მარცხი წარსულს ჩაბარდა...

ძირითადად ჩემი სტატიები კრიტიკულია მოურინიოს მიმართ, წინა სტატიაში გაკეთებული კომენტატი სამწუხაროდ გუშინდელ მატჩში ახდა.

კიდევ ერთი რამ რაც არ მომეწონა გუშინ, იყო უხეშობის ზღვარზე თამაში, მართალია ბარსელონასთან ხისტი სტრატეგია უნდა აირჩიოს რეალმა მოგება თუ სურს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების გამო ბოლო 2 თამაში სამეფო კლუბმა 10 კაცით დაასრულა, წინა კლასიკოებში კატალონიელებმა ვერ მოახერხეს ამ "საჩუქრის" გამოყენება, თუმცა არამგონია შემდეგში ვინმეს ასეთი შეცდომა აპატიონ.
დღეს ამ განცხადების გამო თავს დამნაშავედაც ვგრძნობ, რადგან ხშირად წინასწარ ნათქვამი რეალური ხდება. დღევანდელი სტატიც კრიტიკული იქნება მოურინიოს მიმართ, როგორც წინაიყო. (http://halamadrid.ge/13914-bbbbbbbbb-0-1-bbbbb.html ვისაც არ წაუკითხავს წინა სტატია)


რაც გუშინ მოხდა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მაინც კარგი იქნება განვიხილოთ მატჩის დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა შეიძლება ითქვას სამეფო კლუბზე კარგი? ალბათ ის რომ სანამ პეპეს გააგდებდნენ, შესანიშნავად იცავდნენ თავს და ბარსელონას ფეხბურთელებს საჯარიმოსთან მიახლოების საშუალებას ძალიან იშვიათად აძლევდნენ. აგრეთვე იყო რონალდოს მოულოდნელი დარტყმა შორიდან, რომელიც ვალდესის მკერდმა "იმსხვერპლა", სხვა ღირებული მადრიდის რეალს არაფერი შეუქმნია, ეს შეხვედრა წინა ორისგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ თეთრები ნაკლებად მოძრაობდნენ და უფრო იშვიათად ფლობდნენ ბურთს, ბარსელონამ კი ეს მაჩვენებელი (ისედაც შესანიშნავი ჰქონდა) კიდევ უფრო დახვეწა, მართალია ეს მეტ წილად თვიანთ საჯარიმოსთან გაკეთებული პასებით იყო განპირობებული, მაგრამ მაინც აღსანიშნავი ფაქტია, ხოლო რეალის ფეხბურთელები ცდილობდნენ პრესინგისთვის მიემართათ, თუმცა უშედეგოდ. (ალბათ ყველას გახსოვთ თანაგუნდელებზე გაბრაზებული რონალდო როგორ უყვიროდა მათ უფრო მეტი ემოძრავათ კატალონიელთა ნახევარზე.)

პირველი პრობლემა რაც იყო არის მესუთ ოზილი! უკვე მერამდენე კლასიკო ჩააგდო ამ ფეხბურთელმა ალბათ ყველამ ვიცით, ერთადერთი მისი კარგად ჩატარებული მატჩი იყო ბერნაბეუზე ლა ლიგას ეგიდით გამართული შეხვედრა, ისიც გერმანელი სათადარიგოდან შემოვიდა და შედარებით დაღლილ მცველებთან თავი მეტ-ნაკლებად გაართვა მოვალეობას. იმედია გუშინდელი მატჩის შემდეგ მაინც დააფასეთ რიკარდო კაკა და მისი როლი სამეფო კლუბში, კვლავ გავიმეორებ კაკას ძირითადში დაყენება უპრიანი იქნებოდა, რადგან სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გამოცდილების ხარჯზე დაჯაბნის მესუთს ასეთ მნიშვნელოვან თამაშში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რიკარდომ ბრწყინვალედ ითამაშა ვალენსიასთან, რომელიც ლა ლიგაში მესამე ადგილს იკავებს. მართალია რეალთან ამ გუნდის შედარება არ შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თეთრები შესუსტებული შემადგენლობით იყვნენ გამოსულნი მოედანზე, მიუხედავად ამისა კაკა ბრწყინვალედ იწყებდა გუნდის შეტევას და იმ მიმართულებით აგრძელებდა, რომელიც ყველაზე შედეგიანი იქნებოდა გუნდისათვის, იმ მატჩში თავი გამოიჩინეს იგუაინმა და ბენზემამაც, მათ ბრწყინვალე დუეტი შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ შესანიშნავად შეუძლიათ ერთად თამაში. მე კვლავ არ ვღალატობ ჩემს პოზიციას და მიმაჩნია, რომ რიკი უფრო შედეგიანად ითამაშებს ბარსელონასთან, ვიდრე მესუთ ოზილი, თან მოურინიოს დასაკარგიც არაფერი აქვს შეუძლია მისცეს შანსი კაკას, ხოლო მან თავისმხრივ დაუმტკიცოს გულშემატკივრებს და ექსპერტებს, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია.

