მოურინიოს პრესკონფერენცია

ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა, "ტოტენჰემთან" გასამართი შეხვედრის წინ.


"მე ვეთანხმები რედნაპს. ფეხბურთში ყოველთვის ხდება სასწაულები, ამიტომ ჩვენ უნდა დავაფასოთ "ტოტენჰემი." კარგად ვიცი, ინგლისური გუნდების აზროვნება და მეც, რომ მათ ადგილას ვიყო, არ დავნდებდებოდი. მომავალ მატჩს სერიოზულად მოვეკიდებით და გოლების გასატანად ვითამაშებთ. "სპურსებს" კარგად თამაში გაუჭირდებათ."

"ფეხბურთელებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რა სიტუაციაში არიან ისინი ახლა. არ ვაპირებ, ფეხბურთელების დასვენებას, რადგან მეტოქე გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. დაწყებული საქმე უნდა დავასრულოთ და "ტოტენჰემი" უნდა დავაფასოთ. მართალია, დიდი უპირატესობა გვაქვს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს."

მოურინიოს პრესკონფერენცია


"ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი ისაა, რომ 2 მატჩიან ბრძოლაში, მომავალ ეტაპზე სწორედ შენ გახვიდე. სხვა არაფერია საჭირო. ახლა მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ იმას, რომ ჩვენ 1/2 გავიდეთ. ამას უკეთესად გავაკეთებთ, თუ ჩვენ შევძლებთ და მომავალ მატჩში გოლებს გავიტანთ."

"ჯერ-ჯერობით ინგლისში დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. ჩემი მომავალი უკავშირდება მადრიდის "რეალს." კონტრაქტის მიხედვით, 3 წელს კიდევ გავატარებ მადრიდში, თანაც კლუბი კმაყოფილია ჩემი მუშაობით. მომავალში ჩემ თავს ნამდვილად ინგლისში ვხედავ, თუმცა ახლა ერთადერთი, რაც მე მაინტერესებს არის მადრიდის "რეალი."

მოურინიოს პრესკონფერენცია


"ამ ეტაპზე "ელ კლასიკოზე" არ ვფიქრობ. ხვალ ჩვენ უმნიშვნელოვანესი თამაშის გამართვა მოგვიწევს და ყველამ მხოლოდ ამ თამაშზე უნდა იფიქროს. უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც "რეალს" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალამდე არ მიუღწევია და ახლა ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა. ხვალინდელი მატჩის შემდეგ, გუნდს ნამდვილად ექნება იმის დრო, რათა დაფიქრდეს "ბარსელონასთან" გასამართ მატჩზე."

წყარო: Www.Realmadrid.Com dle 10.1

  • Nishni
  • 12 აპრილი 2011
  • 2590
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)