4 "კლასიკო" – სიტყვიერი მიმოხილვა

როგორც მოგეხსენებათ, ორი დღის წინ მადრიდის "რეალმა" დათმო ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური და დამარცხდა კატალონიის "ბარსელონასთან" ორი მატჩის ჯამში. გთავაზობთ ოთხივე გამართული კლასიკოს სიტყვიერ მიმოხილვას.


შვიდი გოლი, 5 წითელი ბარათი, ყვითლებით აღსავსე მატჩები, ფანტასტიური მესი, არადამაჯერებელი რონალდუ, დამარცხებული მოურინიო და გამარჯვებული პეპ გუარდიოლა – ამ სიტყვებით წარმოგვიდგინეს ჟურნალისტებმა გამართული ოთხი "ელ კლასიკო".

4 "კლასიკო" – სიტყვიერი მიმოხილვა


ეს იყო რიგით პირველი "კლასიკო", რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა. ამ მატჩს ყველა მოუთმენლად ელოდა, რაც გასაკვირი არაა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, ალბათ სწორედ ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, რამაც შედეგზე მოახდინა ზეგავლენა. ზემოთხსენებულ მატჩში ორი გოლი გავიდა, თუმცა ორივე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. შესაბამისად შეხვედრის საბოლო შედეგი 1–1 დაფიქსირდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე:


4 "კლასიკო" – სიტყვიერი მიმოხილვა


4 "კლასიკო" – სიტყვიერი მიმოხილვა


თამაში მადრიდელებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, თუმცა ამას გოლი არ მოყოლია. "თეთრები" უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა 35–ე წუთის შემდეგ კატალონიელებმა დაიჭირეს ბურთი და შესაბამისად აქტიურებიც სწორედ ისინი იყვნენ. "ლურჯ–წითლებს" შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ "მერენგებმა" მათ ამის საშუალება არ მისცეს. 90 წუთი გავიდა, თუმცა გოლი მაინც არ გასულა, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ დაინიშნა დამატებითი დრო. რონალდუმ კი დამატებულ დროში მოახერხა და გაიტანა მეტად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ფასეული ბურთი, რის გამოც "ლოს ბლანკოსებმა" ქალაქ ვალენსიაში, კერძოდ კი "მესტალიაზე" თასი აღმართეს (1–0).

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე:


4 "კლასიკო" – სიტყვიერი მიმოხილვა


4 "კლასიკო" – სიტყვიერი მიმოხილვა


იმას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, რომ ჩემპიონთა ლიგა ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ტიტულია. აქ დაძაბულობამ ცხადია იმატა, რაც ალბათ მოულოდნელი არ იყო. ფეხბურთელებმა ითამაშეს ისე, როგორც მათ ევალებოდათ, თუმცა ბევრი თვლის, რომ "ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში მსაჯი კატალონიელთა გამარჯვებაზე "ზრუნავდა". შეხვედრის მიმდინარეობისას არც თუ ისე ბევრი მომენტი შეიქმნა, თუმცა ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. შეხვედრის მეორე ტაიმში, დაპირსპირების მთავარმა არბიტრმა შტარკმა გააძევა "რეალის" მოთამაშე და ამით ფაქტიურად განადგურდა "თეთრების" ნახევარდაცვა, რასაც "ბლაუგნარელთა" გააქტიურება მოჰყვა. 10 კაციანი "ბლანკოსი" დაცვაში ჩაჯდა, მაგრამ მათ ვერ შესძლეს ლიონელ მესის შეჩერება, რომელმაც ზემოთხსენებულ შერკინებაში ორი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. შეხვედრის საბოლოო შედეგი კი 2–0 დაფიქსირდა (კატალონიელთა სასაგებლოდ).

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე:


4 "კლასიკო" – სიტყვიერი მიმოხილვა


4 "კლასიკო" – სიტყვიერი მიმოხილვა


სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ამჯერად მორიგი ე.წ ესპანური დერბი "ნოუ კამპზე" გაიმართა. ამ მატჩის შედეგად გამოვლინდა, თუ ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელსაც "უემბლის" შესანიშნავი არენა უმასპინძლებს. პეპ გვარდიოლას სრულებით აწყობდა ფრე, ვინაიდან ამ შემთხვევაში საგზურს სწორედ იგი მიიღებდა. როგორც ყოველთვის, ჟოზეპის შეგირდები ფლობდნენ უპირატესობას, ხოლო ჟოზე მოურინიოს (აიტორ კარანკა) აქცენტი კონტრ–შეტევებზე ჰქონდა გაკეთებული, რამაც საბოლოო ჯამში არ გაამართლა. პირველი ტაიმი 0–0 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში "ლურჯ–წითლები" გაცილებით აქტიურად თამაშობდნენ, რასაც მოჰყვა გოლი (პედრო – 65 წუთი), მაგრამ ათი ცუთის შემდეგ მარსელომ წონასწორობა აღადგინა (75 წუთი). შეხვედრა კი ანგარიშით 1–1 დასრულდა და კატალონიელებმა დამსახურებულად, თუ დაუმსახურებლად, მაინც მოიპოვეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ არ ჩაითვალა პირველი გოლი, რომელიც გონსალო იგუაინმა გაიტანა – ეს შეიძლება მსაჯის შეცდომას დავაბრალოთ, ან... ასეა თუ ისეა "ბლაუგნარა" გადამწყვეტ ეტაპზეა გასული. ფინალი კი 28 მაისს გაიმართება (მანჩესტერ იუნაიტედი – კატალონიის ბარსელონა).

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე:


4 "კლასიკო" – სიტყვიერი მიმოხილვა


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • tata
  • 5 მაი 2011
  • 3345
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)