"კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 2-”მიზეზები”)

"კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 2-”მიზეზები”)


დაპირისპირება, რომელიც ტყვიებით დაიწყო . . .


დაპირისპირება კლუბებს შორის თავიდანვე ძალიან საინტერესო იყო. არა მარტო იმიტომ, რომ ერთმანეთს ორი გრანდი ხვდებოდა, არამედ იმიტომაც რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. კატალონიელები ესპანეთისაგან გამოყოფას ითხოვდნენ, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია. კატალონიელთა ერთ-ერთი დიდი შეუგნებლობა ის იყო რომ , მათ ვერ გაიაზრეს რომ ფეხბურთი და პოლიტიკა ერთი და იგივე არაა, რატომ არ აკეთებენ იგივეს ბასკები? ყველამ კარგად იცის რომ პოლიტუკურად ბასკებსაც ძალიან ავიწროვებდნენ გენერალ ფრანკოს დროს, თუმცა მათ დაპირისპირება უფრო კულტურულ ფორმებში გადაჰქონდათ. რასაც ვერ ვიტყვით კატალონიელებზე, მათ მთელი თავისი ბოღმა ფეხბურთისკენ და კეძოდ ”მადრიდის რეალისკენ” გადაიტანეს. ეს კი ნებისმიერისთვის არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება უბრალოდ ,,მდაბიობაა” და მეტი არაფერი.

1943 წელს ჩატარდა ესპანეთის თასის მატჩი ”ბარსელონასა” და ”მადრიდის რეალს” შორის. სადაც ”მადრიდის რეალმა” სამარცხვინო მარცხი აგემა კატალონიელებს (11-1). იმ თამაშის შემდეგ კი სამეფო კლუბის ფეხბურთელები გმირებად შერაცხეს. ამ სამარცხვინო წაგებამ კატალონიელებს გზა აგარ დაუტოვა და სხვა რაღა დარჩენოდათ თუ არა თავის უაზროდ მართლება. შეთხზეს ამბავი რათა მათი სამარცხვინო დამარცხება სხვისთვის გადაებრალებინათ; მათ თქვეს, რომ მათზე მოხდა ზეწოლა გენერალ ფრანკოს მიერ. თითქოს თამაშის დაწყებამდე ვიღაც მისულა მათთან და უთქვამს მინდორზე მარტო იმიტომ გადიხართ, რომ გენერალს ასიამოვნოთო. ეს ფაქტი არ არის დამტკიცებული. კატალონიის გარდა მთელი ესპანეთი ამას მიიჩნევს, როგორც ბარსელონას მიერ შეთხზულ მორიგ ტყუილს.

"კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 2-”მიზეზები”)


ახლა რაც შეეხება გენერალ ფრანკოს. საიმონ კუპერი თავი გენიალურ წიგნში “ფეხბურთი მტრის წინააღმდეეგ” წერს, რომ ერთხელ კატალონიელ ახალგაზრდა ქალს ჰკითხა თუ რატომ უნდოდა, რომ ”ბარსელონას” ”რეალსათვის” ეჯობნა. ქალი არც დაფიქრებულა ისე უთქვამს პასუხი: “ფრანკო მშობლებს, ძმებს და შვილებს გვიხოცავდა , მას კი “რეალი” უყავრდაო.” (აი მიზეზი, თუ რატომ სძულთ ”რეალი”).მთელ ესპანეთში ცნობილი ფაქტია რომ გენერალ ფრანკოს ”აბოდებდა” მადრიდის “რეალზე”. ამბობდნენ, რომ მას სეზონის განმავლობაში “სამეფო კლუბის” პრაქტიკულად ყველა შემადგენლობა ახსოვდა. აქედან გამომდინარე ფრანკოს საშინლად ეზიზღებოდა კატალონიის “ბარსელონა”. კატალონია ყველაზე დიდხანს ეწინაარმდეგებოდა სამხედრო რეჟიმს. “ბარსელონას” მაშინდელი პრეზიდენტი იარაღით ხელში ებრძოდა გენერალ ფრანკოს და თავიც კი შეაკლა მას. (მოგვიანებით კატალონიაში ის წმინდანათ შერაცხეს).

სწორედ ამ დროს იქცა “ბარსელონა” ყველა კატალონიელის იმედად და თავმოყვარეობის სიმბოლოდ. გენერალ ფრანკოს რეჟიმმა შეიწირა კლუბის პრეზიდენტი (იგი დახვრიტეს) და ესპანეთის ჰიმნის უპატივცემულო სმენისთვის , ბარსლონა 6 თვით მოჰკვეთეს ჩემპიონატს, მაგრამ გუნდი აგრძელებდა არსებობას და ნოუ კამპი კატალონიური ნაციონალიზმის ერთერთ უმთავრეს ცენტრად იქცა. ეს იყო თითქმის ერთადერთი ადგილი სადაც კატალონიელებს შეეძლოთ საკუთარ ენაზე ლაპარაკი. აქედან მოყოლებული “ბარსელონა” და კატალონია გახდნენ ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილი. ამას ადასტურებს სერ ბობი რობსონის სიტყვები: “კატალონია ცალკე ქვეყანაა, ბარსელონა კი მისი არმია.” ყოველივე აქედან გამომდინარე სულაც არაა გასაკვირი ნოუ კამპის დასავლეთ ტრიბუნაზე გაკრული ინგლისურენოვანი ტრანსფარატი, რომელიც გვამცნობს – “კატალონია ესპანეთში არ აგერიოთ”.

იმის გამო, რომ დიქტატორი ”რეალის” გულშემატკივარი იყო. იმის გამო, რომ ”ბარსელონა” კატალონიელთა ღირსებად ჩამოყალიბდა. იმის გამო, რომ ფეხბურთს ამ კლუბებში თეატრალურად თამაშობენ. იმის გამო, რომ ამ კლუბებს საუკეთესო მწვრთნელები ჰყავთ. იმის გამო, რომ მათში თამაშობენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები. ”ელ კლასიკო” ყველა დროის საუკეთესო დრამატულ დაპირისპირებად ითვლებოდა და ითვლება.

თუ არ გინახავთ ნაწილი 1-”სტატისტიკა”

გაგრძელება იქნება . . . dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)