ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!

ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!


მინდა ეს სტატია მივუძღვნა "რეალს" და მის დაუღალავ ქომაგებს, რომლებიც ბოლომდე მხარში უდგანან თავიანთ გუნდს!!!


საფეხბურთო სეზონი ევროპის მაშტაბით დასასრულს მიუახლოვდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მადრიდული კლუბისთვის ყველაფერი უკვე დასრულებულია, თუ არ ჩავთვლით იმ მათემატიკურ შანსებს, რომელიც ჯერ კიდევაა დარჩენილი "ლა ლიგაზე". მინდა შევაფასო მიმდინარე სეზონი (ცოტათი ნაადრევად) და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ მომხდარი მნიშვნელოვანი მომენტები.
თავიდან მინდა ფეხბურთელთა შეფასებით დავიწყო:

ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!


1) იკერ კასილასი– "მეკარე კატის გენებით", თამამად შეიძლება დასახელდეს გუნდის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. დაუვიწყარი იყო მისი თამაშები განსაკუთრებით "ელ–კლასიკოების" დროს.

ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!


2)მარსელო–"კაცი გამოძახებით", ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად თამაშობს ყველა პოზიციაზე. უდაოდ ერთ–ერთი შედეგის მომტანი გახლდათ სეზონის განმავლობაში.
3)რაულ ალბიოლი–მასზე შეიძლება ითქვას, რომ სეზონი სტაბილურად ჩაატარა.
4)კარვალიო–"მოუს თილისმა" ეს პორტუგალიელი მცველი მოუს ერთ_ერთი საყვარელი ფეხბურთელია. გამოირჩევა ხისტი, მაგრამ ზუსტი თამაშით.
5)არბელოა–მასზეც იგივეს თქმა შეიძლება, რაც ალბიოლზე მოგახსენეთ. ჯამში სეზონი საშუალოდ კარგად ჩაატარა.

ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!


6)ხაბი ალონსო–"გუნდის ხეხემალი", ბრწყინვალე მოთამაშე, ფართო ხედვის ნიჭი, სწორი გამოზომილი პასებით ის უდაოდ ლიდერია გუნდის. სამწუხაროდ მოუმ მას ჯერ ვერ მოუძებნა სტაბილური მაწყვილე.
7)სერხიო რამოსი–კაცი ლეგენდა, ძლიერი, ხისტი და შეუპოვარი ფეხბურთელი. არ ეშინია წითელი ბარათის და მუდამ ბოლომდე იბრძვის, ის არის ნამდვილი ლიდერი და გუნდის მეორე კაპიტანი.
8)ხედირა–გერმანელი ახალწვეულის პირობაზე კარგად თამაშობს, მაგრამ აქვს ხშირი ჩავარდნები. ფაქტია რომ მისი გადმოსვლის შემდეგ ლასი უფრო უკეთ ათამაშდა. არაუშავს წინ კიდევ მრავალი თამაშია.

ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!


9)ლასანა დიარა–"რეალის 10_ანი". ლასანა არ გამოირჩევა სტაბილური თამაშით, არის მომენტები, როცა ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბოლო "ელ–კლასიკოს" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გუნდში იკერთან ერთად. ამპლუით ჩამშლელი ნახევარმცველი შეტევებშიც დიდი ენთუზიაზმით ერთვება ხოლმე.
10)რიკარდო კაკა–წელს ამ შესანიშნავმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო თავის წარმოჩენა სათამაშო დროის უქონლობის გამო, მაგრამ მომავალი სეზონი ჯერ კიდევ წინაა და იმედი ვიქონიოთ, რომ მოახერხებს და ჩადგება იმ ფორმაში რა ფორმითაც მან მსოფლიოს გული მოიგო.
11)გონსალო იგუაინი–ადამიანი, რომელსაც ადარებენ ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან: ლუდ ვან ნისტელროი და ფილიპო ინძაგი. გონსალოს აქვს ის საფეხბურთო ყნოსვა, რომელიც მას შესანიშნავ გოლიადორად ხდის. სამწუხაროდ ეს სეზონი მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა მიღებული ტრამვის გამო.
12)მესიუთ იოზილი–მოუს გერმანელი შეგირდი, რომელიც შესანიშნავად მოერგო გუნდს, თუმცა ჰქონდა ჩავარდნები, განსკუთრებით კლასიკოების დროს. გერმანელი ჯერ ახალია და კარგად არ აქვს გათავისებული "კლასიკური დაპირისპირების" მნიშვნელობა, მაგრამ მომავალი წელი ხომ მის განკარგულებაშია!!!

ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!


13)პეპე–გამოირჩევა ხისტი თამაშით, არის შესანიშნავი მცველი და როგორც ბოლოს აღმოჩნდა არც თუ ურიგო ნახევარმცველიც. მან ძალიან კარგად ჩაატარა ეს სეზონი, სამწუხაროდ მსაჯები მას არ წყალობენ!!!
14)გრანერო–სტაბილური, ენერგიული და მებრძოლი მოთამაშე. ამ სეზონში დიდად არაფრით გამოუჩენია თავი.
15)პედრო ლეონი–მისი თამაშით თკბობა ჯერ ვერ მოახერხეს "თეთრების" გულშემატკივრებმა.
16)კანალესი–პერპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
17)ადებაიორი–"ტერმინატორი" ასე უწოდებენ მას საქართველოში, ალბათ წლის წარუმატებელი შენაძენი. მიუხედავად გატანილი გოლებისა მან ჯერ კიდევ ფეხი ვერ აუწყო ესპანური ფეხბურთის რიტმს. მისი ბოლო თამაშები კარატეს უფრო გავდა ვიდრე ფეხბურთს. ის ერთ–ერთი გუნდიდან წასვლის კანდიდატია გაგოსთან ერთად.

ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!


18)ქარიმ ბენზემა–ქარიმმა წელი ცუდად დაიწყო, ის იყო ერთადერთი სამიზნე ჟურნალისტებისათვის ნახევარი სეზონის განმავლობაში. ითვლებოდა წარუმატებელ შენაძენად, მაგრამ მან "რეინკარნაცია" განიცადა და ადებაიორის გადმოსვლის შემდეგ შესანიშნავად ათამაშდა. ქარიმი გამოიჩევა "ჩუმი" შეტევებით, თითქოს საფრთხეს არ წარმოადგენს მცველთათვის, მაგრამ სწორედ ამ დროს დაატყდება ხოლმე მეკარეს რისხვად.
19)დი მარია–"ტორნადო" ასე ეძახიან ფანები მას, თავისი სწრაფი და დამაბნეველი შეტევების გამო. ის გახლავთ ერთ–ერთი წარმატებული მოთამაშე გუნდისა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის დაბნეულ თამაშს "ელ–კლსიკოებზე".

ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!


20)კრიშტიანუ რონალდუ–"რეალის" ყველაზე წარმატებული შენაძენი, ყველა პოზიციაზე შეუდარებლად თამაშობს. ხისტი, შეუპოვარი, ენერგიული, მიზანდასახული და ლიდერის ფუნქციებით შემკული ფეხბურთელი. ჯარიმების უბადლო შემსრულებელი და ნამდვილი გოლიადორი. შეიძლება ითქვას, რომ "რეალისაგან" განსხვავებით მას ჯერ კიდევ აქვს მიზანი. მისი მიზანია გაიტანოს რაც შეიძლება მეტი ბურთი და აჯობოს ისეთ მეტოქეს, როგორიც მესია.

ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!


ჟოზე მოურინიო–იგივე "განსაკუთრებული". ფენომენი, რომელიც ბოლომდე ამოუცნობი რჩება (ps. ჩემმა ბარსელონას გულშემატკივარმა მეგობარმა მითხრა, იცი მოუს როდის მეშინია? ბლოკნოტში, რომ რაღაცეებს იწერს მაშინო). ის ხედავს მოედნის თითოეულ წერთილში თითოეულ მოქმედებას და იღებს ბრწყინვალე გადაწყვეტილებებს. მას ბევრი აკრიტიკებს წარუმატებლობის გამო, მაგრამ მან ერთხელ უკვე განაცხადა : "–ერთი წელი მაცადეთ, ხოლო მომავალი წლიდან თითოეულ მატჩზე ვაგებ პასუხს". ის არასდროს გამოხატავს უკმაყოფილებას მსაჯების მიმართ, მაგრამ მოგეხსენებათ ბოლო დროს მსაჯთა ხშირმა შეცდომებმა მოუ წყობიდან გამოიყვანა და საბედისწერო განცხადება გააკეთა : "–ზუსტად არ ვიცი ეს "იუნისეფის" რეკლამას დავაბრალო თუ ანხელ მარია ვირიალთან ნაცნობობას, მაგრამ შესანისნავია, როცა ეს ბერკეტები გაქვს. სამწუხაროდ სხვებს ამის საშუალება არ აქვთ. გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია და მან უკვე ერთხელ მოიგო ლიგა "სტემფორდ ბრიჯზე" მომხდარი სკანდალით, ხოლო ახლა სკანდალი "ბერნაბეუზე" განმეორდა."

პლატინია პრეზიდენტი???


მოგეხსენებათ "ელ–კლასიკოებში" მომხდარი მსაჯთა უამრავი შეცდომების შესახებ, რომლებიც გასაჩივრებულ იქნა "რეალის" წარმომადგენელთა მიერ, სამწუხაროდ არცერთი გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ არ გაკეთებულა. პირიქით აქეთ იქნენ "რეალის" მოთამაშეები დადანაშაულებულნი. უეფა თვალს ხუჭავს მსაჯთა შეცდომებზე. ბოლო "კლასიკოში" არ ჩათვლილი გოლი, რომლის არ ჩათვლის შემდეგ მსაჯმა ჯარიმა არა წაქცეული კრიშტიანუს, არამედ "შემთხვევით" წაქცეული მასკერანოს სასარგებლოდ დანიშნა. პარადოქსია, მაგრამ ასეც ხდება ხანდახან, აი "რეალის" მიმართ კი ამას უკვე სისტემატიური სახე მიეცა. რას შვება ამ დროს პლატინი, ზის კაბინეტში და იღებს ისეთ უაზრო გადაწყვეტილებებს, როგორიც კარს უკან მსაჯების დაყენებაა. მიუხედავად ასეთი კარგი მდგომარეობისა ისინი მაინც ვერ ამჩნევენ გოლი იყო თუ არა, მაგალითად გავიხსენოთ "ჩელსი"–"ტოტენჰემი" , სადაც მსაჯმა არარსებული გოლი ჩაუთვალა "ჩელსს". მსაჯები არ აცდიან თამაშს გუნდებს და ეს უკვე მერამდენეჯერ ხდება, მაგრამ უეფას რეაქცია ამაზე არ გააჩნია. სამაგიეროდ უფრო და უფრო მეტი სიძულვილი უგროვდებათ "განსაკუთრებულის" მიმართ. ფეხბურთს სწორედ პლატინის მსგავსი ბიუროკრატები ღუპავენ !!!

სამაგიეროდ ჩვენ გვჯერა, ჩვენ გვწამს იმის, რომ მომავალი სეზონი წარმატებული იქნება და კვლავ აძგერდება ჩვენი გულები "თეთრად". "მადრიდული არმია" ძალებს იკრებს მომავალი ბრძოლებისათვის !!!

ჩვენ დავბრუნდებით კატალონიაში !!!
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)