"კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 3-”მიზეზები”)

"კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 3-”მიზეზები”)


განვაგრძობ კლასიკოს თემას და გეტყვით, რომ თავის მხრივ ბარსელონასაც არ აკლდა “ზემოდან დახმარება”, მაგრამ მათ დახმარების ხელს მხოლოდ კატალონიის ადგილობრივი მთავრობიდან თუ გამოუწვდიან. “ბარსელონას” ქომაგები “რეალისადმი” ზიზღს იმ ჩაგვრით ხსნიან, რასაც “დიდი ესპანეთი” კატალონიის პროვინციისადმი იჩენდა. ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველად 1902 წელს შეხვდა მაგრამ ამ დროს გულშემატკივრები სულაც არ იყვნენ ერთმანეთისადმი წინააღმდგობრივად განწყობილნი. დიდი მტრობა დაიწყო XX საუკუნის 30-იანი წლებიდან, რასაც ერთი მხრივ ესპანეთის პროვინციების გაღვივებული სეპარატიზმი უწყობდა ხელს, მოგვიანებით კი ამ ყველაფერს სამოქალაქო ომიც დაერთო თან.

კატალონიაში გავრცელებულია აზრი თითქოს რეგიონალური და ცენტრალური მთავრობა ყოველთვის ”რეალს” ლობირებდა, რათა იგი ესპანეთის დედაქალაქის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. (არადა მადრიდში ”ატლეტიკოს” უფრო მეტი გულშემატკივრი ჰყავს ვიდრე ”რეალს”). მაგალითად მათ მოჰყავთ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მომხდრი შემთხვევა.: სამეფო გუნდში მოსვლისას ფლორენტინო პერესს აუარებელი ვალი დაახვედრეს. გონიერმა პრეზიდენტმაც მთელი თავისი ნაცნობობა გამოიყენა (როგორც ამას კატალონიელები ამბობენ! ფაქტი დადასტურებული არაა) და მადრიდის მუნიციპალიტეტს საკლუბო ბაზა საკმაოდ სარფიანად მიჰყიდა. კატალონიაში კი ირწმუნებიან, რომ ის ადგილი იმის ნახევარიც არ ღირდა, რაც მასში გადაიხადეს და ყიდვა-გაყიდვა უბრალო ფარსი იყოო. “რეალმა” მალე ყველა ვალი გაისტუმრა და მსოფლიოს ერთერთი უმდიდრესი კლუბი გახდა.

"კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 3-”მიზეზები”)


“ელ კლასიკოს” დაწყება თითქმის ყოველთვის ერთნაირია: “ნოუ კამპი” ან “სანტიაგო ბერნაბეუ” სქელ კვამლში ეხვევა, გოგირდის მძაფრი სუნი დგება, რომელიც მესამე იარუსამდეც კი აღწევს, საიდანაც ფეხბურთელები პატარა ჭიანჭველებს გვანან. ესპანეთში სამოქალაქო ომი, როგორც ჩანს არ დასრულებულა და არც დასრულდება მანამ სანამ ეს ორი უდისესი გრანდი “რეალი” და “ბარსელონა” იარსებებენ. ამ ორი გუნდის დაპირისპირება ყოველთვის სცილდებოდა უბრალო დაპირისპირებას, რადგანაც ეს გუნდები წარმოადგენენ ორ განსხვავებულ ერს და როგორც კატალონილები ამბობენ ორ განსხვავებულ სახელმწიფოს. ორივე “ქვეყანა” თავიანთ კლუბში ყოველთვის აუარებელ თანხას და ენერგიას დებდა, რის გამოც ისინი უბრალოდ საფეხბურთო გუნდები კი არა, მათი სიმბოლოებიც გახდნენ. ამიტომაცაა, რომ “ელ კლასიკო” წლის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში უზომოდ დაძაბული და შესაბამისად, საამოდ საცქერი გამოდის ხოლმე. “ბარსელონას” სტადიონი “ნოუ კამპი” წელიწადში მხოლოდ 2ჯერ ივსება: როცა “ელ კლასიკოა” და როცა კატალონიის ნაკრები თამაშობს.

“რეალისა” და “ბარსელონას” 100 წლიან მტრობას დერბი რომ ვუწოდოთ არ ვიქნებით მართლები. მიტუმეტეს ორივე გუნდი პრიმერადივიზიონში საკუთარ დერბის მართავს “ესპანიოლთან” და “ატლეტიკოსთან”. ამიტომსამეფო კლუბისა” და “ბარსელონას” ჭიდილი სხვაგვარად მონათლეს-“ელ კლასიკო”, ანუ თამაში თამაშთა შორის.


თუ არ გინახავთ ნაწილი 1-”სტატისტიკა”

თუ არ გინახავთ ნაწილი 2-”მიზეზები”

აპრილში სამოქალაქო ომი გარანტირებულია ესპანეთში ! ! ! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)