საფეხბურთო სანახაობა იწყება!!!

აპრილის დასასრულსა და მაისის დასაწყისში, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გველის, ვინაიდან მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი ამ მცირე მონაკვეთში 4-ჯერ დაუპირისპიდება ერთმანეთს. ჩვენ გველის ტიტანთა შეხვედრები, რომლებიც ფეხბურთის მაყურებელს აუცილებლად მიანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. მაშ, ასე პატივცემულო გულშემატკივრებო, საფეხბურთო ზეიმი იწყება!!!


საფეხბურთო ზეიმი ნამდვილად იწყება ფეხბურთის გულშემატკივართათვის, თუმცა აბა ვკითხოთ სამეფო კლუბისა და ”ბარსელონას” ფანებს, თუ რა ემოციებში იქნებიან ისინი 4 დაუვიწყარ საღამოს, რომელიც 2 კვირასა და რამდენიმე დღეში გაიმართება. ამ 18 დღეში, ძალიან ბევრი რამე გაირკვევა: გაირკვევა, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი, გუნდი და ა.შ. ფაქტია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას ძალიან მაღალი დონის ვარსკვალები მიიღებენ და სწორედ ეს იქნება ულამაზესი დაპირისპირებების წინაპირობა.

ძალიან ბევრი რამ, იქნება დამოკიდებული მონაწილე გუნდების მეკარეებზე, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ვიქტორ ვალდესი ბოლო ხანებში უდიდეს პროგრესს განიცდის და ნამდვილად კარგი გოლკიპერია, ხოლო იკერ კასილასზე კი შეიძლება კომენტარიც არ გავაკეთოთ, რამეთუ ყველას მოეხსენება მისი მაღალი დონე და დიდი პროფესიონალიზმი. ვიქტორსა და იკერს შეუძლიათ ულამაზესი სეივების გაკეთება, რაშიც უკვე არაერთხელ დავრწმუნდით.

საფეხბურთო სანახაობა იწყება!!!


ყველას კარგად მოეხსენება, რომ ფეხბურთში, ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს დაცვას. ამ პოზიციაზე, არაა გასაკვირი, რომ ”რეალსა” და ”ბარსელონას” უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავთ. როგორც მოგეხსენებათ, კატალონიურ გუნდს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ, თუმცა მათი ნახევარდაცვის თამაში ამ ყველაფერს ანეიტრალებს, ხოლო რაც შეეხება სამეფო კლუბს, ჟოზე მოურინიომ შესანიშნავი ბალანსი ჩამოაყალიბა დაცვასა და ნახევარდაცვას შორის, რაც გუნდზე საკმაოდ კარგად მოქმედებს. ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ საინტერესო იქნება მსოფლიოს ორი საუკეთესო მარჯვენა მცველების: დანი ალვეშისა და სერხიო რამოსის დაპირისპირება.

საფეხბურთო სანახაობა იწყება!!!


ნახევარდაცვა - ეს ის პოზიციაა, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს მომავალ ”ელ კლასიკოებში”. როგორც მოგეხსენებათ, ”ბარსელონას” ამ პოზიციაზე ჩამოყალიბებული ვარსკვლავები ჰყავს, რომლებიც შესანიშნავად ასპარეზობენ მოედნის ნებისმიერ წერტილში, ხოლო მადრიდის ”რეალს” კი უდავოდ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ანხელ დი მარია, მესუთ ოზილი და სამი ხედირა გამოუცდელი, მაგრამ ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თქვან საკუთარი სიტყვა ფეხბურთში. არ უნდა დავივიწყოთ, ჩაბი ალონსოც, რომელიც გუნდის ხერხემალია და მის გარეშე ”რეალის” თამაში წარმოუდგენელია. ასევე აღსანიშნავია, კაკას ფაქტორიც, რომელიც სცდილობს დაიბრუნოს უწინდელი ფორმა, ამ შემთხვევაში კი ”ბარსელონას” სერიოზული პრობლემები შეექმნება. მომავალ ”კლასიკოებში” გაირკვევა, რომელი გუნდის ნახევარდაცვა აჯობებს.

საფეხბურთო სანახაობა იწყება!!!


საფეხბურთო სანახაობა იწყება!!!


ახლა კი დადგა ცენტრ-ფორვარდთა ჯერიც, სადაც ორივე გუნდს, ისევე როგორც ყველა პოზიციაზე, უმაღლესი დონის ფეხხბურთელები ჰყავს. სამეფო კლუბში, თავდასხმის პოზიციისთვის: კარიმ ბენზემა, ადებაიორი და იგუაინი იბრძვიან. სამივე მათგანი ძალიან ნიჭიერია. ალბათ, ყველა ხვდება, რომ მათგან ყველაზე იმედისმომცემი, ამ ეტაპისთვის გახლავთ, კარიმ ბენზემა, რომელიც ნელ-ნელა იბრუნებს ”ლიონურ” ფორმას. ამ შესანიშნავი სამეულის წინააღმდეგ კი ვილა და პედრო გამოვლენ. დავიდი ჩამოყალიბებული სუპერ-ფეხბურთელია, რომელიც ჩინებულად ართმევს თავს თავის მოვალეობებს, ხოლო პერდო კი მზარდი ვარსკვლავია, რომელსაც უდიდესი მომავალი ექნება.

საფეხბურთო სანახაობა იწყება!!!


საფეხბურთო სანახაობა იწყება!!!


კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი... ამით ყველაფერი ნათქვამია ... აქ, საუბარიც ზედმეტია რაიმე პოზიციებსა და კონკრეტულ დავალებებზე. ჩემი ხედვით, კრიშტიანოსა და ლიონელის დაპირსიპირება ”მინი ელ კლასიკოა”, რომელიც ძალიან დიდ როლს ითამაშებს ”დიდ ელ კლასიკოში”. ეს ადამიანები სასწაულ ფეხბურთს თამაშობენ და აქვთ განსხვავებული და ენით აღუწერელი სილამაზის სტილი. მათზე იქნება მატჩის ბედი დამოკიდებული, რადგან ისინი არიან თავიანთი გუნდების ლიდერები.

საფეხბურთო სანახაობა იწყება!!!



ქომაგთა დაპირისპირება... არის მომენტები, როდესაც გულშემატკივრება თავიანთ ემოციებს სისასტიკით გამოხატავენ, მაგრამ არ მინდა სტატია ზედმეტად ”გავასერიოზულო” და სწორედ ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ, ქომაგთა ძალიან საინტერესო და შესაძლოა სასაცილო დაპირიპირებაც. ”ბარსელონას” გულშემატკივრებმა საკმაოდ ორიგინალური მზადება გაიარეს და კატალონიური გუნდის იუმორისტულმა ორგანიზაციამ ”კრაკოვიამ” შესანიშნავი ვიდეო შექმნა მომავალ დაპირსპირებებზე.



”ბლაუგრანას” გულშემატკივრებს არ ჩამორჩათ არც სამეფო კლუბის ქომაგები, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო ვიდეო ჩაწერეს ზოგადად ”ელ კლასიკოზე”



და ბოლოს არ შეიძლება არ შევეხოთ, მსოფლიოს ორ გენიალურ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გვარდიოლას, რომელთა შორის, ნამდვილი ტაქტიკური ომი გაიმართება. ამ ადამიანების კისერზეა მომავალი ”კლასიკოების” ბედი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

საფეხბურთო სანახაობა იწყება!!!


მაშ, ასე ფეხბურთის გულშემატკივრებო, თქვემ უდიდესი სანახაობები გელით !!!
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)