რამოსი : "ბრწყინვალე კოლექტივი შეიკრა"

სამეფო კლუბის ვიცე კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა...


თქვენ დიდი გამარჯვება მოიპოვეთ ვალენსიასთან, გუნდმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა...

დიახ, მართლაც მშვენივრად ვითამაშეთ და 6 გოლის გატანა მოვახერხეთ, "ვალენსია" საკუთარ მოედანზე ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ მატჩს ძალიან სერიოზულად მივუდექით, ამ დაპირისპირებაში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა რიკარდო კაკამ, ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო კანალესის, გრანეროს და გონსალო იგუაინის თამაში. ამ უკანასკნელმა უმძიმესი დაზიანება გადაიტანა, მაგრამ როგორც ხედავთ უკვე მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. გუნდისთვის თითოეული ფეხბურთელი მეტად მნიშვნელოვანია.

ალბათ მთელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზეა ორიენტირებული...

დიახ. ამ შეხვედრას თითოეული ჩვენთაგანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნდში ძალიან მეგობრული და კარგი ატმოსფერო სუფევს, ჟოზე მოურინიომ მეგობრული დამოკიდებულება ჩამოაყალიბა, თითოეული ფეხბურთელი საკუთარ მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ შეძლოს კოლექტივის დახმარება, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი მუდმივად სასტარტო შემადგენლობაშია თუ სათადარიგოთა სკამზე, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის სხვა ღირებულებები არსებობს, გუნდი გაერთიანებულია და ყველა ერთად ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის.

ბერნაბეუზე დიდ მხარდაჭერას ელოდებით?

რა თქმა უნდა. ჩვენმა პუბლიკამ ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში თავდადება გამოამჟღავნა, ყველანი ვგრძნობდით მხარდაჭერას, რაც სასიამოვნო იყო. ასევე შემიძლია ვთქვა "მესტალიაზეც", სადაც უამრავი სამეფო კლუბის ფანი მოვიდა და მხარი დაგვიჭირა. ფანებს რა თქმა უნდა უდიდესი სტიმული მიეცათ მას შემდეგ, რაც დავამარცხეთ ლიონის ოლიმპიკი, შემდეგ ტოტენჰემი, სულ რამდენიმე დღის წინ კი ბარსელონა, ამით თითოეული მადრიდისტა გახარებულია და დარწმუნებული ვარ ოთხშაბათს "ბერნაბეუ" გაივსება და ინჩასები მეთორმეტე ფეხბურთელის როლს შეასრულებენ."

რამოსი : "ბრწყინვალე კოლექტივი შეიკრა"


ბერნაბეუზე რაიმე განსაკუთრებული ხომ არ იგეგმება?

განსაკუთრებული სწორედ ის იქნება, რომ მთელი სტადიონი შეივსება და სამეფო კლუბს უდიდესი მხარდაჭერა ექნება, მე ამის მჯერა, რადგან "ბლანკოსი" გულშემატკივრებს ძალიან უყვართ, ჩვენ ყველანი ერთად მივაღწევთ წარმატებას და გამარჯვებას აუცილებლად ინჩასებს მივუძღვნით."

გუნდში როგორი შემართებაა?

რა თქმა უნდა ამაღელვებელი. შინაგანად ყველა ვნერვიულობთ, მაგრამ ბოლომდე ვიხარჯებით და ვემზადებით გუარდიოლას შეგირდების დასამარცხებლად, საკუთარ კედლებში გამარჯვება აუცილებელია, რადგან ერთ კვირაში განმეორებითი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, გუნდი ერთსულოვნად არის შეკრული და გვჯერა წარმატების.

როგორ მუშაობს მოურინიო?

ჟოზე ბრწყინვალე დამგირებელია, მას კონკრეტული მიზნები და ფილოსოფია აქვს, მისნაირი მწვრთნელი ბევრი არ არის და ვერც იქნება, რადგან იგი განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული, პორტუგალიელსგან ყოველთვის შეგვიძლია რჩევის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატებული იქნება.

1/2 ფინალის პირველი მატჩი რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი იქნება, მაგრამ არა გადამწყვეტი, ფიქრობთ რომ ნოუ კამპზე ბევრი რამის დამტკიცება მოგიწევთ?

კი. ასეთი დაპირისპირება არა 90, არამედ 180 წუთიანი, რადგან მოედანზე ორი უძლიერესი გუნდი გავა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის. მნიშვნელოვანია "ბერნაბეუზე" გამარჯვება, მაგრამ "ნოუ კამპზე", ბოლომდე დახარჯვა და წარმატებისთვის ბრძოლა მოგვიწევს, ასეთ დაპირისპირებებში მხოლოდ 90 წუთი არ არის საკმარისი.

რამოსი : "ბრწყინვალე კოლექტივი შეიკრა"


რა გაწუხებთ ამ მატჩის წინ?

არ მაწუხებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შეხვედრა სანახაობრივი გამოდგება. სწორედ ისეთი, როგორიც მადრიდულ ინჩადას და მსოფლიო ფეხბურთის ფანებს სურთ, რადგან "ელ კლასიკო" ყოველთვის ამაღელვებელი და პოპულარული შერკინებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ მსაჯი შეცდომებს არ დაუშვებს და თამაში კორექტულად წარიმართება. ყველას გვჯერა, რომ ოთხშაბათს საღამოს, საფეხბურთო ზეიმი გაიმართება.

ამ თვეში მესამე კლასიკოს გამართავთ, ერთმანეთი უკეთესად შეისწავლეთ?

დიახ, ამ თვეში მართლაც რამდენიმე შეხვედრა დაემთხვა, მაგრამ რას ვიზამთ, კალენდარი ასეთია, რომელსაც ვერავინ ვერსად გაექცევა, ჩვენ ერთმანეთს ისედაც კარგად ვიცნობდით. ორივე გუნდში მაღალი დონის მოთამაშეები ირიცხებიან, რომლებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა.

რომელი გუნდია ამ შეხვედრის ფავორიტი?

ამის დასახელება მეტად რთულია, მაგრამ სამეფო კლუბი თავს ფავორიტად არ მიიჩნებს, გაიმარჯვებს უძლიერესი და კონკრეტული შეხვედრისთვის უკეთ მომზადებული გუნდი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად, დანარჩენს კი შეხვედრის დასრულების შემდეგ ვნახავთ. dle 10.1

  • Hala
  • 25 აპრილი 2011
  • 3442
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)