"სევილია" - "რეალი" [პრევიუ]

მოგეხსენებათ, დღეს მადრიდის "რეალი" ანდალუსიურ "სევილიასთან" გაარკვევს ურთიერთობას...


დაძაბული კლასიკოების მატჩები უკვე დასრულდა და ყველაფერი გამოვლენილია. მადრიდის "რეალმა" ორი ტურნირი უკვე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა 1/2 ფინალამდე გააღწიეს. ესპანეთის სამეფო თასი კი იკერ კასილასმა და "ბლანკოსის" მუზეუმმა ჩაიბარა. დღეს ესპანური გრანდი მხოლოდ "სევილიასთან" მატჩზეა ორიენტირებული, რომელიც 23 საათსა და 55 წუთზე აიღებს სტარტს.

სევილიელები სეზონის მეორე ნაწილში გაცილებით უფრო დამაჯერებლად ასპარეზობენ, საკუთარ "სანჩეს პისხუანზე" გრეგორიო მანსანოს ფეხბურთელებს წაგება არ აქვთ, რაც რა თქმა უნდა მათ სიძლიერეზე მეტყვლელებს. პირველი არც ისე წარმატებული ნახევრის შემდეგ, მეორე წრე განსხვავებულად დაიწყო. სევილიელებმა შინ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს კატალონიის "ბარსელონას" და შეხვედრა ფრედ 1-1 დაასრულეს, ასევე მოხდა მალაგასთან, დანარჩენები შეხვედრები, რომელიც ამ გუნდმა საკუთარ არენაზე გამართა 3 ქულის მოპოვებით დასრულდა.

მადრიდის "რეალი" მანსანოს გუნდს ამ სეზონში 3-ჯერ შეხვდა და სამივეჯერ 100 %-იანი შედეგი აჩვენა. აქედან ერთი დაპირისპირება ლა ლიგის ეგიდით გაიმართა, ხოლო დანარჩენი ორი მატჩი სამეფო თასზე შედგა. დღეს კი ეს გუნდები მეოთხედ გაარკვევენ ურთიერთობას.

სევილიაში არ გამგზავრებულან ანხელ დი მარია და რიკარდო კარვალიო, რომლებიც დისკვალიფიკაციის გამო ისჯებიან და ვერ ახერხებენ გუნდის დახმარებას. ფერნანდო გაგო და სამი ხედირა ტრავმირებულები არიან და ამ მიზეზით დარჩნენ მადრიდში. კრიშტიანო რონალდო, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება გუნდთან ერთადაა და დღეს კიდევ ეცდება საკუთარი შესანიშნავი გოლების სერიის გაგრძელებას. ამ სეზონში პორტუგალიელმა შემტევმა ყველა ტურნირზე 42 გოლის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ გრეგორიო მანსანოს საკადრო პრობლემები აქვს. მას ვერ დაეხმარებიან რაკიტიჩი, ნავასი, კასერესი, რუანო და დიეგო პეროტი, რაც რა თქმა უნდა უდიდესი დანაკლისია. dle 10.1

  • Hala
  • 7 მაი 2011
  • 1965
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)