მოურინიო: "ახლა კიდევ უფრო დიდი სურვილი მაქვს მადრიდში დარჩენის”

ჟოზე მოურინიო, ”სარაგოსასთან” შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.


"ახლა კიდევ უფრო დიდი სურვილი მაქვს, რომ მადრიდის "რეალში" გავაგრძელო მუშაობა."

"სურათები, რომლებიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა, არის გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ ათასობით ფუჭი სიტყვა. რაც სათქმელი მქონდა, ყველაფერი ვთქვი და დასამატებელი არაფერი მაქვს. ვინც ჩემს სიტყვებს აკრიტიკებს, სჯობს ის სურათები გააკრიტიკოს და იფიქროს, რომ ფოტოშოპით არის გაკეთებული, ხოლო ვიდეო დამონტაჟებული. ეს ყველაფერი არის სიცრუე, რადგან ფოტოები და ვიდეოები სრულ სიმართლეს ნათლად ჰყოფენ. მე უბრალოდ ვიკითხე. არავის ბრალდებას არ ვუყენებ: "რატომ?" შეიძლება ამ კითხვაზე პასუხი გაგებამდე მოვკვდე კიდეც."

მოურინიო: "ახლა კიდევ უფრო დიდი სურვილი მაქვს მადრიდში დარჩენის”


"შაბათს ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, რადგან არაფერს აქვს მნიშვნელობა, მადრიდის "რეალი" ყოველთვის მოსაგებად თამაშობს და იბრძვის. ეს ჩვენი გულშემატკივრებისთვის უნდა გავაკეთოთ. "სარაგოსასაც" არაფერი აქვს დასაკარგი და ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვა. გუნდი გამარჯვებისკენაა მიმართული. მომავალ მატჩს სრული სერიოზულობით მოვეკიდებით."

"ჩაბი და ლასი გადაიღალნენ, რადგან 10 კაცით ამდენი ხანი თამაში ძალიან რთულია. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ეს ორი ფეხბურთელი გამოძახებულნი არ არიან. ჩვენ გუნდს ბევრი ნახევარმცველები არ ყავს, ამიტომ სამშაბათისთვის ორივე სრულ მზად ყოფნაში უნდა იყოს. ასევე, არ იქნება კრიშტიანოც, რადგან თავდასხმაში ისედაც საკმარისი ფეხბურთელები გვყავს: იგუაინი, ბენზემა და ადებაიორი."

მოურინიო: "ახლა კიდევ უფრო დიდი სურვილი მაქვს მადრიდში დარჩენის”


"მორალურად გუნდი არანაირ წნეხს არ განიცდის. სეზონი ახლა არა, მაისის ბოლოს მთავრდება. შეიძლება, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩავატაროთ სეზონის შემდეგ, მაგრამ ჯერ-ჯერობით დასვენების დრო ნამდვილად არ არის."

წყარო: Www.Realmadrid.Com dle 10.1

  • Nishni
  • 29 აპრილი 2011
  • 7749
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)