთი დაყო და მესუთის მსგავსად 6 გოლის გატანა მოახერხა.

ახალწვეულთაგან ყველაზე მეტი დრო კარვალიომ იასპარეზა


მეოთხე ადგილზე სამი ხედირა გავიდა. გერმანელმა მოთამაშემ მოედანზე 1937 წუთი დაყო და მეტოქის კარების აღება ვერ მოახერხა. ხედირამ მადრიდის "რეალის" ფორმა 25-ჯერ მოირგო ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში.

ახალწვეულთაგან ყველაზე მეტი დრო კარვალიომ იასპარეზა


მეხუთე პოზიციას დასჯერდა ახალგაზრდა სერხიო კანალესი, რომელმაც 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სერხიო ძირითადად შეცვლებზე გამოდიოდა, მაგრამ მაინც მოახერხა 305 წუთის მინდორზე გატარება.

ახალწვეულთაგან ყველაზე მეტი დრო კარვალიომ იასპარეზა


მეექვსე ადგილზე კი პედრო ლეონი გავიდა, რომელიც სამეფო კლუბში დიდი იმედებითა და წარმატებების მოლოდინით გადაბარგდა, მაგრამ მან ვერ მოიპოვა ჟოზე მოურინიოს ნდობა. ლა ლიგაში პედრომ სულ 154 წუთი იასპარეზა, რაც 6 მატჩს მოიცავს. კანალესის მსგავსად არც მას აქვს გოლი გატანილი და ისიც ძირითადად შეცვლებზე შედიოდა მოედანზე.

ახალწვეულთაგან ყველაზე მეტი დრო კარვალიომ იასპარეზა


ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდმა მანჩესტერ "სიტისგან" იჯარით აიყვანა ემანუელ ადებაიორი, რომელმაც პედრო ლეონის და სერხიო კანალესის შედეგი გააუმჯობესა, მეტიც, ტოგოელ ფორვარდს კანალესისა და ლეონის ნათამაშებ წუთების ჯამზე უფრო მეტიც აქვს მოედანზე დაყოფილი. ემანუელმა ლა ლიგაში 633 წუთი ითამაშა, რომელიც 11 შეხვედრას მოიცავს. მის ანგარიშზე 2 გოლია.

ჩვენ შევაფასეთ შარშანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენილ ფეხბურთელა ნაღვაწი ამ სეზონში. გამოდის, რომ ჟოზე მოურინიომ თითქმის ყველა ტრანსფერი მაქსიმალურად გამოიყენა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მეკარე კასილასის შემდეგ, ნათამაშები დროის მიხედვით ყველას რიკარდო კარვალიო ჯაბნის. dle 10.1

  • Hala
  • 7 მაი 2011
  • 2139
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)