მეკარეები ბურთით უკმაყოფილონი არიან

ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის ბურთი დიდ აჟიოტაჟს იწვევს მეკარეებსა და მცველებს შორის.საფეხბურთო ექსპერტების აზრით, აღნიშნული ბურთები მხოლოდ თავდახმელებისთვისაა სასარგებლო.


კურიოზული შემთხვევები ძალზედ გახშირდა, ამგვარი ბურთების შემოღების შემდეგ.ამის დასტურია თამაში "ციურიხსა" და "რეალს" შორის (რონალდუს მეორე გატანილი გოლი).აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა შვეიცარიელების წინააღმდეგ ორი ჯარიმა გაიტანა.უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული გოლები, მეტწილად, ბურთის დამსახურებაა და არა ფეხბურთელის (რონალდომ ლა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში დაარტყა 17 ჯარიმა, მაგრამ უშედეგოდ). "როდესაც მე ვიტან ჯარიმას, ეს არა ჩემი, არამედ გოლკიპერის დამსახურებაა" - აღიარა "რეალის" მე-"9" ნომერმა.

"ციურიხის" მეკარე, ლეონმა, კი თავისი მოსაზრება გამოთქვა ამასთან დაკავშრებით: "ახლა ბურთებს აკეთებენ იმისთვის, რომ ის სასიამოვნო იყოს შემტევი ფეხბურთელებისათვის და მეტი გოლი გავიდეს.ისინი არ უყურებენ არც მცველებს და არც მეკარეებს.მე უბრალო კიპერი ვარ, მაგრამ ეს საკითხი კასილასსაც და რეინასაც აწუხებს.ჩემი თხოვნა იქნება გააუმჯობესონ ბურთი."

როგორც ვიცით, პირველი მოწინააღმდეგ ამ ბურთებისა სწორედ სამეფო გუნდის მეკარე გახლდათ.გადავხედოთ მის ამონარიდს ინტერვიუდან: "ჩემპიონთა ლიგის ახალი ბურთები საშინელებაა.უბრალოდ შეუძლებელია ამ ბურთების მოგერიება.მე ვესაუბრე ბუფონს, რეინას, ჩეხს და ჩვენ განვაცხადეთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.ცუდია ის, რომ ბურთი ყოველთვის ამოუცნობი ტრაექტორიით მიდის.ეს კარგად ჩანდა როგორც კონფედერაციის, ასევე ევროპის ჩემპიონატის თამაშებშიც.ლა ლიგაზე უფრო ტრადიციულ ბურთებს იყნებენ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)