ისტორია მეორდება

1916 წელს მადრიდის რეალი და ბარსელონა ზედიზედ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.


1916 წელს სამეფო კლუბი კატალონიელებს ესპანეთის თასის ნახევარფინალში შეხვდა. პირველი მატჩი 26 მარტს შედგა. ბარსელონამ საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2-1 დაამარცხა "ლოს ბლანკოსი". გოლები ალკანტარამ და მარტინესმა გაიტანეს.

შემდეგი დაპირისპირება თეთრების გამარჯვებით დასრულდა (4-1). თუმცა აქ კატალონიური საიტი აღნიშნავს, რომ "ბარსელონამ" თამაში ცხრა ფეხბურთელით დაიწყო. ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ორმა ფეხბურთელმა მასანამ და ვინიასმა თამაშზე დაიგვიანეს, რადგან მატარებლით მგზავრობის დროს მათ ერთი გაჩერებით ადრე დატოვეს ვაგონი. მადრიდელთა მხრიდან თავი გამოიჩინა სანტიაგო ბერნაბეუმ (სწორედ მისი სახელობის არის მადრიდის "რეალის" სტადიონი), რომელმაც სამი გოლი გატანა, ხოლო მეოთხე ბურთი პეტის ანგარიშზეა. პრესტიჟის გოლი კი მარტინესმა მიითვალა.

უკანასკნელი, მეოთხე მატჩი კი დრამატული გამოდგა. სამეფო კლუბი თავიდან აგებდა, თუმცა 5 წუთიან მონაკვეთში მათ კატალონიელებს ორი ბურთი გაუტანეს და ანგარიში გაათანაბრეს (2-2). თუმცა თეთრები ამაზე არ გაჩერებულან და კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს. საბოლოო ანგარიში 4-2 დაფიქსირდა. dle 10.1

  • Junior
  • 14 აპრილი 2011
  • 2502
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)