ბენზემა: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა FIFA 10-ის პრეზენტაციაზე იყო და ერთი ხელი ითამაშა კიდეც. სწორედ თამაშის დროს Realmadrid.com-ის ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და თამაშში გართულ ფრანგ თავდამსხმელს რამოდენიმე კითხვა დაუსვეს.


- ალბათ სასიამოვნოა როდესაც ისეთი ვიდეო თამაშის სახე ხარ, როგორიცაა FIFA 10.
რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა. 2009 წელსაც ვიყავი, თუმცა გვედრით ახლა კი ცენტრიში ვარ და ძალიან მიხარია.

- ითამაშებ ამ თამაშს?
კი. მე მეგობრებთან ერთად ასეთ ვიდეო თამაშებს ყოველთვის ვთამაშობ.

- მადრიდის "რეალში" ვის ათამაშებდით ძირითად შემადგენლობაში, თუ თქვენ ამ თამაშში "მენეჯერს" ითამაშებთ?
მე იმდენად კარგი და ძლიერი თანაგუნდელები მყავს, რომ მინდა ყველა ძირითადში მყავდეს.

- რამდენი გატანილი გოლით გსურთ დაასრულოთ სეზონი?
არ ვიცი, ასეთ საკითხზე არ მიფიქრია. ჩემთვის მთავარია ყველა მომენტი გამოვიყენო.

- როდესმე გიოცნებიათ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე?
მე ძალიან გამიხარდება თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ალბათ ყველა ფეხბურთელს სურს ასეთი დიდი ტურნირის მოგება.

- თქვენთვის ლა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია, თუ ჩემპიონთა ლიგა?
"ბარსელონა", "ალტლეტიკო" და "ვალენსია" ესპანეთის საუკეთესო გუნდებია. ეს კლუბები ყოველ სეზონში კარგ შედეგს აჩვენებენ. "მილანი", "ჩელსი", "მანჩესტერი", "ინტერი" და "ბარსელონა", ეს გუნდები კი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბებად ითველბა, ასე რომ ორვიე ტურნირში თამაში ძალიან საინტერესოა.

- "ხერესის" წინააღმდეგ მატჩი ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც "დეპორთივოსთან" მატჩი?
მე ვფიქრობ "ხერესის" დამარცხება არ უნდა გაგვიჭირდეს. ისეთ სტადიონზე თამაში, როგორიც სანტიაგო ბერნაბეუა, ყველა ფეხბურთელს სურვილს უჩენს გაიტანოს რაც შეიძლება მეტი გოლი.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 17 სექტემბერი 2009
  • 1888
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)