ადებაიორის შემოყვანა თავიდან გამართლებული იყო, რადგან იგი ფიზიკურად ძლიერი ფორვარდია და მცველებს მასთან თამაში უნდა გაჭირვებოდათ, მაგრამ პეპეს გაძევების შემდეგ მის მოედანზე ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. ამ შემთხვევაში იგუაინის ან ბენზემას გამოყვანა უფრო კარგი იქნებოდა, თუმცა საიდან უნდა სცოდნოდა ჟოზეს, რომ 10 კაცით მოუწევდა მატჩის დასრულება? ვფიქრობ შემდეგ მატჩს ძირითადში ფრანგი ან არგენტინელი ფორვარდი დაიწყებს, რონალდოსთან და კაკასთან ერთად.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა სად უნდა ითამაშოს დი მარიამ... მე ვფიქრობ მან არ უნდა ითამაშოს, მართალია ძალიან ენერგიული ახალგაზრდაა, კარგი ტექნიკის პატრონია, მაგრამ ხშირად პასს აგვიანებს და ზედმეტ მოძრაობას აკეთებს, რის გმაოც ბურთს კარგავს. გუშინ ალვეშს მისი შეჩერება გაუჭირდა, მაგრამ უფრო პრაგმატულად რომ ეთამაშა მეტ სარგებელს მოუტანდა გუნდსაც და ნაკლებიც მოხვდებოდა ფეხებში. კაკა და რონალდო კი ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და შეუძლიათ შემოგვთავაზონ ის ფეხბურთი, რასაც გულშემატკივრები თეთრებისაგან ველით, ხოლო თუ მათ დაეხმარება იგუაინი ან ბენზემა უფრო მეტი შანსი იქნება შეტევის წარმატებით დაგვირგვინებისა.

შემდეგი კლასიკოსათვის ყველაზე დიდი პრობლემა პეპესა და რამოსის არყოფნა იქნება. პორტუგალიელი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო მესის გაჩერება (მეტ-ნაკლებად). მისი არ ყოფნით კი გუნდს სერიოზული პრობლემა შეექმნება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ხედირაც დამტვრეულია სავარაუდოდ შემდეგ შეხვედრაში უნდა გამოჩნდეს გრანერო (არამგონია მოურინიომ 3 საყრდენი არ გამოიყვანოს), რაც ძალიან მახარებს რადგან იგი კანტერას აღზრდილია და კბილებით დაიცავს მადრიდის რეალის ღირსებას, შესაზლოა იგი ჩამოუვარდებოდეს იგივე ხედირას ან ლასანა დიარას, მაგრამ მას აქვს ერთი დიდი პლიუსი, იგი კანტერანოა და იცის ამ გუნდის ფილოსოფია, იცის კლასიკოში წაგების და მოგების ფასი, ახალგაზრდულ ასაკში მან ეს ყველაფერი გაათვითცნობიერა, ხშირად წაგების გამო უტირია კიდეც, თუმცა მოგებით გახარებულსაც ურბენია სტადიონის ირგვლივ, ვფიქრობ მისი ძირითადში დაყენება გუნდის სულისკვეთებას აამაღლებს, რადგან იგი იქნება მაგალითი თითოეული თანაგუნდელისათვის, როგორი თავდადება უნდა გამოიჩინო მოწინააღმდეგესთან. შესაძლოა ვცდებოდე კიდეც, მაგრამ მე კანტერანოების მჯერა და იმედი მაქვს მოურინიო მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.

რაც შეეხება ალბიოლს გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მისი ადგილი რეალში არ არის. ძალიან სუსტად ჩაატარა შეხვედრა და ვფიქრობ მის მაგივრად გარაის ძირითადში დაყენება უფრო სასარგებლო იქნება გუნდისათვის. აგრეთვე იმედი მაქვს მარსელო არ მოუკლებს თამაშს და უფრო აქტიურად ჩაერთვება შეტევებში, რადგან მომდევნო თამაშში გუნდს შეტევა სჭირდება.

მართალია რეალი დამარცხდა 0:2 თუმცა წინ 90 წუთი აქვს გუნდს სათამაშო და სანამ შემდეგ ეტაპზე თამაშის მცირედი შანსი იქნება, იქამდე დავიჯერებ, რომ სამეფო კლუბს შეუძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა, თუნდაც გვირგვინი "კეთილმოსურნეებმა" მოპარონ და სხვა გუნდს გადასცენ!!! (ალბათ მიხვდით ვინ იგულისხმება კეთილმოსურნეში და რა იგულისხმება გვირგვინში) ჰალა მადრიდ!!!

P.S. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ გამომწვევი კომენტარებისაგან და იყავით კორექტულები! პირველ რიგში ერთმანეთს ეცით პატივი! წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები გავთიშო კომენტარები! dle 10.1

  • SunSay
  • 28 აპრილი 2011
  • 6347
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)